ისრაელმა თავის სამხედროებს აზერბაიჯანისა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), ირანის საფრთხის გამო, თავის ჯარისკაცებს აზერბაიჯანსა და საქართველოში დარჩენა აუკრძალა. ამის შესახებ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია Kan-ი იტყობინება. ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობის განცხადების მიხედვით, სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანაში სამხედრო სამსახურში მყოფი ისრაელელები დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ ისრაელში. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ირანთან ახლოს მდებარეობს, სადაც ირანელების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს და აზერბაიჯანი […]

ყოველი მესამე დანიელი ალკოჰოლზე უარს ამბობს

დანიელების, თითქმის, 35%-მა გარკვეული ვადით მაინც, ალკოჰოლზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ანალიტიკური ინსტიტუტის, Voxmeter-ის გამოკითხვის შედეგებში წერია. გამოკითხვა ორგანიზაცია Blue Cross Denmark-ის დაკვეთით ჩატარდა, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარება. ამასთან, დანიელების, დაახლოებით, 40% აცხადებს, რომ ალკოჰოლზე უარის თქმას სერიოზულად განიხილავს, ხოლო, თითქმის, 60% თვლის, რომ აუცილებელია, მოხმარების კულტურის შეცვლა, რათა დანიელებმა მთლიანობაში ნაკლები სვან. ცნობისთვის: […]

საქართველომ პარიზის ოლიმპიადა ისტორიული შედეგით დაასრულა

პარიზის ოლიმპიადა დასრულდა – 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზი მასპინძლობდა ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს, სადაც საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენმა იბრძოლა. ქართველებმა ასპარეზობა ისტორიული შედეგით – 3 ოქროს, 3 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა +102 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, […]

დღეს დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების სახალხო დღესასწაული აღინიშნება

დიდგორობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტარდება 12 აგვისტოს, 1121 წელს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად. როგორც წესი, დღესასწაულის დროს იმართება სახალხო სეირნობა, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში. ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან. დღეობაზე მოდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგიერთი სოფლისა და თბილისის […]

ირაკლი კობახიძე – სწორედ, ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „დიდგორობის” სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 9 საუკუნის წინ მოპოვებული ,,ძლევაი საკვირველი” მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება და დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც დღეს ევროპულ […]

კახა კალაძე – მინდა, განვმარტო და დავასრულო პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ავარიული ბაღების დემონტაჟის შემდეგ ვისმენდით, თითქოს, ამა თუ იმ ბაღის ადგილას კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა – რა თქმა უნდა, ეს სრული სიცრუეა

მინდა, განვმარტო და დავასრულო პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ავარიული ბაღების დემონტაჟის შემდეგ ვისმენდით, თითქოს, ამა თუ იმ ბაღის ადგილას კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მათ შორის, მსგავსი კამპანიები იყო სწორედ 50-ე და 28-ე ბაღებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს სრული სიცრუეა. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ, როგორც ახალი ბაღების მშენებლობას, ისე ძველი შენობების განახლების პროექტებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა […]

კახა კალაძე – ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში – შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსებთან. შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 800 000 ლარია. „ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსებთან. შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ […]

GCCA-მ სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების საქმესთან დაკავშირებით 2 რეკომენდაცია გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების საქმესთან დაკავშირებული მოკვლევა დაასრულა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხებოდა – შპს ,,თინეთისა”(www.swoop.ge) და სს “მასტერქარდ იუროფის” მხრიდან „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, შპს ,,თინეთისთვის”, სხვა სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით, ექსკლუზიური პირობების მინიჭებას […]

კახა კალაძე – ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართულ ჟინს ვერაფერი დაამარცხებს და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი

ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური – ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს და ოქროს მედლებით ხელდამშვენებული უბრუნდებიან ქვეყანას. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 250 ათას ლარს მიიღებს. […]

დღეს, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“ გაიმართება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“ გაიმართება. ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება. ადგილზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, კულინარიულ, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშებს. ასევე, მოეწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წვრთნა და სხვადასხვა სპორტული აქტივობა. გარდა ამისა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და […]