იმედია შაჰინ-ტერნერს მკაფიოდ განსაზღვრული “საგზაო რუკა” გადასცეს, როგორ უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე პარტნიორობას სამარე საკუთარი ხელით რომ არ გამოუთხაროს

იმედია შაჰინ-ტერნერს მკაფიოდ განსაზღვრული “საგზაო რუკა” გადასცეს, როგორ უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე პარტნიორობას სამარე საკუთარი ხელით რომ არ გამოუთხაროს შაჰინი და ტერნერი შარშან რომ ჩამოსულიყვნენ, მათი რიტორიკა უფრო აგრესიული იქნებოდა, ხოლო შეშფოთება – უფრო აღშფოთებული. 5 ნოემბრის “აჩრდილი” მათზეც მოქმედებს – რა და როგორ იქნება, არავინ იცის, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” […]

თეთრი სახლი „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელის მიერ ღაზაში სკოლის დაბომბვით და 100-მდე ადამიანის სიკვდილით

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელის მიერ 10 აგვისტოს ქალაქ ღაზაში სკოლის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო, რომელსაც, ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე სკოლაზე იერიში დაგმეს რამდენიმე არაბულმა სახელმწიფომ, თურქეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა. სკოლის ტერიტორიას თავს აფარებდნენ ადგილნაცვალ პალესტინელთა ოჯახები. იერიში განხორციელდა მზის […]

მეზვრიშვილი პროკურატურას მიმართავს, შალვა პაპუაშვილი გამოკითხონ

პარტია საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მიმართავს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარონ. როგორც მეზვრიშვილი წერს, პაპუაშვილს “არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და ტყუილების გავრცელება აბარია”. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “შალვა პაპუაშვილი არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში. მას აბარია არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და […]

ზელენსკი „ომის აგრესორის ტერიტორიაზე გადატანაზე“ საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ანგარიშები „აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანის შესახებ“. მაგრამ, მას არ უხსენებია რუსეთის კურსკის ოლქი, სადაც ბრძოლები 6 აგვისტოდან მიმდინარეობს. „დღეს რამდენჯერმე ჩამაბარა ანგარიში მთავარსარდალმა სირსკიმ – ფრონტისა და ჩვენი მოქმედებების შესახებ და აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანის თაობაზე. მადლობას ვუხდი […]

ევროკავშირის ქვეყნების მთლიან ავტოპარკში სრულად ელექტრომობილების წილი კვლავ მხოლოდ 1,7%-ია

ევროკავშირის ქვეყნების მთლიან ავტოპარკში სრულად ელექტრომობილების წილი კვლავ მხოლოდ 1,7%-ია, – ამის შესახებ ევროპის სტატისტიკური სააგენტოს, Eurostat-ის, მონაცემებს, “ევროპულსი” ავრცელებს. ოფიციალური სტატისტიკით, ევროკავშირის გზებზე ამჟამად 4,5 მილიონი ელექტრო მანქანაა. ასეთი მანქანები ყველაზე პოპულარულია დანიაში (ქვეყნის ავტოპარკის 7,1%), შვედეთში (5,9%), ლუქსემბურგში (5,1%) და ნიდერლანდებში (5%). ელექტრომობილების ყველაზე მცირე წილი კვიპროსზე, საბერძნეთსა და პოლონეთშია – თითოეულში 0,2%. […]

18 წ. | სერიას ხვალ სამხრეთ აფრიკით ვიწყებთ

სამხრეთ აფრიკაში მყოფი “უმცროსი ბორჯღალოსნები” ხვალ 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიას იწყებენ. 12 აგვისტოს მათი მეტოქე მასპინძელი, სამხრეთ აფრიკა ა იქნება. სტელენბერგში შეხვედრა ჩვენი დროით 17:30 საათზე დაიწყება. 18-წლამდელთა ამ თაობას განსაკუთრებით გაუმართლა. გაზაფხულზე გუნდი იტალიაში, პარმაში ექვსი ერის ფესტივალზე იმყოფებოდა და შოტლანდიასთან, საფრანგეთთან და ინგლისთან ითამაშა. 7 აპრილს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის ფესტივალზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს […]

მიქაუტაძის 64 წუთი “ემირეითსზე” – “არსენალმა” “ლიონი” დაჯაბნა და მოუგო [VIDEO]

ემირეითსის თასზე „ლიონი“ „არსენალთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმრები ერთი შეხედვით მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ, მაგრამ მასპინძლები უფრო ორგანიზებულად მოქმედებდნენ, სახიფათონი იყვნენ სწრაფი კონტრიერიშებისას და დამუშავებული სტანდარტულები კარგად გამოიყენეს. პირველ ტაიმში ორივე გოლი დეკლან რაისის ჩაწოდებულ კუთხურებს მოჰყვა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე აქტიურობდა, ერთ ეპიზოდში გატანასთან ახლოსაც იყო, მაგრამ პარტნიორის განივი გადაცემისას ბოლო მომენტში მცველმა დაასწრო. […]

სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალის“ პრესსამსახურში განუცხადეს. ამავე ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი […]

ჯინ შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს

ჯინ შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სენატორი ჯინ შაჰინის საქართველოში ვიზიტს და მის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თვალსაჩინო მახასიათებელია თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოსთან. ჩამოვიდა […]

სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოს პრემიერი არ ჩანს დაინტერესებული აშშ-სთან ურთიერთობების გაგრძელებით

აშშ-ის სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, ამერიკას სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“. ეს განცხადება მან პრემიერთან შეხვედრის შეფასებისას გააკეთა. ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩავიდნენ. შეერთებული შტატების საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს […]