BBC – სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დაკ სუს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჰან დაკ სუს იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 300-დან 192-მა დეპუტატმა მისცა. მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეა დემოკრატიული სახელმწიფო გახდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტი განხორციელდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ჰან დაკ სუს ფინანსთა მინისტრი, ჩოი […]
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატი, დავით გამყრელიძე აცხადებს, პროცესი გამოგონილი ბრალით გადაიდო, რათა მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პატიმრების შეწყალება ვერ მოასწროს. „დილით, 10:00 საათზე დამიკავშირდა მოსამართლე ნათია გუდაძის თანაშემწე, რომელსაც წინა დღეს ვთხოვეთ, რომ პროცესი […]
[ირაკლი] რუხაძე ვირეშმაკია, თვითგადარჩენას ცდილობს – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, “იმედის” მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ პრემიერთან შეხვედრაზე გაჟღერებული პოზიცია თვითგადარჩენის მცდელობაა. მან ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა “ანალიტიკაში” განაცხადა. “ხელისუფლება ცდილობს, ვირტუალური სიმშვიდის პროპაგანდისტული სურათი შექმნას. მიწვეული ხალხის უმრავლესობას მე ბიზნესმენებს არ ვუწოდებ. ესენი არიან ნომენკლატურული კაპიტალისტები, რომლებიც მთლიანად ინტეგრირებული არიან ხელისუფლებაში. ეს არ იყო კრიტიკული საუბარი, ეს იყო წუწუნი. ამ […]
ლუკაშენკომ ფაშინიანს სამიტში დისტანციური მონაწილეობისთვის უსაყვედურა

სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ევრაზიის ეკონომიკურ სამიტში და განაცხადა, რომ უარი თქვა მინსკში წასვლაზე. შეხვედრის მსვლელობისას, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავმჯდომარეობა ბელარუსზე გადადის. სწორედ ამიტომ, ზაფხულის შეხვედრა, ბელორუსის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, შემოთავაზებულია 2025 წლის 29 მაისს მინსკში, ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმთან შეთავსებით. ლუკაშენკომ ასევე გამოთქვა უკმაყოფილება “სამიტის მონაწილეთა ფიზიკური არყოფნის გამო”. […]
დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. დავით ნარმანიამ მწუხარება გამოთქვა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის გამო და სემეკის სახელით აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ყაზახურმა ავიაკომპანიამ Qazaq Air-მა რუსეთში ფრენები ნაწილობრივ შეაჩერა – ყაზახეთის მედია

ყაზახურმა ავიაკომპანიამ Qazaq Air-მა რუსეთში ფრენები ნაწილობრივ შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის მედია ავრცელებს. აღინიშნება, რომ ავიაკომპანია ასტანა – ეკატერინბურგის მიმართულებით რეისებს 2024 წლის 28 დეკემბრიდან 2025 წლის 27 იანვრამდე აჩერებს. „რუსეთში ფრენების რისკების მუდმივი შეფასების შედეგად რეისები მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოხდა. ავიაკომპანია გააგრძელებს რეისებს ომსკსა და ნოვოსიბირსკში, რომლებიც ამჟამად კვლავ შეესაბამება […]
წალენჯიხაში უნებართვო და არასასურველი კონცერტის ორგანიზებას აპროტესტებენ

წალენჯიხის მერიამ უკანონო ქმედებად გამოაცხადა საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი და ამ სამუშაოებისთვის გზის გადაკეტვა. წალენჯიხა საქართველოს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მერიის ხელმძღვანელი თანამდებობები ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. არჩეული მერი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია ხარჩილავა 2024 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. წალენჯიხის მერიაში დღეს, 27 დეკემბერს განაცხადეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰქონდათ […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 13:00 საათისთვის 2.7905 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 13:00 საათისთვის 2.7905 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7900 კურსით დაიწყო. · 1 აშშ დოლარი – 2.8021 ლარი. კურსის ცვლილება +1.09 თეთრი. · 1 ევრო – 2.9142 ლარი. კურსის ცვლილება +0.99 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5116 ლარი. კურსის ცვლილება +2.10 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0795 ლარი. ცვლილება +0.03 თეთრი; […]
ოკუპირებულ აფხაზეთში „ვარდნილჰესი 2“–ის მიტაცებაზე საუბრობენ

აფხაზური ტელეგრამ არხი „აიაშარა“ „ვარდნილჰესი 2“–ის „რეიდერული მიტაცების“ შესახებ წერს. ჟურნალისტი ნიზფა არშბა კი წერს, რომ გალის რაიონში მდებარე უმოქმედო ვარდნილჰესზე აღდგენითი სამუშაოები ორი კვირის წინ დაიწყო: „ელექტროსადგური გაწმენდილია, დამონტაჟდა ახალი აღჭურვილობა, გაწმენდილია სამანქანო დარბაზი, მდინარიდან აწეულია პანტონები“. ელექტროსადგურზე მყოფი ხალხი ამბობს, რომ აღნიშნულ ობიექტზე აღდგენითი სამუშაოები ორი კვირის წინ დაიწყო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის […]
დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დავით ნარმანიამ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა და სემეკის სახელით, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ცნობისთვის, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის […]