კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, პანკისიდან ახმეტის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. 22 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანაში მყოფი ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული […]
ისრაელში პალესტინელმა ცივი იარაღით ერთი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა

ისრაელის ქალაქ ჰოლონში ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები 34 წლის პალესტინელი ამარ ოდეა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელის ლიკვიდირება ადგილზე მისულმა პოლიციელმა განახორციელა.
დღეს პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მოკრივე ლაშა გურული იასპარეზებს

4 აგვისტოს პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ) იასპარეზებს. ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან გამართავს ბრძოლას. ლაშას ბრინჯაოს მედალი უკვე განაღდებული აქვს და დღეს შეეცდება უფრო მაღალი სინჯის მედალი მოიპოვოს. შეხვედრა 19:06 საათზე დაიწყება. პარიზის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.
ხვიჩას შემდეგ მორიგი უარი – პსჟ მბაპეს შემცვლელს ეძებს, მაგრამ ჯერ საწადელს ვერ მიაღწია

le10sport.com-ის ინფორმაციით, პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალში” გადაბარგებული კილიან მბაპეს შემცვლელს აქტიურად ეძებს, მაგრამ ჯერ საწადელს ვერ მიაღწია. პარიზელების პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელია იყო და ქართველიც “პარკ დე ფრენსზე” გადაბარგებას დასთანხმდა, მაგრამ ტრანსფერი “ნაპოლიმ” დაბლოკა და საბოლოოდ, ქართველის “პარტენოპეიში” დარჩენა გადაწყდა. ფრანგული გუნდის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპოსი შემდეგ “ბილბაოდან” ნიკო უილიამსის დამატებაზე მუშაობდა, თუმცა თავის მხრივ, […]
“ქურდებმა” პირს 5 000 ლარის გადახდა დაავალეს – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს. “”ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად „ჯავა“ ხოლო, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული, წარსულში […]
ჩვენ უსამართლობას არავის გავუტარებთ – არჩილ თალაკვაძე

“ქართულ ოცნებას”, ხელისუფლებას, საქართველოს არცერთი ნაბიჯი, არცერთი რეალური ქმედება არ გადაუდგამს თავისი მეგობრების წინააღმდეგ,” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა და დაამატა, რომ ამას ამბობს, როგორც პარტნიორების, ისე საქართველოს მოქალაქეების დასამშვიდებლად. საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრმა დეპუტატმა, თავისი გუნდის სახელით, ხაზგასმით თქვა, რომ “თავს არავის დაუხრიან და უსამართლობას არავის გაუტარებენ”. “თქვენ […]
800 ათასი რუბლიდან და შეღავათებით – რუსებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებისკენ მოუწოდებენ

რუსეთში დაიწყეს SMS შეტყობინებები, რომლებიც მოქალაქეებს უკრაინის ფრონტზე წასვლისკენ მოუწოდებენ. შეტყობინებები მოდის ნომრიდან 117-ი. ტექსტი ყველა შემთხვევაში იგივეა: “გააფორმეთ ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან: დაუყოვნებლივ 800 ათასი რუბლიდან და შეღავათებით. დარეკეთ 117-ზე!” შეტყობინებების მიღების თაობაზე „მედუზა“ და „სოტა“ იუწყებიან. ამ ნომერზე დარეკვისკენ მოქალაქეებს მოუწოდებენ რუსეთის სამხედრო უწყების ოფიციალური რესურსები, რომელიც აქტიურად ახდენენ ადამიანების გადაბირებას უკრაინაში მიმდინარე საომარ […]
“ჰეზბოლამ” ისრაელს 30 რაკეტა ესროლა, საპასუხო დარტყმა იყო ლიბანში – მედია

ისრაელის თავდაცვის ძალები (ებრაულად ცახალი) აცხადებს, რომ „ჰეზბოლამ“ 4 აგვისტოს, ღამით, 30 რაკეტა ისროლა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით. ამ ინფორმაციას, სამხედროებზე დაყრდნობით – The Times of Israel-ი ავრცელებს. იუწყებიან, რომ რაკეტების უმრავლესობის განეიტრალება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ – „რკინის გუმბათმა“ შეძლო. ერთი რაკეტა ერთ-ერთ დასახლებაში ჩავარდა, ხოლო კიდევ რამდენიმე – დაუსახლებელ ტერიტორიაზე. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ისრაელის […]
,, სხვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მებრძოლმა დიდმა ადამიანმა დაგვტოვა!” – ეკატერინე ტიკარაძე თენგიძ ცერცვაძეს ემშვიდობება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს ემოციური წერილით ემშვიდობება: ,,წუთისოფელი ბრძოლაა, ბრძოლა ნათელსა და ბნელს, სიკეთესა და ბოროტებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის! ბევრჯერ გამარჯვებულს და დამაშვრალს, ადრე თუ გვიან, მაინც გიხმობს ღმერთი თავისთან. კიდევ ერთი დიდი დანაკლისი განიცადა საქართველომ და სამედიცინო საზოგადოებამ. ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. გარდა თქვენი დამსახურებული […]