ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა – ამერიკის საელჩო

დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის […]

გვანცა ბუცხრიკიძე ლონგ-აილენდის კონსერვატორიამ ლექტორად მიიწვია

ქართველი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ლონგ-აილენდის კონსერვატორიამ ლექტორად მიიწვია. ინფორმაცია ამის შესახებ თავად გვანცამ გაავრცელა სოციალური ქსელით. „სასწაულები ხდება ჩემს თავს და როგორ არ გაგიზიაროთ ❤️😍 წინა სემესტრის უმაღლესი ქულებით დახურვის შემდეგ, ამ ზაფხულზე, ჩემმა კონსერვატორიამ გადაწყვიტა, რომ როგორც ლექტორი მიმიწვიოს, სწავლასთან ერთად❤️❤️ ოცნებები მართლა ხდება❤️ მადლობა ყველას ვისაც ჩემი ყოველთვის გჯეროდათ💕“, – წერს გვანცა ბუცხრიკიძე. […]

საქართველოს კურორტების განვითარების შესაძლებლობებს ფრანგული კომპანია „გრანდ მასივი“ გაეცნო

კურორტების განვითარების სააგენტომ საფრანგეთის გრანდ მასივის სამთო-სათხილამურო კურორტების დელეგაციას უმასპინძლა. GMDS (Grand Massif Domaines Skiables) საფრანგეთის ალპების სამთო-სათხილამურო კურორტის არეალის გრანდ მასივის წარმომადგენლები, საქართველოს, კურორტების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეწვივნენ. ვიზიტის განმავლობაში, სტუმრებმა ბალნეო-კლიმატური კურორტი მუაში, ზესხოს ხეობა, ყორულდაში, სათხილამურო კურორტები: ჰაწვალი, ზურულდი და თეთნულდი, ასევე, პოტენციური სამთო კურორტი – მრავალძალი მოინახულეს. „კურორტების განვითარების […]

ცაჰკნა: ესტონეთი გმობს და არ ივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას

16 წლის წინ ამ დღეს რუსეთმა აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო და მისი შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ ივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის განგრძობად ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

შიმონიტე აგვისტოს ომზე: დაუსჯელობამ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია უფრო სასტიკი გახადა

16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და სასჯელს თავი დააღწია. დაუსჯელობამ და დაყვავებამ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია უფრო სასტიკი გახადა. ლიეტუვის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ურყევია – ასევე ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი, რომლებმაც აირჩიეს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი თავიანთი ქვეყნისთვის. რუსეთი არის აგრესორი და არა მისაბაძი მოდელი.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – 16 წლის წინ რუსეთის საქართველოში შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, როდესაც უხეში ძალა საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს ფეხქვეშ თელავს

16 წლის წინ რუსეთის საქართველოში შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, როდესაც უხეში ძალა საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს ფეხქვეშ თელავს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „16 წლის წინ რუსეთის საქართველოში შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, როდესაც […]

გამოცდების ეროვნულ ცენტრი გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღებას იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღებას იწყებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად 9 აგვისტოს 18:00 საათამდე მიიღება. „2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადებით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ […]

გიორგი ვაშაძე – მთავარი სანქცირება 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, როცა ჩვენ უნდა ავირჩიოთ პერსპექტივა, განვითარება, მომავალი და არა წარსული, ჭაობი და მტრობა ჩვენს პარტნიორებთან

საქართველო დღეს ძალიან მძიმე ვითარებაშია. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი საკუთარი ქმედებით შეაჩერა, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება. „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, „რუსული კანონი“ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებად დაგვიჯდა. მეორე, გაჩერდა ამერიკიდან დაფინანსება, წყდება […]

საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიულმა კომპანიამ, საქართველოში, 22 მყინვარულ ხეობაში კვლევების პირველი ეტაპი დაასრულა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ქართველი სპეციალისტები საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის GEOTEST AG ექსპერტ დანიელ ტობლერს შეხვდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, GEOTEST AG ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საფრთხეების შეფასების და […]

თინა ბოკუჩავა – 16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია – პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ბოკუჩავას თქმით, საზოგადოების ვალია უკვდავყოს მათი ხსოვნა და ერთიანობით გაამთლიანოს ქვეყანა. „16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე. ჩვენი ვალია უკვდავყოთ […]