თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე პრეზიდენტი მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა თენგიზ ცერცვაძის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს და მას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ირაკლი კობახიძე – ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბეშუმში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და დაპირება შესრულდება. „დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. […]

ბელგიის მატარებლებში „წყნარი ვაგონები” გამოჩნდება

ბელგიური სარკინიგზო ოპერატორი, SNCB ყველა საქალაქთაშორისო მატარებელზე ე.წ. მშვიდი ვაგონების შემოღებას გეგმავს. „მშვიდი ვაგონები” ბრიუსელი-ლუქსემბურგის, ასევე, ეიპენი-ოსტენდის რეისის მატარებლებზე უკვე დატესტეს. ტესტმა წარმატებით ჩაიარა. “ევროპულსის” ცნობით, მგზავრები, რომლებიც ბილეთს „მშვიდი ვაგონისთვის” შეიძენენ, მგზავრობის განმავლობაში იღებენ ვალდებულებას, რომ შეეცდებიან მობილური ტელეფონით არ დარეკავენ და არც ზარებს უპასუხებენ. მათ ყურსასმენებშიც კი ხმას ისე უნდა ჩაუწიონ, რომ სხვებმა […]

როდის დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა – ღირებულება 95 689 302 ლარია

ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და დაპირება შესრულდება. “დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. […]

ძლიერი მთა ძლიერ საქართველოს ნიშნავს – პრემიერი

ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში “შუამთობის” დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ადგილიბრივ მოსახლეობას და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება. “ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს […]

“პირდაპირ ომში ვერთვებით სექტემბრიდან” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: მეც ძალიან მინდა, ორი კლასიკური ფორვარდით ვითამაშოთ და ბუდუც და ჟორჟიც ერთად გვაყავდეს მოედანზე, მაგრამ მერე ჩნდება კითხვა, მაშინ სად მიგვყავს კვარა? კვარას თუ ნახევარდაცვაში წევ, სად მიგვყავს ჩაკვე? მოკლედ, ხუთ მცველიან ტაქტიკაში (როგორც ბოლო დროს თამაშობს ჩვენი ნაკრები) ყველა ეს ფეხბურთელი ერთად არანაირად არ გამოდის. მაშინ ოთხ მცველზე უნდა გადავეწყოთ და […]

როგორ ეწინააღმდეგებიან აფხაზეთში რუსეთის ნებას

ავტორი: ქეთი ქანთარია, თბილისი თბილისის წლევანდელი აქციების ბოლო დღეებში ვიღაცამ რუსთაველის თეატრის კარებქვეშ წარწერა დატოვა: ,,სანდრო ახმეტელი ( 1886-1937)“. მგონი კითხვა, რატომ გაახსენდა ახლა ვიღაცას სანდრო ახმეტელი, ბევრს არ გასჩენია. 30-იანი წლების დასაწყისში მასაც არ ეშინოდა. როგორც ამბობენ, ბერიას უშვერი სიტყვებით იხსენიებდა. ახმეტელის მოღვაწეობას 1928 წლიდან ადევნებდა თვალს საგანგებო სამსახურები, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ძალად […]

თინა ბოკუჩავა – სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია 26 ოქტომბრის არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი მას დაამარცხებს

პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია 26 ოქტომბრის არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი მას დაამარცხებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გადაწყვეტილება „ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთით გამოიტანა“. „მოსამართლედ წოდებულმა მიხეილ ჯინჯოლიამ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური […]

ირაკლი კობახიძე – დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები – ჩემთვის საინტერესო არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში. კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ დააბრუნოს საპყრობილეში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „არ ვიცი, ჩემთვის საინტერესო არ არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ […]

პაატა იმნაძე – თენგიზ ცერცვაძემ თაობები გაზარდა – წარმოუდგენელი იყო მისი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში

თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო. თენგიზმა რამდენიმე ახალგაზრდა თაობა გაზარდა, მთელი თაობები, ვინც დღეს საქართველოში საქმიანობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძის კავშირები და ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელია. […]