გიორგი ვაშაძე შაჰინისა და ტერნერის ვიზიტზე – თვითონაც დარწმუნდნენ და ყველამ კარგად ვიცით, რომ კობახიძეს და ივანიშვილს არაფერი ეშველება, ერთადერთი საშველი 26 ოქტომბერია, როდესაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ

თვითონაც დარწმუნდნენ და უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ არც კობახიძეს და არც ივანიშვილს არაფერი ეშველება. ერთადერთი საშველი არის 26 ოქტომბერი, როდესაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კონგრესმენ მაიკ ტერნერის და სენატორ ჯინ შაჰინის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან განმარტა, მათი ვიზიტის მიზანი ხალხის მხარდაჭერა იყო და […]
თინა ბოკუჩავა – ივანიშვილი 2019 წელს ბევრ ცრუ დაპირებასთან ერთად ხალხს დაჰპირდა, რომ უნდა შეესყიდა 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოეწყო წყალტუბოში წალკოტი, სად არის ეს წალკოტი?

ივანიშვილი 2019 წელს ბევრ ცრუ დაპირებასთან ერთად ხალხს დაჰპირდა, რომ უნდა შეესყიდა 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოეწყო წყალტუბოში წალკოტი, სად არის ეს წალკოტი? – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ წყალტუბოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, არაფერი გაკეთებულა არც წყალტუბოში, არც იმერეთში და საქართველოს არცერთ რეგიონში, გარდა კორუფციისა, ნგრევისა, შუღლის და […]
გიორგი ვაშაძე – 26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის – ჩვენი ამოცანაა, პირველი ადგილი გამარჯვებაში, მორჩა მეორე ადგილი, აღარ გვინდა ვერცხლის მედალი, ოქროს მედალი გვინდა

26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის – ჩვენი ამოცანაა, პირველი ადგილი გამარჯვებაში. მორჩა მეორე ადგილი, აღარ გვინდა ვერცხლის მედალი, ოქროს მედალი გვინდა, – ამის შესახებ, „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა ერთიანია საქართველო, მაშინ ვერაფერი ვერ უპირისპირდება და მტერი ვერ […]
დავით თევზაძემ შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინდისის ბრძოლის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
“გვითხრა, რომ წასვლა უნდა” – “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა ოსიმენის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ საჯაროდ დაადასტურა, რომ გუნდის ფორვარდ ვიქტორ ოსიმენის სასწრაფოდ ნავთსაყუდელის შეცვლა სურს. “ვიქტორმა კლუბისგან ნებართვა ითხოვა, რომ გუნდი გამოიცვალოს. მან შეგვატყობინა, რომ წასვლა სურს. სიტუაცია ნათელია, მისი წასვლის შესაძლებლობა უკვე გასულ ზაფხულს იყო, მაგრამ შემდეგ ნიგერიელი დარჩა. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი მომდევნო 20 დღეში”, – ციტირებს მანას ფაბრიციო რომანო. ოსიმენის […]
საქართველოდან მკურნალობა-გაჯანსაღების მიზნით უცხოეთში 15300 ადამიანი გაემგზავრა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მკურნალობა-გაჯანსაღების მიზნით უცხოეთში 15.3 ადამიანი გაემგზავრა (საერთო ვიზიტების 2.7%). საქსტატის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი თითქმის წინა კვარტლის (15 241) იდენტურია. რაც შეეხება სხვაობას გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2023 წლის მეორე კვარტალში უცხოეთში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიზნით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 12.9 ათასი იყო. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი […]
მაიკ ტერნერი – გვაღელვებს ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის, ამისთვის ვართ აქ – იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ველით იმ დროს, როდესაც ეს გაუმჯობესდება

ჩვენ მხოლოდ საქართველოში ჩამოვედით, ჩვენ რეგიონში არ ვმოგზაურობთ, ძალისხმევა არის მხოლოდ საქართველოზე და წარმოვადგენთ ამერიკის კონგრესს იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, – ამის შესახებ კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმედგაცურებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და კონგრესმენს იმედი აქვს, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება. “ეს გახლავთ ორპარტიული […]
პრემიერი – ვფიქრობთ, ოლიმპიადის პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები გახდნენ, ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი გამარჯვების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ. პრემიერის განმარტებით, მათ ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ჰქონდათ კონსულტაციები და მალე ოფიციალური წარდგინებაც იქნება. „გუშინდელ დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის უბედნიერესი იყო. 2 ოქროს მედალი და არაჩვეულებრივი […]
გიგი უგულავა – მთელი საქართველო მოტყუებულია ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, განსაკუთრებით წყალტუბო

მთელი საქართველო მოტყუებულია ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, მაგრამ განსაკუთრებით მოტყუებული არის წყალტუბო,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე წყალტუბოს მოსახლეობა მხარს ხელისუფლების ცვლილებას დაუჭერს. „ყველას ახსოვს 2019 წელს დაპირება, რომ აქ სამოთხე უნდა აეშენებინათ, ყველა სანატორიუმი უნდა მუშაობდეს, მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ თითი […]
ირანის რევოლუციური გვარდია სამხედრო წვრთნებს ატარებს

ირანის რევოლუციური გვარდიის ძალები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამხედრო წვრთნებს ატარებენ, – ინფორმაციას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. IRNA-ს ცნობით, წვრთნები სამშაბათამდე გაგრძელდება. ირანმა პირობა დადო, რომ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო ისრაელს სამაგიეროს გადაუხდის. ისრაელს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.