გია ჯაფარიძე – იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა ვფიქრობდეთ, როგორ განვავითაროთ ქვეყანა, ხელისუფლება გვთავაზობს სრულ იზოლაციას – უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ჩვენი მოქალაქეები გააღარიბა

იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა ვფიქრობდეთ, როგორ განვავითაროთ ქვეყანა, საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს სრულ იზოლაციას. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა გააღარიბა ჩვენი მოქალაქეები. ამიტომ 26 ოქტომბერს, ჩვენ ან ჩავრჩებით ამ ჭაობში, ვიქნებით სიღარიბეში და უსამართლობაში, ან კიდევ გავხდებით დასავლეთის სივრცის ნაწილი, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება კეთილდღეობა, – ამის შესახებ ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, […]
თორნიკე რიჟვაძე – უნდა შეფასდეს აგვისტოს მოვლენები, წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა – მოღალატე „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ 8 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ეს თარიღი უკავშირდება წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივ ქმედებას და დიდ უპასუხისმგებლობას. „ეს დღე უკავშირდება წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუთვლელობას, რომ ქვეყანას თავიდან ასეთი უთანასწორო ბრძოლა აერიდებინა. ჩვენ, პოლიტსაბჭომ, გუშინ გავავრცელეთ განცხადება და […]
“მისი სხვა გუნდში გადასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა…” – “ლიონის” სპორტულმა დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

“ლიონის” სპორტულმა დირექტორმა დავიდ ფრიომ Bein Sports-თან ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. “მიქაუტაძეს თვალს დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით. სხვათა შორის, მის ტრანსფერზე მუშაობა გასული ზაფხულიდან დაიწყო, სანამ მე “ლიონში” სამუშაოდ მოვიდოდი. ძალიან დაგვეხმარა ის გარემოება, რომ მიქაუტაძე ლიონიდანაა, მისი ოჯახიც აქ ცხოვრობს. ურთულესი გარიგება დავდეთ, მისი სხვა გუნდში გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შესანიშნავად ვიმუშავეთ. მას […]
თიბისის კამპანია აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით

ამ ვიდეოს ვუძღვნით აგვისტოს ომში და შემდგომი ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს, საკუთარი სახლებიდან დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენს ქვეყანას, რომლის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი; საკუთარ მიწაწყალზე დევნილად იქცა 20 000-ზე […]
ყველაზე მოთხოვნადი ნათლობის სამოსია – ZARDI KIDS

ZARDI KIDS ქართული საბავშვო სამოსის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1 წელია გამოჩნდა. სტარტაპის დამფუძნებელი მაკა ზარდიაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სფეროში 12 წლიანი გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა ეს საქმიანობა ბიზნესად ექცია. “1 წელია რაც ჩემი ბრენდი დავაარსე. ამ ეტაპზე, ბიჭისა და გოგოს ტანისამოსის საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, რომელიც ჩვილობიდან მოზრდილ ასაკზეა გათვლილი. ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ნათლობის და […]
საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში მონაწილე დავით ხრიკულმა პირველი პრემია მოიპოვა

23-27 ივლის, ესპანეთის ქალაქ ვიგოში ჩატარდა საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ მსოფლიოში ცნობილი პიანისტები – მარტა არგერიხი, ციპრიან კაცარისი, პაბლო გალდო, სერხიო ტიემპო და რაფალ ბლეჩასი. ამ კონკურსზე დავით ხრიკულმა მოიპოვა პირველი პრემია, ხოლო 17 წლის ანა პაიჭაძემ დაიმსახურა საპატიო დიპლომი, რომლითაც 26 ნახევარფინალისტისგან მხოლოდ 8 მონაწილე დაჯილდოვდა. ანა ნიჭიერთა ათწლედში ნინო მაისურაძის […]
21 სექტემბერს, თბილისში ლეგენდების მატჩი გაიმართება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და Fondazione Milan-მა დღეს, იტალიის ქალაქ მილანში მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე დაესწრო. შეხვედრა Casa Milan-ის მუზეუმში გაიმართა, […]
“სულში გვაფურთხებენ და ჩვენც ამას ვატარებთ და გვიხარია!” – სადღობელაშვილი

რუსეთი რომ ბედავს და კიდევ შუამავლობას გვთავაზობს თანაც 8 აგვისტოს – ნამეტანი დამცინავი ტონია! სულში გვაფურთხებენ და ჩვენც ამას ვატარებთ და გვიხარია!
რუსეთი და ჩინეთი შესაძლოა შემოდგომიდან ვაჭრობაში ბარტერზე გადავიდნენ – Reuters

დასავლეთის სანქციების მოქმედებით გამოწვეული საბანკო გადახდების პრობლემების გამო, შემოდგომიდან რუსეთი და ჩინეთი ორმხრივ ვაჭრობაში შესაძლოა ბარტერზე გადავიდნენ. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება სავაჭრო და ფინანსური მომსახურების სფეროში სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს თანამოსაუბრეების განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შეთანხმება შესაძლოა პირველი იყოს. დიდი რუსული ბანკის ანონიმი უფროსი მენეჯერი, დეტალების დაზუსტების გარეშე, ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში […]
“გიჟი სააკაშვილის დარბევისგან დავიცავით ჩვენი ხალხი” – მედვედევი 2008 წელზე

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, “2008 წელს ისინი საკუთარ ხალხს სააკაშვილის დარბევისგან იცავდნენ.“ მისივე განცხადებით, მიმდინარე სამხედრო კამპანიაც რუსეთის უპირობო გამარჯვებით დასრულდება. “2008 წელს, სააკაშვილის დარბევის შემდეგ, ჩვენი დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყნის ინტერესები გიჟი სააკაშვილის დარბევის შემდეგ. მიმდინარე სამხედრო კამპანიაც რუსეთის უპირობო გამარჯვებით დასრულდება”,- წერს მედვედევი X-ზე.