რა ეღირება ლარი ხვალ?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0109 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9142 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9241 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0099 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]
ივანიშვილის ქონება კვლავ გაიზარდა – BLOOMBERG-ი ინფორმაფიას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის ქონება $7 მილიარდ 550 მილიონი დოლარამდე გაიზარდა. Bloomberg-ის მილიარდერების 500-კაციან სიაში 387-ე ადგილს იკავებს და 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე 955 მილიონით დოლარით გამდიდრდა. როგორც გამოცემა წერს, ოლიგარქის ინვესტიციები დივერსიფიცირებულია. სავარაუდოდ, მისი ქონების 27% გლობალური აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ ინვესტიციებში, 5% კი ნედლეულშია განთავსებული. Bloomberg ივანიშვილის ქონების ანალიზს […]
„ნაციონალური მოძრაობა“ – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა, „ქართული ოცნების“ ბიუჯეტს დაუჭირა მხარი – ეს ადამიანები აღარ წარმოადგენენ “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, შესაბამისად, აღნიშნული პირები აღარ წარმოადგენენ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“. პარტიის განცხადების თანახმად, არსებულ ვითარებაში, ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან რაიონებში „რეჟიმის შედგენილი ბიუჯეტების მხარდაჭერა, კოლაბორაციის ტოლფასია“, რაზეც „თვალის დახუჭვა ხალხის ბრძოლის ღალატია“. „ივანიშვილის რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლება შეინარჩუნოს ნებისმიერ ფასად. ქართველი ხალხი დედაქალაქსა თუ […]
ინდოეთის ეროვნული საფონდო ბირჟა 2024 წელს, IPO-ს მოცულობით მსოფლიო ლიდერია

ინდოეთის ეროვნული საფონდო ბირჟა (NSE) 2024 წელს, IPO-ს მოცულობით მსოფლიოში ლიდერობს, წერს Financial Times-ი,KPMG-ის მონაცემებზე დაყრდნობით. 8 დეკემბრის მდგომარეობით, NSE-ზე წლის დასაწყისიდან საწყისი შეთავაზებების მოცულობა $17.3 მილიარდი იყო, ამერიკულ Nasdaq-ის ბირჟაზე – $16.5 მილიარდი, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) – $15.9 მილიარდი, ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე. ბირჟა – $10 .4 მილიარდი, შანხაის საფონდო ბირჟაზე – $8.8 […]
ბერბოკი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე ლაპარაკობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანადლენა ბერბოკმა გამოთქვა აზრი, შეჩერდეს ევროკავშირში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ანტიევროპული შემობრუნებით საქართველოს მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, შეაჩერა ფაქტიურად გაწევრიანების პროცესი,განაცხადა მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა. ამიტომ, თვლის ბერბოკი, ევროკავშირმა ოფიციალურად ამ პროცესის შეჩერების საკითხი უნდა განიხილოს. ძლიერ დაზარალდა ასევე, აცხადებს ბერბოკი, საქართველოს და გერმანიის ათწლეულების განმავლობაში განვითარებული ურთიერთობა. გერმანიის მედიის თანახმად, ბერბოკი […]
„აზრი ეკარგება პროფესიულ საქმიანობას“ — სოციალური მუშაკი სამსახურს პროტესტის ნიშნად ტოვებს

სოციალური მუშაკი ანა ლომთაძე აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფროსს, რუსუდან კოხოძეს მიმართავს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მიზეზად კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, დემონსტრანტებზე ძალადობას, დემოკრატიული სისტემის რღვევას ასახელებს. ანა ლომთაძე აღნიშნული სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკი 2023 წლის აგვისტოდან იყო. „სახელმწიფოს წარმომადგენლები ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებიან საკუთარ […]
მარკეტერები, დიზაინერები, PR სპეციალისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქციას მართავენ

მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მარში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო მსვლელობით მივიდა. მსვლელობის მონაწილეები საზოგადოებას შეძახილებით გარეთ გამოსვლისა და პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდებენ. “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”; “სიმართლე, სიმართლე” – სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებენ. მსვლელობა საბოლოოდ პარლამენტთან დასრულდება, სადაც აქციის სხვა მონაწილეებიც იქნებიან შეკრებილი. ცნობისთვის, მოქალაქეების […]
“მეც მეშინია” – ვანო ჩხარტიშვილის ცოლმა აქციებზე ყოფნის გამო თანამშრომელი გაათავისუფლა

ვანო ჩხარტიშვილის ცოლმა აქციებზე ყოფნის გამო თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა. ქეთი ფარცხალაძე გალობის უნივერსიტეტის ,,მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის” პოზიციიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარცხალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამავე უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, ნანა გოთუამ მიიღო, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის მეუღლეა. უკვე მეორედ აღმოჩნდა ხელისუფლებისადმი ლოიალობა ჩემი სამსახურის დაკარგვის ფაქტორი ტელეიმედი გახსოვთ, პოლიტიკური თემების […]
“ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია” – ბატიაშვილი ყაზახეთში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე

ბევრი კითხულობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთში. ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია: საქმე იმაშია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ თვითმფრინავის დაზიანების შემდეგ პილოტებმა ითხოვეს რომელიმე ახლომახლო აეროპორტში დაჯდომის ნებართვა; რუსებმა არ გასცეს ასეთი ნებართვა არც მახაჩკალაში, არც ვლადიკავკავკაზში და არც ნალჩიკში, სადაც იყო შანსი, რომ დაზიანებები გადაეღოთ ტელეფონით, რითაც გამოჩნდებოდა […]
“ჩავერთე მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა აქვს ჩვენს პროფესიას”- აჩიკო ნიჟარაძე

მომღერალი, აჩიკო ნიჟარაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში ჩაერთო. “უკლებლივ ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ რომ მომავალი 2025 წელი ბედნიერების, სიხარულის, ერთიანობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის. სულ ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამხელა […]