ბანგლადეშის გარდამავალი ლიდერი სამშობლოში ბრუნდება თანამდებობის დასაკავებლად

ბანგლადეშის შემდგომი ლიდერი, მუჰამად იუნუსი სამშობლოში ბრუნდება უცხოეთში მოგზაურობიდან, რათა თანამდებობა დაიკავოს 8 აგვისტოს მას მერე, რაც მოუწოდა მოსახლეობას შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოემზადონ ქვეყნის აღდგენისთვის ამბოხების შემდეგ, რასაც მოჰყვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინის 15 წლიან მმართველობის დასრულება. იუნუსი დაინიშნა დროებით ლიდერად მას მერე, რა მოლაპარაკება გამართეს სამხედრო მოხელეებმა, სამოქალაქო ლიდერებმა და სტუდენტთა აქტივისტებმა, რომლებიც მეთაურობდნენ […]
მოსკოვი მზადაა, ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგს – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აგვისტოს ომის 16 წლისთავს განცხადებით გამოეხმაურა. უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ზახაროვა აგრძელებს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას კონფლიქტის პროვოცირებაში და ამბობს, რომ „საქართველოს ექსპრეზიდენტის დანაშაულებრივი ავანტიურის“ საპასუხოდ, რუსეთს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა იმისა, რომ „აგრესორისთვის მშვიდობის იძულება“ მოეხდინა. ზახაროვა განცხადებაში საუბრობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, „დამოუკიდებლობის“ […]
2024 წლის პირველ ნახევარში თურქეთში ტურისტების რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში თურქეთში ტურისტების რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგები შეაჯამა, სადაც მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა და 26,1 მილიონს მიაღწია. თურქეთის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი იმავე პერიოდში 9,3%-იანი ზრდა აჩვენა და […]
ვლადიმერ გამყრელიძე ოლიმპიურ თამაშებზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. გამყრელიძე უზბეკ ჯავრაილ შაპიევთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ლაშა გობაძე (87 კგ) რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვთან დამარცხდა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა.
ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1404 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 93 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 365 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 30 მგვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 1039 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით […]
ზახაროვა თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან “საზღვრების” დელიმიტაცია-დემარკაციისაკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. თუმცა ომს „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. „2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ“, – აცხადებს ზახაროვა და დასძენს, რომ „ქართული აგრესიის არაპროვოცირებული […]
„გვახსოვდეს სიმართლე“ – დაიწყო ახალი კამპანია საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ

7 აგვისტოს კოალიციამ – „ინფორმაციის სანდოობისთვის“ გმირთა მოედანზე აგვისტოს ომთან დაკავშირებული ვიდეორგოლის ჩვენება მოაწყო. ვიდეორგოლი ეხება 2008 წლის რუსული აგრესიის 16 წლისთავს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ ვინ არის ნამდვილი მტერი და ვინ – მეგობარი. კოალიციის თავმჯდომარის, გიორგი მელაშვილის თქმით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და დავიწყებას არ უნდა მიეცეს იმ გმირების სახელები, […]
საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი იქნება

საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დარიუს ვიტკაუსკასი 6 აგვისტოს დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში. დარიუს ვიტკაუსკასი ლიეტუვის ყოფილ ელჩს ანდრიუს კალინდრას ჩაანაცვლებს, რომელმაც საქართველოში მისი დიპლომატიური მისია დაასრულა.
გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასი თვიურად 5.2%-ით გაიზარდა – რამ გამოიწვია ოქროს რეკორდულად გაძვირება?

2024 წლის ივლისში გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასი თვიურად 5.2%-ით გაიზარდა. Galt&Tagart-ის ინფორმაციით, გეოპოლიტიკური დაძაბულობის (ტრამპზე თავდასხმა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია), ეკონომიკური ინდიკატორების (აშშ-ს ინფლაცია, განაკვეთების შემცირების მოლოდინი) და ურისკო აქტივში გადანაცვლების გლობალური ტრენდის ფონზე ოქროს ფასმა ივლისში კიდევ ერთ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. „ტრამპზე თავდასხმამ ე.წ. „ტრამპ ტრეიდები“ გაააქტიურა, რაც ისეთ ტრეიდებს ეწოდება, რომლებიც დონალდ ტრამპის […]
სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 16 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, აქტიური შეიარაღებული მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც. განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის […]