თბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.
“რაღაც ტექსტებზე მთაგავენ, მაბულინგებენ“- ზურა ხაჩიძე

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “კვირის პალიტრას“მომღერალი,ზურა ხაჩიძე ესაუბრა. ხაჩიძე გამოცემასთან ამბობს, რომ “ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ უნდა მივიყვანოთ და ამ ქვეყანაში სისხლი არ უნდა დაიღვაროს, რადგან ისედაც დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვდგავართ“: “ძალიან არ მომწონს ცნობილი ადამიანების ორმხრივი სტანდარტი. ძალადობას თუ გმობ, არ შეიძლება, დაგმო ცალმხრივად. გმობენ ჟურნალისტზე ძალადობას, მაგრამ არ გმობენ “იმედის” ან “პოსტივის” ჟურნალისტზე ძალადობას. […]
ირანი Starlink-ის წინააღმდეგ: აკრძალვების მიუხედავად, ირანში სატელიტური ინტერნეტის შავი ბაზარი აყვავდა

ირანში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვერები: Instagram, Facebook, YouTube, WhatsApp აკრძალულია. მოქალაქეები სოციალურ ქსელებს მხოლოდ VPN-ის საშუალებით მოიხმარენ. რეგულაციები ოდნავ შემსუბუქდა მას შემდეგ, რაც ირანულმა კომპანიებმა ვაშინგტონიდან სატელიტური ინტერნეტის- SpaceX-ის გავრცელების ნებართვა მიიღეს. ორ წელზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები მიწისქვეშა ქსელის საშუალებით ათი ათასობით თანამოქალაქეს ცენზურისგან თავისუფალ ინფორმაციას აწვდიან. ოფიციალურად, ირანის კანონმდებლობით, SpaceX-ის მიერ შექმნილი Starlink-ის […]
საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი წარადგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი უსასყიდლოდ დაიცავს მოქალაქეებს, რომელთაც სამართლებრივი დახმარება სჭირდებათ. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ასეთი საჭიროება აღარ დადგება ქვეყანაში, მაგრამ დღეს გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, სადაც ვიმყოფებით და სადაც იმყოფებიან ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღე სხვადასხვა მარშით, პროტესტით არიან ჩვენს ქუჩებსა და […]
კვერნაძემ “ფროზინონეში” სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც როგორი! [VIDEO]

სერია B-ს მეცხრამეტე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა, მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. კვერნაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ჯერ დიდებული დრიბლინგი განახორციელა და ანგარიში გახსნა (ეს ფროზინონეში მისი სადებიუტო გოლია), ხოლო შემდეგ მისი პასით ჯუზეპე ამბროზინომ გაიტანა. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 1 გოლი და 2 საგოლე […]
ლანა გალდავა – „ძლიერი საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ ბიუროკრატიულ კეკლუცს არ აპირებს – მივმართავთ მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება დააკმაყოფილონ, დაფინანსებაც ავტომატურად მოიხსნება

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ინდივიდუალურად შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადებები დააკმაყოფილონ – განცხადების დაკმაყოფილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დაფინანსება შეჩერდება , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც ცესკო-ს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის […]
10:00-18:00 საათამდე დისტრიბუციის ავტომობილების გადაადგილების დაშვება, პროცესებს გაამარტივებდა – რითეილ ასოციაცია

1-ელი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ. შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისის მერია ღამის დისტრიბუციაზე გადაწყობისთვის ამზადებდა ბიზნესს, პროცესებს მაშინ თბილისის ტრანსპოსრტისა და ურბანული განვითარების […]
გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა. იგი 28 ნოემბრის აქციების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან, ახლა კი გამოავქეყნა ფოტო, სადაც ოჯახთან ერთად აეროპორტში, ბილეთებითაა. „ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩოს. განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა […]
გერმანული სტარტაპი, ელექტრო ტაქსის შექმნის ათწლიანი მცდელობის შემდეგ დაიხურა

გერმანულმა საავიაციო სტარტაპმა Lilium-მა, რომელმაც ოდესღაც 1 მილიონი დოლარი შეაგროვა, სანამ საჯარო გახდებოდა, დახურა ოპერაციები და გაათავისუფლა დაახლოებით 1000 თანამშრომელი. ამის შესახებ Lilium-ის თანადამფუძნებელმა პატრიკ ნათანმა განაცხადა. „10 წლისა და 10 თვის შემდეგ სამწუხაროა, რომ Lilium-მა მუშაობა შეწყვიტა. კომპანია, რომელიც დანიელმა, სებასტიანმა, მატიასმა და მე დავაარსეთ, ვეღარ აასრულებს ჩვენს საერთო ოცნებას სუფთა ავიაციაზე“, – თქვა […]
ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის იმ ნაბიჯის აბსურდულობა, რაც 29 დეკემბერს მისი მხრიდან პრეზიდენტის სასახლის არ დატოვებას გულისხმობს, თუმცა, ის არის აგენტი და თავისი ნებით ვერ მოქმედებს

ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის იმ ნაბიჯის აბსურდულობა, რაც 29 დეკემბერს მისი მხრიდან პრეზიდენტის სასახლის არ დატოვებას გულისხმობს, თუმცა, ის არის აგენტი და თავისი ნებით ვერ მოქმედებს „დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის იმ ნაბიჯის აბსურდულობა, რაც 29 დეკემბერს მისი მხრიდან პრეზიდენტის სასახლის არ დატოვებას გულისხმობს, თუმცა, სამწუხაროდ, ის არის აგენტი […]