სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ვიზიტს აპირებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის უფროსი წევრი და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ვიზიტს აპირებს. ცნობილია, რომ სენატორი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან და სხვა აქტორებთან, უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომლის დამტკიცებაც მან დაგმო. შეხვედრები ასევე შეეხება აშშ-ის ნაბიჯს – შეაჩეროს ორმხრივი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, […]

ლიპეცკში, დრონებით თავდასხმის გამო, ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

რუსეთის ლიპეცკის ოლქში, დრონებით თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფეთქებადსაშიში ობიექტების აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევაკუირებული იქნა დასახლებები : კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა და ტინკოვკა. მოსკოვის დროით, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა, […]

ანექსირებული სევასტოპოლიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

უკრაინის ქალაქ სევასტოპოლიდან, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან. პირველი ცნობა დღეს, 9 აგვისტოს გამთენიისას, ტელეგრამით გაავრცელა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა. მისი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზღვის თავზე რამდენიმე უკრაინული დრონი უკვე ჩამოაგდეს. რაზვოჟაევის თანახმად, „ყველა სამსახური მოყვანილია საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში“. ე.წ. გუბერნატორმა სევასტოპოლის მცხოვრებთ უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდა. […]

ამერიკელმა სამხედროებმა იემენში ორი რაკეტა და „ჰუსიტების“ საკონტროლო სადგური გაანადგურეს

შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა და საკონტროლო სადგური გაანადგურეს, – ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. გარდა ამისა, ცენტრალური სარდლობის ძალებმა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ ერთი უეკიპაჟო ხომალდი წარმატებით გაანადგურეს. „ეს იარაღი აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა შეერთებული შტატების და კოალიციის ძალებისთვის და რეგიონის სავაჭრო […]

პენტაგონი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე – უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად

პენტაგონი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების ოპერაციას ესკალაციის საფრთხედ არ მიიჩნევს, – ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა. კითხვაზე, გაწუხებთ თუ არა ის, რომ რუსეთი ამ თავდასხმის გამო დაძაბულობის ესკალაციას მოახდენს, მათ შორის აშშ-სთან, საბრინა სინგმა უპასუხა. „არ ვთვლით, რომ ეს რაიმე ფორმით ესკალაციაა. უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს […]

რუსეთის ლიპეცკის ოლქში აფეთქებები იყო, დაწყებულია ევაკუაცია

რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო. ამ შინაარსის პირველი ცნობა 9 აგვისტოს, ღამის ოთხი საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა. გამთენიისას საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე ხანძარია. გუბერნატორ არტამონოვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ ენერგოობიექტიც დააზიანა, რის გამოც ქალაქ ლიპეცკის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რომელი ენერგოობიექტი, არ დაუკონკრეტებია. არტამონოვის […]

გუბერნატორის ინფორმაციით, რუსეთის ლიპეცკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და ენერგოობიექტი დაზიანდა

რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური შეტევა განხორციელდა, – ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, იგორ არტამონოვზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაპირველად, ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქსა და ქალაქ ლიპეცკში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიახლოებოდნენ ფანჯრებს და თავი უსაფრთხო ადგილებისთვის შეეფარებინათ. მისივე თქმით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა. მოგვიანებით, გუბერნატორმა განაცხადა, რომ […]

ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე დასასწრებად დელეგაციას გაგზავნის

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოს ქვეყნის დელეგაცია ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ შესახებ მოლაპარაკებებს დაესწრება, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „შეერთებული შტატებისა და შუამავლების წინადადებით, ისრაელი 15 აგვისტოს გაგზავნის ჯგუფს მოლაპარაკებებზე, რომლის ადგილმდებარეობა მოგვიანებით დადგინდება, რათა ჩარჩო შეთანხმების შესრულების დეტალებზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს […]

კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო დებატების თარიღზე შეთანხმდნენ

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატები, კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო დებატების ABC-ზე, 10 სექტემბერს გამართვაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას ამერიკული სამაუწყებლო კომპანია (ABC) ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სურს, კამალა ჰარისთან დებატები გამართოს და რომ ის სექტემბერში სამ თარიღს დასთანხმდა. შეგასენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამად იუნუსი, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი გახდა

8 აგვისტოს ბანგლადეშის პრეზიდენტის სასახლეში 84 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, მუჰამედ იუნუსმა საზეიმო ფიცი დადო. იგი ქვეყნის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა მას შემდეგ, მასობრივი დემონსტრაციებისა და ძალადობის ტალღის შემდეგ ქვეყანა დატოვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ. აქციები რამდენიმე კვირა გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში მათი 400-მდე მონაწილე დაიღუპა. მუჰამად იუნუსი, რომელიც ჰასინას ვეტერანი პოლიტიკური ოპონენტია, […]