არაფერი განსაკუთრებული — კობახიძე ივანიშვილის სანქცირებაზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება აშშ-ის მიერ არაფერი შეცვლილა, ვინაიდან ივანიშვილის აქამდეც, დე ფაქტო სანქციების ქვეშ იყო და მას ამ საკითხზე თავადაც ასეთი პოზიცია აქვს. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე-ფაქტო სანქციები […]
გიორგი გახარია – სამწუხაროა და ტრაგიკულია, როცა ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ – ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია

სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ – ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების გამო შეიძლება ხელისუფლება უფრო მკაცრ და ბრუტალურ […]
ირაკლი კობახიძე – ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები

ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, 2025 წელი საქართველოსთვის იქნება ძალიან წარმატებული. „ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები. ნუ ოცნებობთ უარესზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. 2025 წელი ჩვენი […]
ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი – ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში

ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ღალატისთვის. ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს (როგორც ევროპარლამენტმა მოუწოდა), რათა მხარი დაუჭიროს ქართველ […]
გიორგი ვაშაძე – გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში

გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა. ვაშაძის შეფასებით, ეს ხალხის ბრძოლის შედეგია, რომელსაც პარტნიორები ხედავენ და აფასებენ. „ხალხის ბრძოლას თავის შედეგი აქვს. მთელი მსოფლიო ხედავს ქართველი ხალხის […]
ამერიკელი სენატორი – რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევები, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ნების განადგურება და მარიონეტ სახელმწიფოდ გადაქცევა, უკიდურესად შემაშფოთებელია

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევები, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ნების განადგურება და მარიონეტ სახელმწიფოდ გადაქცევა, უკიდურესად შემაშფოთებელია, – ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი, ტომ ტილისი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევები, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ნების განადგურება და მარიონეტ სახელმწიფოდ გადაქცევა, უკიდურესად შემაშფოთებელია. პუტინი და სი თითო-თითო ქვეყნით ცდილობენ საკუთარი მავნე გავლენის გავრცელებას და […]
ირაკლი კობახიძე – არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა” და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური

არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა” და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო სასახლის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. „არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა” და სალომე ზურაბიშვილს ძალიან […]
FF Awards 2024. საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მამარდაშვილი გახდა

27 დეკემბერს, სასტუმრო პულმანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა. წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 2024 წელს ქართული ფეხბურთში მიღწეულ წარმატებებს. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ისტორიულ, სადებიუტო ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე და ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ლევან კობიაშვილმა ისაუბრა ქალთა ეროვნული და ასაკობირვი ნაკრებების პროგრესის შესახებ. […]
„რაც უფრო მეტად გაიზრდება ქვეყნის საიმიჯო პრობლემები – რუსეთთან ასოცირება, სტარტაპებსაც მეტი პრობლემები შეექმნებათ“

ვენჩურულ ფონდ Futere Lab-ის მმართველი პარტნიორი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოში დღეს უმძიმესი კრიზისია, რაც ეკონომიკის ყველა დარგზე მეტ-ნაკლებად მოქმედებს. BMG TV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას ირაკლი ქაშიბაძემ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და IT სფეროსა და სტარტაპ ეკოსისტემაზე მის გავლენაზე ისაუბრა. ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, რომ სტარტაპები და IT სფეროს წარმომადგენლები მოქნილები […]
სანქციების შემდეგ ივანიშვილი აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს Credit Suisse-თან დავაში მოგებულ თანხას

შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდეგ მილიარდერი ექსპრემიერი ვერ მიიღებს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას სპეციალური ნებართვის გარეშე. დღეს, 2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. „ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევრო-ატლანტიკური […]