ფლორიდას ქარიშხალი “დები” დაატყდა თავს

ორშაბათ დილით, ფლორიდის შტატის ბიგ ბენდის რეგიონს ქარიშხალი “დები” დაატყდა თავს. პირველი კატეგორიის ქარიშხლის გამო, ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში კოკისპურული წვიმაა და დატბორვაა მოსალოდნელი. ნალექის რაოდენობამ, შტატის სამხრეთ-დასავლეთიში, უკვე მიაღწია 30 სმ-ს. ამის შესახებ ფლორიდის საგანგებო სიტუაციების მართვის დივიზიის დირექტორი იტყობინება. ქარიშხლების ცენტრის პროგნოზის მიხედვით, ვითარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს, რადგან ზოგ ტერიტორიაზე ნალექისა და […]

ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა […]

Neuralink-მა ტვინის იმპლანტი მეორე პაციენტს ჩაუნერგა

Neuralink-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებით, სტარტაპმა ტვინის იმპლანტი მეორე პაციენტს წარმატებით ჩაუნერგა. შეგახსენებთ, კომპანიის ტვინის იმპლანტი პარალიზებულ პაციენტებს გონების საშუალებით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. Neuralink-ი ამჟამად აღნიშნული ნეიროქირურგიული ტექნოლოგიის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე მუშაობს. პირველი პაციენტისთვის იმპლანტირებული მოწყობილობის დახმარებით, პარალიზებულმა ადამიანმა ვიდეოთამაშებით სარგებლობა, ინტერნეტის გამოყენება, სოციალურ მედიაში დაპოსტვა და ლეპტოპის კურსორის გამოძრავება შეძლო. ვრცლად forbes.ge […]

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ 6 აგვისტოს საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერდება

6 აგვისტოს, 05:00 საათიდან 10:00 საათამდე, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, (ახალი ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელის განახლებასთან დაკავშირებით) საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერებული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ […]

საქართველოში მოქმედი პრორუსული პარტია მოსკოვთან „სტრატეგიული მოკავშირეობის” მოწოდებით გამოდის

საქართველოს პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“ წევრებმა 4 აგვისტოს თელავში გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის წლისთავი აღნიშნეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და საქართველო პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიმართა. თელავში ბატონის ციხესთან, რუსულ ენაზე გაკეთებული მიმართვის ჩანაწერი რუსულმა გამოცემა „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა. ფიფიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „დაიწყოს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები, დიპლომატიური ურთიერთობების უსწრაფესად აღდგენის […]

აქტივისტი ვიტალი გუგუჩია ბრალდების წარსადგენად დაიბარეს

აქტივისტი ვიტალი გუგუჩია, რომლის მაღაზიიდანაც დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა, საგამოძიებო უწყებაში ბრალდების წარსადგენად დაიბარეს. კერძოდ, საუბარია 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია POSTV-ის გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში მივიდა და აქტივისტსა და მის ცოლს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა. აღნიშნულს დაპირისპირება მოჰყვა. თავდასხმის შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა, დედამ და ერთ-ერთმა ბავშვმაც. […]

ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს და არც თავისი მიზნებისთვის უღალატია. ვხედავთ, რომ აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად

ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს და არც თავისი მიზნებისთვის უღალატია. ვხედავთ, რომ აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა. „არის გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეწყვეტილი თანხიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გარკვეული კვლევები აღარ […]

რიგ პროექტებზე დაპაუზდა – NCDC-ის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი აშშ-ის დახმარებაზე – Netgazeti • NCDC • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი • Netgazeti.ge

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, ოთარ ნამიჭეიშვილი აცხადებს, რომ აშშ-მ ცენტრის „რიგ პროექტებს“ დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. თუმცა რომელ პროექტებზეა საუბარი, ოთარ ნამიჭეიშვილი ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ჯერ არ აქვს. „რიგ პროექტებზე დაპაუზდა დროებით [აშშ-ს დახმარება], მეტს ვერაფერს ვიტყვი. არ […]

„მიეცით საშუალება სადიგოვს, დატოვოს საქართველო“ — პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს მთავრობას

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი. ამის შესახებ ინსტიტუტი X-ზე, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს. „IPI Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს საექსტრადიციო პატიმრობიდან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და მისცეს მას საშუალება, […]

ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება განაპირობებდა, შემცირებას კი ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება – სებ

საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი 3%-ის ქვემოთ ნარჩუნდება და ივნისში 2.2% შეადგინა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს ბოლო თვეებში კლებადი ტენდენცია აქვს. ივნისში საბაზო ინფლაციამ 1.4% შეადგინა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა, ხოლო შემცირებას ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება განაპირობებდა. […]