,, ძალადობა, გაუპატიურების, სიცოცხლის მოსპობის მუქარა” – აქციების დაკავებული ქალების საქმეები

არასამთავორბო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციებზე დაკავებული ქალების მიმართა არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, 28 ნოემბრის შემდეგომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება. თუმცა აქციების მიმდინაროებისას დაკავებული ან დაზარალებული ქალების ზუსტი რაოდენობა, ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო, უცნობია. ქალების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციის – საერთაშორისო გამჭვირვალობისა და საქართველოს ევროპული ორბიტის […]
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 დეკემბერს 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში თოთი და არშა. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
„ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტი აქვს გამზადებული – TUTTO mercato

„ნაპოლი“ მუშაობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაა – წერილს TUTTO mercato აქვეყნებს. „ნაპოლისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამი კონტრაქტის გახანგრძლივებაა – ალექს მერეტისთან, მატიას ოლივერასთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან. ცნობილი იყო, რომ კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები ზაფხულამდე გადაიდო, მაგრამ ბოლო თვეში მხარეებმა პოზიციების დაახლოება შეძლეს – მაგიდაზეა „ნაპოლის“ შეთავაზება 2029 წლამდე, რომელიც დღეს […]
„ევროკავშირში უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე“ – ანალენა ბერბოკი

„ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ახლა ჩვენ ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე – „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც მასიურად შეუქმნა საფრთხე საქართველოსა და გერმანიას შორის ათწლეულების მანძილზე არსებულ პარტნიორობას,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რითაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის […]
ზურა ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება სამი წლით ჩამოართვეს და 2500 ლარით დააჯარიმეს

სასამართლომ პოლიტიკური პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2500 ლარით დააჯარიმა და სამი წლით ჩამოართვა იარაღის ტარების უფლება. ინფორმაციას თავად ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს ფეისბუკზე. 2024 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნო 2 დეკემბრის ინციდენტზე – პოლიციის მიერ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლის შემდეგ, ჯაფარიძე თამარაშვილის გამზირზე დააკავეს. მას პოლიცია […]
უკრაინა სირიას სასურსათო დახმარებას უგზავნის – ზელენსკი

უკრაინამ, მარცვლეულისა და ზეთის თესლის მსოფლიო მწარმოებელმა და ექსპორტიორმა, სირიას სურსათით დახმარების პირველი პარტია გაუგზავნა, განაცხადა 27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თანახმად, რომ 500 ტონა ხორბლის ფქვილი უკვე მიემგზავრება სირიაში, უკრაინის ჰუმანიტარული ინიციატივის „მარცვლეული უკრაინიდან“ ფარგლებში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან თანამშრომლობით. „ხორბლის ფქვილის დარიგება იგეგმება 33 250 ოჯახზე ან 167 000 ადამიანზე უახლოეს […]
ადვოკატი – აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს სახეში რომ მოხვედროდა, მას დალურჯება ექნებოდა – ის დანაშაულისკენ მიდრეკილი არ არის – სიმღერის – „მშვიდობით“ ტექსტიც ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე

აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს სახეში რომ მოხვედროდა, მას გაცილებით დიდი დაზიანება, დალურჯება ექნებოდა, – ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული მომღერლის, არჩილ მეფარიძის ადვოკატმა ხატია ხერხეულიძემ განაცხადა. ის ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმითქვამს. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაზარალებული ლელა ჯუღელმა ჩვენების დროს იტყუებოდა და მტკიცებულებათა ერთობლიობა მისი ჩვენების სანდოობას ვერ ქმნის. ადვოკატის თქმით, დაზარალებული იტყუება, როცა […]
სასამართლომ 400-ლარიანი ჯებირების საქმეზე სხდომა ისევ გადადო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 400-ლარიანი დროებითი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის დასკვნითი სხდომა გადაიდო. ისინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ საქმე მიზანმიმართულად ჭიანურდება. სხდომა 13:00 საათზე უნდა გამართულიყო, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარეებს თავიანთი დასკვნითი სიტყვები უნდა წარედგინათ. თუმცა სხდომამდე ცოტა ხნით ადრე დაცვის მხარემ გაიგო, რომ […]
რომელ სექტორს აქვს ყველაზე მაღალი ვადაგადაცილებული სესხები?

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, დაკრედიტება 61.7 მილიარდი ლარამდე გაზარდეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. საბანკო სექტორში 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა 1.03 მილიარდ ლარს შეადგენს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კრედიტების ვადაგადაცილება მთლიანი პორტფელის 1.6% იყო. ყველაზე მეტი ვადაგადაცილება სოფლის მეურნეობის სექტორში ფიქსირდება, მეორე ადგილზე […]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმური სწავლება გაიმართა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება ,,თბილისი 2024“ გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის, ტავ ჯორჯიას, ავიაკომპანია Camex-ის თანამშრომლებმა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალურმა დანაყოფმა, ასევე, შსს-ის შესაბამისმა დანაყოფმა. იმიტირებული სცენარის თანახმად, ანონიმური ზარის და წერილის საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ სატვირთო ავიაკომპანია Camex-ის საჰაერო ხომალდზე აღმოჩნდება […]