,, დაბერდა და დღემდე არ უნდა დაჯერება, რომ ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია…” – ხუხაშვილი ივანიშვილზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი: ,,ბაობაბის ადგილია აფრიკაში, ისევე როგორც პინგვინის ანტარქტიდაში, ზვიგენის ოკეანეში და კობახიძეს ბუნებრივი გარემო თქვენ თვითონ შეურჩიეთ… ჩემის აზრით, საქმე გვაქვს ბიძინას ერთგვარ “ღმერთის კომპლექსთან”, როდესაც ის ჯიუტად ცდილობს საკუთარი გემოვნებით გადაალაგოს ბუნების მიერ დაწესებულ წესრიგი, ექიშპება ღმერთს და დარწმუნებულია ამ გზის სისწორეში… ეს არ ეხება მხოლოდ ბაობაბებს, პინგვინებს, ზებრებს, ზვიგენებს და დელფინებს. […]

,, უახლოეს დღეებში გავაკეთებთ პარტიის დაფუძნების განაცხადს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,მეგობრებო, ამ არჩევნებში ქართული ოცნების (შეცდომების) და ქართველი ხალხის იმედი მაქვს, მაინც შეგახსენებთ. ოპოზიციის იმედი არ მაქვს. და თუ რეჟიმი იცვლება, ჩვენ ახალი ბრენდითაც კი გადავლახავთ ბარიერს – სექტემბერში მივხვდებით ამას. 1. უახლოეს დღეებში გავაკეთებთ პარტიის დაფუძნების განაცხადს – გაცხადდება სახელი, პრინციპები, გუნდი, ლოგო. 2. სექტემბერში იქნება დამფუძნებელი ყრილობა. 3. სექტემბერშივე […]

,, როგორ არ ახსენდებათ,ამ ერთ კაცს,ქვეყანა რომ დაეტოვებინა, რა ფასი ექნებოდა თითოეული ჩვენგანის პოზიციას?” – ეკა ხერხეულიძე

პარლამენტის წევრი ეკა ხერხეულიძე: ,,ბევრი იხსენებს სად იყო ომის დროს,ვკითხულობ,ვაკვირდები და მიკვირს -როგორ არ ახსენდებათ,ამ ერთ კაცს,ქვეყანა რომ დაეტოვებინა(რასაც პუტინისგან დაბრუნებული სარკოზი სთავაზობდა )რა ფასი ექნებოდა თითოეული ჩვენგანის პოზიციას?თან,დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ,რა გადასარევები,როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში,სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება.. *** მივმართავ მათ,ვინც თანაუგრძნობს მებრძოლ უკრაინელ […]

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გააჩინეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ზაპოროჟიეში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გააჩინეს. “ენერგოდარი. ნიკოპოლიდან ვაფიქსირებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ხანძარი გააჩინეს. რადიაციის მაჩვენებელი ახლა ნორმაშია. მაგრამ სანამ რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია ნორმალური არ არის და ვერ იქნება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის, […]

საუკეთესო ქართველი ალპინისტი – არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა

დღეს, 12 აგვისტოს გამთენიისას სამწუხარო ამბავი გახდა ცნობილი – ქართველი ალპინისტი, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა. არჩილს, სვანეთში მდებარე მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი. 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და იქაურმა […]

საქართველომ პარიზის ოლიმპიადა ისტორიული შედეგით დაასრულა

საქართველომ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ოლიმპიადაზე, ისტორიული შედეგი აჩვენა. 2008 წლის შემდეგ საქართველომ პირველად მოიპოვა სამი ოქროს მედალი; სულ კი შვიდი ოლიმპიური მედალი მიიღო და მედლების საერთო ჩათვლაში ისტორიაში პირველად 24-ე ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ტალახაძემ. […]

ვინ აგებს პასუხს ახალაშენებულ უვარგის კორპუსებზე, მათი რღვევის შემთხვევაში?

შენობების მდგრადობის საკითხი სერიოზულ ეჭვს იწვევს. გარდა იმისა, რომ ძველი, საბჭოური კორპუსები უკვე ყავლგასულად მიიჩნევა და თითქმის მასობრივად სჭირდება გამაგრებითი სამუშაოები, ვერც ახალი შენობებია მდრადი. ბოლო დროს ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ვაშლიჯვარში ერთ-ერთ კორპუსთან დაკავშირებული გახმაურებული შემთხვევა, როცა 5 წლის წინ აგებული შენობიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო. სავარაუდოდ, პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, მით უმეტეს იმ ფონზე, […]

ბრაზილიელი შემტევი “ნაპოლიში” გადასასვლელად მზადაა – პრობლემა ოსიმენია

27 წლის ბრაზილიელი შემტევი დავიდ ნერესი (სიმაღლე 175 სმ) მალე “ბენფიკადან” “ნაპოლიში” გადავა, – იტყობინება SportMediaset-ი. გამოცემის მტკიცებით, ნეაპოლური კლუბი ნერესს 25 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძენს, ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 2-3 მილიონ ევროს დაუნიშნავს. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ ნერესს “ნაპოლიში” გადაბარგება სურს, ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა და სხვა კლუბების […]

რა გამოწვევები ახლავს სათამაშოების ექსპორტს?

ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “კოკიტოს სათამაშოების” დამფუძნებელი, ლალიკო გოგიბერიძე BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” სათამაშოების საექსპორტო მიმართულებით გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ხის სათამაშოების ლაბორატორიულ შემოწმებას და მის სერტიფიცირებას უზრუნველყოფს. კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამგვარი კვლევების ჩატარება თურქეთში ან გერმანიაშია შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ქართულ კომპანიებს პროდუქციის […]

შატილის კოშკები ზიანდება – არსებობს თუ არა კონსერვაციის გეგმა

კულტურული მემკვიდრეობის კიდევე ერთი ძეგლი, რომელიც ყოველდღე ნადგურდება შატილის კოშკებია. კლდის ფერდობზე უნიკალური მასალით აგებული ციხე კოშკები, რომლებიც საუკუნოვან ისტორიას ასახავს, ნგრევის პირასაა. შატილის კოშკები 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი. კედლები დაზიანებული და დაბზარულია, სახურავიდან წყალი ჩადის, მორღვეულია ქვების წყობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე კოშკია, რომელთა ნაწილიც უკვე ჩამონგრეულია. ადგილობრივები ამბობენ, […]