მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა – შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადება

„ნაცმოძრაობის“ სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად, – ამის შესახებ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებული განცხადებაშია ნათქვამი. როგორც […]
კონსტანტინოვკაში რუსებმა სუპერმარკეტი დაბომბეს – დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 24

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქ კონსტანტინოვკაში სუპერმარკეტი დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინსა და უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. „კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქი. რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ სუპერმარკეტს და ფოსტას. ხალხი ნანგრევების ქვეშაა. სამაშველო […]
პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ კასპის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ კასპის ოფისი გაიხსნა. კოალიციის ინფორმაციით, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ ხაზი გაუსვეს ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა პრეზიდენტის „ქართული ქარტია“, თანამედროვე განათლება, რეგიონების გაძლიერება და შესაძლებლობების ეკონომიკა. „ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომელთა შესრულებაც მიგვიყვანს ჩვენს ისტორიულ მიზნამდე-ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება სრული წვდომა […]
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი ბადაშვილი და ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში […]
„ილიას გზა“ – კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გამართა

„ილიას გზა“ – ამ სახელწოდებით, კოალიციამ – „ძლიერი საქართველო“, საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. კოალიციის ინფორმაციით, ღონისძიება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, სადაც კოალიციის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმა, რომელსაც ისინი საზოგადოებას სთავაზობენ, ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. „უნდა გაიფანტოს ყველა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მზად ოპოზიცია მართოს ქვეყანა. კოალიცია […]
11 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6683 სამართალდარღვევა გამოვლინდა – რომელ ქალაქში გამოვლინდა ყველაზე მეტი დარღვევა?

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. ამასთანავე, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. […]
უზბეკეთმა 2030 წლიდან, შესაძლებელია, ჭარბი ელექტროენერგია ევროპაში ექსპორტზე გაიტანოს

უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი თავისი ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში 2030 წლიდან შეძლებს, თუ ყაზახეთი-უზბეკეთი-აზერბაიჯანი კასპიის ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის პროექტს განახორციელებენ. „ამ წლის ბოლომდე ჩვენ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ჯამურ სიმძლავრეს – 4 გვტ-ზე მეტს მივაღწევთ, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 20 გვტ-ზე მეტი იქნება, საიდანაც ორიდან ხუთ გიგავატამდე წავა ექსპორტზე ევროპაში“, […]
ივლისში ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ ინფლაციაზე 1.3%-ით მეტი იყო და 3.1% შეადგინა – საქსტატი

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2024 წლის ივლისში ინფლაციამ 3.1 პროცენტი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 1.8-პროცენტიან ინფლაციაზე. რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – […]
დღეს საქართველოში სენატორ შაჰინს და კონგრესმენი ტერნერს ელიან

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. “მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ მათ. ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს. შეერთებული შტატები […]
კატალონიელმა სეპარატისტმა პუჩდემონმა, სავარაუდოდ, კვლავ ბელგიაში დაბრუნება მოახერხა

კატალონიელი სეპარატისტების მეთაური, ესპანეთში ძებნაში მყოფი კარლეს პუჩდემონი, თავისი პარტიის თანახმად, კვლავ ემიგრაციაში დაბრუნდა ბელგიაში. ჯერჯერობით ამ ცნობის დასტური არ მოიპოვება. კარლეს პუჩდემონი 8 აგვისტოს მცირე ხნით იმყოფებოდა ბარსელონაში და სიტყვით გამოვიდა ათასობით მსმენელის წინაშე. შემდეგ მან მოახერხა მიმალვა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ეძებდა. ესპანეთის პროკურატურა მას ბრალად სდებს საჯარო ფინანსები გაფლანგვას, როცა კატალონიის რეგიონის […]