12 ადამიანამდე გაიზარდა უკრაინაში სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 12 ადამიანამდე გაიზარდა დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი. სამინისტროს განცხადებით, დაჭრილია კიდევ ათობით პირი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ეს შეტევა უდრიდა ტერორისტულ თავდასხმას. “რუსმა ტერორისტებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ სუპერმარკეტზე და ფოსტის ოფისზე. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილნი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად” – […]
Visual Capitalist-მა მსოფლიოში ყველაზე დატვირთული პორტები დაასახელა

Visual Capitalist-მა, Ship Technology-ის მონაცემების გამოყენებით, საკონტეინერო გადაზიდვების კუთხით, მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული პორტი გამოავლინა. მაჩვენებლები ოცი ფუტის ეკვივალენტური ერთეულით (TEU) არის დათვლილი, რომელიც ტვირთის ტევადობის საზომი ზოგადი ერთეულია. მონაცემები წლიურ ტრაფიკს ასახავს და 2023 წლის შედეგებზე დაყრდნობით არის გამოთვლილი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ათი ყველაზე დატვირთული პორტიდან შვიდი ჩინეთში მდებარეობს. ეს ხაზს უსვამს აზიური სახელმწიფოს […]
საქართველოს U16 ნაკრებმა ევროპის A დივიზიონი საფრანგეთთან მარცხით გახსნა

მაშინ, როცა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის თამაშების ფინალში ამერიკის “დრიმ თიმთან” საომრად ემზადება, ამ ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჩაება. საფრანგეთის ნაკრების პირველი მეტოქე საქართველო გახლდათ, რომელმაც სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ ფრანგებმა მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. დიახ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (A დივიზიონი) ასპარეზობს და მის სადებიუტო მატჩში საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. […]
ComCom-ი 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონს მეორედ აცხადებს

კომუნიკაციების კომისია მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის – 5G-ის დასანერგად აუქციონს უკვე მეორედ აცხადებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ აძლევს შესაძლებლობას აუქციონში მონაწილოება მიიღონ და დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ […]
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა

9 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ დემოკრატ სენატორს – ჯინ შაჰინსა და რესპუბლიკელ კონგრესმენს – მაიკ ტერნერს შეხვდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ […]
ევროკავშირის ეკონომიკას ტრამპის გამარჯვებისთვის ამზადებენ

ევროჯგუფის თავმჯდომარე და ირლანდიის სახელმწიფო ხარჯების მინისტრი მასკალ დონოჰიუ მიიჩნევს, რომ ევროპა აშშ–სგან უფრო ავტონომიური ეკონომიკა უნდა გახდეს. მან ასეთი მიდგომა აშშ–ის არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებას დაუკავშირა. „ეკონომიკის კუთხით უფრო ავტონომიურები უნდა გავხდეთ, გავზარდოთ ევროპის ბაზრის ეფექტიანობა, რათა უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ და გავუმკლავდეთ იმ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება ამერიკაში მოხდეს“, – თქვა პასკალ […]
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა. პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა. გენო პეტრიაშვილი ხვალ, ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება.
ხაშურში „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოფისი გაიხსნა

ხაშურში, ლესელიძის ქუჩა N6/8-ში „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოფისი გაიხსნა. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ხაშურის ოფისის გახსნის დროს განაცხადა, ოქტომბრის არჩევნებში სახელმწიფოს წაგების უფლება არ აქვს. მისივე თქმით, ქვეყანა არის სწორ რელსებზე დასაყნებელი, რადგან სახელმწიფოებრივი საფუძვლები გამოცლილია. „ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, რადგან ვიყოთ ბედნიერები. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ძლიერ და ბედნიერ სახწლმწიფოში, […]
პრეზიდენტი: ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის მომავლისთვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დღეს გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ოქტომბრის არჩევნებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. ადმინისტრაციის ცნობით, სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. […]
გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იასპარეზებს. ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის, თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი, რომელშიც ხვალ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, 21:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და […]