ისრაელში განთავსებულმა ამერიკულმა THAAD სისტემამ პირველად ჩამოაგდო ჰუსიტების რაკეტა

27 დეკემბერს ისრაელში განთავსებულმა ამერიკულმა სარაკეტო თავდაცვის სისტემამ THAAD პირველად ჩამოაგდო იემენიდან ჰუსიტების მიერ ისრაელის მიმართულებით გასროლილი ბალისტიკური რაკეტები. ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა THAAD (Terminal High Altitude Area Defense System) ისრაელში მიმდინარე წლის ოქტომბერში განათავსეს. Reuters-ის ინფორმაციით, 27 დეკემბერს სისტემა სატესტო რეჟიმში გამოიყენეს, რათა ენახათ, შეძლებდა თუ არა სისტემა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას წარმატებით. სოციალურ მედიაში THAAD […]

ირანში პოლიციამ იტალიელი ჟურნალისტი რეპორტაჟის გადაღების დროს დააკავა

ირანში პოლიციამ იტალიელი ჟურნალისტი, გაზეთ Il Foglio-ს რეპორტიორი სესილია სალა რეპორტაჟის გადაღების დროს დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სალა 19 დეკემბერს ირანის დედაქალაქში რეპორტაჟს იღებდა, რა დროსაც დააკავეს. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპარტამენტი თანამშრომლობს ირანის ხელისუფლებასთან სალას სამართლებრივი სტატუსისა და მისი დაკავების პირობების გასარკვევად. […]

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს – დაინიუს ჟალიმასის და მიხალ ვავრიკიევიჩის შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს: დაინიუს ჟალიმასის და მიხალ ვავრიკიევიჩის შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა. პრეზიდენტთან შეხვედრამდე თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი თბილისში იმყოფებიან ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში. „სრულიად ვაცნობიერებთ, რომ […]

ლევან კოჭლოშვილი – ბაიდენის ადმინისტრაციამ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით ავნო არა საქართველოს სახელმწიფოს გადამრჩენელს, არამედ საკუთარ თავს, რომელმაც ფეხქვეშ გათელა დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები

ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს მხოლოდ და მხოლოდ: ქართული სახელმწიფო ომს რომ გადაარჩინა და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა,- ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ს მიერ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფეხქვეშ გათელა ის დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, რომლებზეც დღევანდელი ცივილიზებული სამყარო დგას. “ბაიდენის მომაკვდავი ადმინისტრაციის მიერ დასანქცირებული […]

ევროკავშირში ივანიშვილისა და „ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირება გარდაუვალია — ევროპარლამენტარი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ ევროკავშირში დროის საკითხია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესება. “ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებას ერთიანობა სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც სჩვევიათ ასეთ საქმეებს, რომელიც ეხება უკრაინასა და საქართველოს, დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. განსაკუთრებით ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა, რომელიც ასევე მხარს უჭერს საქართველოში ხელახალი არჩევნების […]

საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილს და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან ევროპარლამენტარები ლიეტუვიდან დაინიუს ზალიმასი და პოლონეთიდან მიხალ ვავრიკიევი. ისინი უკვე შეხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კი ცოცხალ ჯაჭვსაც შეუერთდებიან. ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანია ადგილზე გაეცნონ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მხარდაჭერა გამოუცხადონ ქართველ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ისინი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. დაინიუს ზალიმასის თქმით, ორივე ევროპარლამენტარი იზიარებს […]

აშშ უკრაინას შეიარაღების კიდევ ერთ პარტიას მიაწვდის – ჯონ კირბი

აშშ უკრაინას მიაწვდის იარაღის კიდევ ერთ პარტიას, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის, – იუწყება თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, ჯონ კირბი. “მომავალ დღეებში იხილავთ აშშ-ის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც პრეზიდენტმა დაამტკიცა. და ის, ცხადია, მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინისთვის”, – თქვა კირბიმ. მას არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს აშშ გამოაცხადოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, ან […]

სანქციები გაგრძელდება – ზურა ჯაფარიძე

საკმაოდ მძიმე სანქციებია. პრეზიდენტის, “აღმასრულებელი ბრძანება” , რომლის ქვეშაც მოხვდა ივანიშვილი, ის ეხება რეალურად რუსეთის გავლენის აგენტებს, – ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ის დარწმუნებულია, რომ სანქციები გაგრძელდება. “როგორც წესი, ამერიკა იწყებს ხოლმე და შემდეგ მიჰყვებიან სხვა ქვეყნები, ან ბრიტანეთი იწყებს ხოლმე და სხვა ქვეყნები მოყვებიან, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ სხვა […]

ევროპარლამენტარი: საქართველოში არჩევნები მოიპარეს და ის რუსეთის გავლენის ქვეშ ჩატარდა

ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს და ის რუსეთის გავლენის ქვეშ ჩატარდა. ამის შესახებ მან ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს. მიხალ ვავრიკიევიჩის თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი სალომე ზურაბიშვილია: “ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ არჩევნები მოიპარეს, გააყალბეს და იყო რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას და ოპოზიციის განცხადებებს, […]

OFAC-ის სანქცია ივანიშვილს ქცევის შეცვლის შემთხვევაში შანსს უტოვებს- ნამჩევაძე

“OFAC-ის სანქცია ივანიშვილს აძლევს საშუალებას, ქცევის შეცვლის შემთხვევაში გამოვიდეს სანქციებიდან” – აცხადებს ბესო ნამჩევაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ამერიკის სახელმწიფო ხაზინამ (იქაური ფინანსთა სამინისტრო) ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) სანქცირებულთა სიაში (SDN) სანქციები არის ინდივიდუალური, […]