მორატას შემცვლელი მიყვანილია – სიმეონეს გუნდი სორლოთმა გააძლიერა

ლა ლიგის ბინადარმა “ატლეტიკომ” გვაუწყა, რომ კლუბმა “ვილიარეალიდან” 28 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ალექსანდრ სორლოთი იყიდა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. transfermarkt-ის ინფორმაციით, გარიგების საფასურმა 28 მილიონი ევრო შეადგინა. სორლოთმა გასულ სეზონში “ყვითელი წყალქვეშა ნავის” ფორმა ჯამში 41 შეხვედრაში მოირგო, სადაც 26 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მას ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ […]

„მაგთიკომს“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე აბონენტებითა და შემოსავლებით დომინანტური პოზიცია უკავია – comcom

ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე კომპანია „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან ძალაუფლებაზე კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც კომპლექსური კვლევის შედეგები განიხილეს. კომპლექსური კვლევის ანალიზის მიხედვით კომპანია ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით მნიშვნელოვნად დომინანტურ პოზიციას იკავებს. საკითხზე ზეპირ მოსმენას ტელეკომ ოპერატორების წარმომადგენლებთან ერთად, დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. კომუნიკაციების კომისია ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის შესახებ გადაწყვეტილებაზე 8 აგვისტოს იმსჯელებს. […]

ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს

საქართველოში ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს, – ამის შესახებ ამის შესახებ იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია ISET Policy Institute-ი, რომელიც უნივერსიტეტში დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში. ორგანიზაციის შეფასებით, ტექნიკური განათლება ხელს უწყობს ქალების მაღალანაზღაურებად სექტორებში დასაქმებას, რაც საბოლოოდ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე აისახება. მათივე დათვლით, საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და […]

„სამართალი ურმით დადისო“, მაგრამ ხაზარაძე-ჯაფარიძეს არჩევნების წინ სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია – არჩილ თალაკვაძე

ამბობენ, სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ბატონ [მამუკა] ხაზარაძეს და [ბადრი] ჯაფარიძეს როგორც ჩანს, სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია არჩევნების წინ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ისინი საკუთარ სახელმწიფოს აბრალებდნენ პროექტის ჩავარდნას, სინამდვილეში კი კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ სწორედ მათ გამო […]

ზაალ ანჯაფარიძე – უკრაინაში მყოფი ექს-თავდაცვის მინისტრი აქ დაბრუნებას და თანამოაზრეებთან ერთად ომის გაგრძელებას აპირებს, “მთავარის” ტელეშოუს წამყვანს ირაკლი კობახიძის მოკვლა უნდა

ზაალ ანჯაფარიძე – უკრაინაში მყოფი ექს-თავდაცვის მინისტრი აქ დაბრუნებას და თანამოაზრეებთან ერთად ომის გაგრძელებას აპირებს, “მთავარის” ტელეშოუს წამყვანს ირაკლი კობახიძის მოკვლა უნდა რაც დღის პირველ ნახევარში წავიკითხე საჯარო სივრცეში არის ქართველების ერთი ნაწილის უკვე იმ დონეზე მისული უკიდეგანო სიძულვილი მეორე ნაწილის მიმართ, რომ ერთმანეთის სიკვდილი და სისხლი სწყურიათ. გვარებს არც ვასახელებ, ზედმეტი პატივია. ალბათ ხვდებით […]

ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე“ გამოფენილი იყო სააკაშვილის სურათები, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება „ავორიტარიზმის ფესტივალი“, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას აფინანსებენ უცხოელი დონორები

ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე“ გამოფენილი იყო სააკაშვილის სურათები, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება „ავორიტარიზმის ფესტივალი“, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას აფინანსებენ უცხოელი დონორები მე, როგორც ვიცი, ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე“ გამოფენილი იყო მათ შორის, სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება ავორიტარიზმის ფესტივალი; ყველაზე ცუდი ის არის, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალს საქართველოში პირდაპირ […]

ხაზარაძე-ჯაფარიძემ დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან, ნებისმიერი მათი მცდელობა, რომ მარცხი გადაფარონ, არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დუმილი არის მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაფარონ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძემ შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან. „უსუსური მცდელობაა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ. მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე […]

ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და დაპირება შესრულდება. “დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. […]

გილოცავთ შუამთობას – პარლამენტის თავმჯდომარე

გილოცავთ შუამთობას, ღმერთმა მისცეს ჩვენს ქვეყანას ერთიანობა, წინსვლა და ჩვენს გულებში მუდამ სუფევდეს სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბეშუმში “შუამთობის” დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დღესასწაული მიულოცა ყველას და აღნიშნა, რომ ზუსტად ასეთი ტრადიციების არსებობა აერთიანებს მთელ ქვეყანას. “მოგესალმებით, მივესალმები ხულოელებს, აჭარლებს, მივესალმები ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ამ ბრწყინვალე დღესასწაულს […]

დაბალი IQ-ს მქონე ინდივიდების კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა – ტრამპი ჰარისსა და ბაიდენზე

კამალა ჰარისს არ აქვს გონებრივი შესაძლებლობები, რომ ჩემს წინააღმდეგ ნამდვილ დებატებში ჩაერთოს, რომელიც პენსილვანიაში 4 სექტემბერსაა დაგეგმილი, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ში წერს. „მას ეშინია ამის გაკეთება, რადგან არ შეუძლია გაამართლოს თავისი კორუმპირებული და ღია საზღვრები, ჩვენი ქვეყნის გარემოს განადგურება, ავღანეთის სირცხვილი, გაურკვეველი ინფლაცია, საშინელი ეკონომიკა, […]