ბრიტანეთში ისევ არეულობებია, დაკავებულია 150-მდე პირი

დიდი ბრიტანეთის ქალაქებში გრძელდება მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები. კვირას, 4 აგვისტოს ღამით პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია მასობრივი არეულობების 147 მონაწილე. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ქვეყნის ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს უწოდა არა პროტესტი, არამედ ორგანიზებული ძალადობა და განაცხადა, რომ არეულობების მონაწილეებს კანონით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ პასუხს მოსთხოვენ. აქციები, რომლებიც დიდწილად ძალადობაში გადადის, მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 […]
ევროკავშირში საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავენ

31 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონიანი დახმარების შეჩერების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის დახმარების შეჩერების საკითხს ევროკავშირიც განიხილავს. ამის შესახებ ესპანურ საინფორმაციო სააგენტო „ევროპა პრესთან“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია და […]
საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე გაემგზავრა

საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ქართველი სპორტსმენები ასპარეზობაში რვა აგვისტოდან ჩაერთვებიან. ოლიმპიადაზე საქართელოს ნაკრების განრიგი: თავისუფალი ჭიდაობა. 8 აგვისტო 86 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე 13:30 – იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს. 9 აგვისტო +125 კგ – გენო პეტრიაშვილი 13:30 – იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს. 10 […]
Apple-მა რეკორდული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა და $85.8 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. პარალელურად, iPhone-ის გაყიდვები კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. FactSet-ის თანახმად, 30 ივნისს დასრულებული კვარტალის მონაცემებით, ერთ აქციაზე კომპანიის მოგებამ – $1.40-ს, ხოლო შემოსავალმა $85.8 მილიარდს მიაღწია. ანალიტიკოსები Apple-ის მიერ აქციაზე $1.34-ის მოგებას, შემოსავლის სახით […]
ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების განხილვის მიზნით დღეს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას მედია საშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებენ. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე ასევე ისაუბრებს იორდანიის მეფე აბდულასთან. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. […]
მენეჯერულ პოზიციებზე 44%-ით ნაკლები ქალია წარმოდგენილი ვიდრე კაცი

საქართველოში 44%-ით ნაკლები ქალია წარმოდგენილი მენეჯერულ პოზიციებზე, ვიდრე კაცი, – ამის შესახებ იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია ISET Policy Institute-ი, რომელიც უნივერსიტეტში დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში. ორგანიზაციის განმარტებით, ქალებისთვის თანაბარი პირობების შექმნა მნიშვნელოვანია, რათა ჰქონდეთ კარიერული განვითარების უკეთესო შესაძლებლობა. ცნობისთვის, საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და სოც. მომსახურება) 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი, […]
ბანგლადეშში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს 90 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში, პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის კვირას მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სამართალდამცავების ცნობით, 13 პოლიციელი დაიღუპა, როდესაც ათასობით ადამიანი სირაჯგანჯის რაიონში პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს. დაღუპულები და დაშავებულები ქვეყნის სხვა ნაწილებშიც დაფიქსირდა, მათ შორის ჩრდილოეთ რაიონებში : ბოგრაში, პაბნასა და რანგპურში. ათასობით ადამიანი შეიკრიბა დაკას მთავარ მოედანზე […]
გაერთიანებულ სამეფოში, მიგრაციის საწინააღმდეგო ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კომიტეტის შეხვედრა გაიმართება

გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე ძალადობრივი არეულობის გამო, დაუნინგ სთრითში დღეს საგანგებო რეაგირების შეხვედრა გაიმართება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. საგანგებო კომიტეტის სხდომის მიზანია მთავრობას მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობრივი ფაქტებისა და მათზე რეაგირების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი მინისტრები და პოლიციის წარმომადგენლები. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გუშინ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მკაცრად დაგმო თავდასხმა როტერჰემში მდებარე სასტუმროზე, სადაც […]
ქართული ფიქსირებული ინტერნეტ ბაზარი არაკონკურენტულია და წინასწარ რეგულირებას საჭიროებს – მარეგულირებელი

ომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზეპირი მოსმენა ჩაატარა. სხდომას როგორც ტელეკომ ოპერატორების წარმომადგენლები, ისე ყველა დაინტერესებული პირი ესწრებოდა. კომპლექსური კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებას 2024 წლის 8 აგვისტოს მიიღებს. ზეპირ მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ჩატარებული ანალიზის შედეგები განიხილა, რომლის მიხედვითაც ექსპერტების […]
მედია – ენტონი ბლინკენის განცხადებით, ირანმა და „ჰეზბოლამ“ ისრაელს, შესაძლოა, მომდევნო 24 საათში შეუტიონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან განუცხადა, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა, შესაძლოა, ორშაბათს დაიწყოს, – ინფორმაციას Axios-ი სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ენტონი ბლინკენი ახლო მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრით შეეცადა დიპლომატიური ზეწოლა მოეხდინა ირანსა და „ჰეზბოლაზე“ მათი მხრიდან შურისძიების მაქსიმალურად შემცირების მიზნით. აშშ-ის სახელმწიფო […]