ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა. მან ატაცი მეორე ადგილზე დაასრულა, სადაც 215 კილოგრამი დააფიქსირა. ხოლო აკვრის ეტაპზე ტალახაძემ 255 კილოგრამი დააფიქსირა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან, ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია.
კახა კალაძე – ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია

ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია. წარმატებები ქართველ ოლიმპიელებს და საქართველოს! – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის მიერ ოქროს მედლის დაუფლებას. „დღევანდელი წარმატებული დღის ფინალი – მესამე ოლიმპიური ოქრო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისგან. გილოცავთ, ლაშა ტალახაძე კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია! მადლობა ლაშას ამ გამარჯვებისთვის და საქართველოს გახარებისთვის! ლაშა […]
ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია

პლანეტის უძლიერესი ძალოსანი, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველი ლაშა ტალახაძე მესამე ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ფიცარნაგზე რამდენიმე წუთის წინ წარდგა და ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშამ ატაცში 210 და 215 კილოგრამი, ხოლო აკვრაში კი 247 […]
მესამე ოქროს მედალი – ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში, მძიმე წონაში ლაშა ტალახაძე კარიერაში მესამედ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ლაშამ ატაცში 210 და 215 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია. ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა. ტურნირზე ვერცხლის მედალი სომეხ ვარაზდატ ლალაიანს ერგო, რომელმაც ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ბაჰრეინის სახელით […]
გენო პეტრიაშვილი – დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი!

დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი,- ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა განაცხადა. მან გულშემატკივრებს ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ მადლობა გადაუხადა. ემოციებს ვერ გეტყვით, მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივრებს, ყველას სათითაოდ. რომ დავწყნარდები, კიდევ გეტყვით. უფალს მადლობა! დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი!” – განაცხადა პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) […]
ევროპულ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება

ხორვატიის სიდიდით მეექვსე ქალაქში, ველიკა გორიცაში, საქალაქო ავტობუსები ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის უფასო გახდა. ქალაქის ხელმძღვანელობა ასე ცდილობს გაზარდოს ხალხის მოტივაცია, რომ უფრო ხშირად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შეამცირონ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი, რომელიც წარმოიქმნება კერძო მანქანების მოძრაობით. საავტომობილო გამონაბოლქვი გლობალურ დათბობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ველიკა გორიცა გახდა ხორვატიის უდიდესი ქალაქი უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ის ზაგრებიდან 15 კილომეტრში […]
პოლონეთმა აშშ-სგან 783 მილიონ ევროს „ჰაერი-ჰაერი“ტიპის ასობით რაკეტა შეიძინა

პოლონეთმა აშშ-სგან „ამრაამის“ „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის ასობით რაკეტა შეიძინა, რომელსაც ქვეყანა 2029-2033 წლებში ეტაპობრივად მიიღებს. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 783 მილიონ ევროს შეადგენს. პოლონური შეიარაღების სააგენტო რაკეტების ზუსტ ოდენობას არ ასაჯაროებს. პოლონეთი და აშშ მომდევნო კვირაში, ასევე, ხელს მოაწერენ „აპაჩის“ ტიპის 96 ერთეული საბრძოლო ვერტმფრენის შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის ღირებულებაც ცხრა მილიარდი დოლარია. რითაც მოხდება მოძველებული ვერტმფრენების ჩანაცვლება. […]
კახა კალაძე – ვულოცავ ჩვენს ქართველ ფალავანს ამ უდიდეს წარმატებას! – ვულოცავ მთელ საქართველოს

ვულოცავ ჩვენს ქართველ ფალავანს ამ უდიდეს წარმატებას! – ვულოცავ მთელ საქართველოს! – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილის მიერ ოქროს მედლის დაუფლებასთან დაკავშირებით წერს. “კიდევ ერთი ოქროს მედალი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან-თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ოლიმპიური ოქრო მოუპოვა. ვულოცავ ჩვენს ქართველ ფალავანს ამ უდიდეს წარმატებას! ვულოცავ მთელ […]
რამდენად (არ) ემთხვევა პოლიტ. პარტიების ხედვები, მოსახლეობის საჭიროებებს

ჯანდაცვა , განათლება, სოფლის მეურნეობა, მიგრაცია, მიუსაფარი ცხოველები, მუნიციპალური ტრანსპორტი, სიღარიბე – NDI-მ შეისწავლა თუ რა გამოწვევები აქვთ მოსახლეობას საქართველოს მასშტაბით, რომლის მოგვარების ხედვას და გეგმებს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამაში ასახვას ისურვებდნენ. ჩვენ იგივე კითხვა ახალციხეში მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს დავუსვით, გთავაზობთ სიუჟეტს, სადაც გაიგებთ თუ რამდენად ემთხვევა პარტიების ხედვები მოსახლეობის ინტერესებს. რეგიონებში და სოფლებში ჯანდაცვის სერვისებზე […]
მამუკა ხაზარაძე – შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დასავლური ვექტორის მხარდაჭერას განაგრძობს – ეს არის მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და ახლა, რაც გვმართებს არის მობილიზება, სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ძალების გაერთიანება

შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დასავლური ვექტორის მხარდაჭერას განაგრძობს – ეს არის მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და ახლა, რაც გვმართებს არის მობილიზება, სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ძალების გაერთიანება, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. “ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დღეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული […]