თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. „საჩუქარი ფეხბურთის გულშემატკივარს. 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, […]

სოფო ჯაფარიძე თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფო ჯაფარიძე ამჯერად კოჯორში მოსახლეობას შეხვდა. როგორც მან მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, 26 ოქტომბერი გამარჯვების დღე უნდა იყოს, რომ საქართველოში რუსული მმართველობა დასრულდეს და ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს. „ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრას. ახლა კოჯორში ვიმყოფებით. ეს არის ადგილი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად […]

გიორგი ვაშაძე – ძალიან კარგი და თბილი შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან – ყველა ხვდება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებია, როცა კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ საქართველოში გვინდა ვიცხოვროთ

ძალიან კარგი და თბილი შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. დღეს ახალციხეში, ვალეში ვიმყოფებით – ყველა კარგად ხვდება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებია, როცა კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ საქართველოში გვინდა ვიცხოვროთ, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის პარტიული არჩევნები, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. „ეს არის […]

“ინგლისის პრემიერლიგა სწორედ ამის გამო დავტოვე” – დუგლას ლუიზმა “იუვეში” ტრანსფერის მიზეზზე ისაუბრა

“იუვენტუსის” ახალწვეულმა დუგლას ლუიზმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც “ასტონ ვილას” დატოვება გადაწყვიტა. “მე “იუვენტუსში” გადმოვედი იმ ჩემპიონატიდან, რომელის სათამაშოდ ყველაზე რთულია. ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ვასპარეზობდი და დიდი გამოცდილება მივიღე. მსურს სერია A-ში კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. რატომ დავტოვე პრემიერლიგა? “იუვენტუსში” თამაში მსოფლიოში ყველა ფეხბურთელს სურს, გამონაკლისი არც მე ვარ. დიდებული იქნება, როდესაც კარიერას […]

21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ლეგენდების მატჩი გაიმართება

21 სექტემბერს, 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. საქართველოს ნაკრების და მილანის ლეგენდების შემადგენლობის სრული სია ეტაპობრივად გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, 2024 წლის მარტში ბათუმში ვარსკვლავებით დაკომპლექტებული საქართველოს “ლეგენდების ნაკრები” მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდს, მილანის “ინტერის” ლეგენდების გუნდს […]

ფოტიგა აგვისტოს ომზე: საერთაშორისო საზოგადოება აგრესორის შეკავებაში ერთიანი უნდა იყოს

16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. ქართველების და მათი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონდომებამ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების სწრაფმა ქმედებებმა, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით თბილისი გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რუსეთის აგრესიაზე გულგრილი იყო, მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მცდელობისა. საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტა ხელს უწყობდა […]

ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება…

“სიმართლე მწარეა, ოღონდ, წამლის სიმწარე აქვს და არა შხამისა. სიმართლე აგვიხელს თვალს, რათა დანახულმა ყველა ერთნაირად შეგვძრას, შეგვაწუხოს, შეგვაშფოთოს… ეს ყველას ერთნაირად გვეხება, მეც, თქვენც, ყველას, ვინც ჩვენს საუბარს წაიკითხავს, ან არ წაიკითხავს…” – ოთარ ჭილაძე, 26 ნოემბერი, 2008 წელი. «მდგომარეობა კი არ მივიდა ომამდე», როგორც თქვენ ამბობთ, უბრალოდ, ერთხელ კიდევ გამოაშკარავდა, გამომჟღავნდა, ყველასთვის თვალნათელი […]

თინა ბოკუჩავა – წარმოუდგენელი უსამართლობაა, როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება მშრომელი ქართველი ხალხის ხარჯზე

წარმოუდგენელი უსამართლობაა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება მშრომელი ქართველი ხალხის ხარჯზე – საქართველოს მოქალაქეები კი ღარიბდებიან და ელემენტარულად, საკვების საყიდლად სხვა სახელმწიფოში გადასვლა უწევთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს ხმას ცვლილებებს და კეთილდღეობას მისცემენ. „ახლა ვიმყოფებით ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტთან, […]

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკო

კახეთში, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლისთავზე ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა პარლამენტის წევრებთან – ირაკლი ქადაგიშვილთან, გელა სამხარაულთან, ეროვნული გვარდიის მეოცე […]

„ჯივიპიმ“ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო

ხვალ, 9 აგვისტოს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე განახლდა 1.8 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდა 16 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 13 ერთეული საკვანძო ჭა მოეწყო. აღნიშნული პროექტის ჯამური ინვესტიცია 3,6 მლნ […]