პუტინმა ალიევს ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის გამო ბოდიში მოუხადა – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ყაზახეთში 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა. ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება. გავრცელებული ცნობებით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა “მწუხარება გამოხატა” 25 დეკემბერს დატრიალებული ტრაგედიის გამო, როდესაც აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია. აქამდე კრემლში ინფორმაციას, რომ […]

ელჩების კონფერენცია 2024: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ გაიხსნა

დღეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – „ელჩების კონფერენცია 2024: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. შეკრებილ დიპლომატებს მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაზე, სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობის და […]

“წელს უკრაინაც გაიმარჯვებს და საქართველოც“- ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი თბილისში, 27 დეკემბერს გამართულ მუსიკოსთა მარშს შეუერთდა. როგორც რაჭველმა აქციაზე აღნიშნა, ის ახლახან ჩამოვიდა უკრაინიდან. “მე ვიცი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, გია ყანჩელის სული დგას ჩვენთან ერთად. ეს ჩემზე ისე მოქმედებს და აი ამიტომაც მჯერა ჩვენი გამარჯვების. უკრაინაც გაიმარჯვებს წელს და საქართველოც, ერთად გავიმარჯვებთ,“ – აღნიშნავს რაჭველი.

აზერბაიჯანი რუსებისთვის უვიზოდ მიმოსვლის წესებს ამკაცრებს

აზერბაიჯანმა შესაძლოა გაამკაცროს მიგრაციის წესები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოსკოვის მიერ უცხოელებისთვის წესების გამკაცრების საპასუხოდ, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „დროებითი ცხოვრებისა და მიგრაციის საკითხებში, ისევე როგორც ყველა საგარეო პოლიტიკის საკითხში, აზერბაიჯანული მხარე იხელმძღვანელებს პარიტეტისა და ორმხრივობის პრინციპებით“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყებაში განმარტეს, რომ განიხილავენ რუსეთში უცხოელების შეზღუდვას აზერბაიჯანის მოქალაქეების „უფლებების კონტექსტში“. ბაქო […]

შეეხება თუ არა ივანიშვილის დასანქცირება საქართველოს ეკონომიკას

“ეს სანქციები რამდენიმე თვის წინ დაანონსდა და დღემდე მან მოდიფიკაცია განიცადა. ის არის მორგებული ისე, რომ საქართველოს ეკონომიკას არ შეეხოს” – ამის შესახებ „საიფერ ბრიფის“ უფროსმა საერთაშორისო კორესპონდენტმა, ია მეურმიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ისაუბრა. „ეს სანქციები შემუშავებულია ერთი მიმართულებით და ძირითადად რუსეთთან ურთიერთობას ეხება. კონკრეტულად, მას ეკრძალება რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთობა, ასევე სხვა სანქცირებულ […]

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ოლივია ჰასი, 1968 წლის ფილმ “რომეო და ჯულიეტას” ვარსკვლავი

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი, ოლივია ჰასი, რომელმაც ჯულიეტას როლი შეასრულა 1968 წელს გამოსულ ფილმში “რომეო და ჯულიეტა”. მსახიობის სიკვდილის ცნობას მისი ოჯახი ავრცელებს, ოლივია ჰასი პარასკევს გარდაიცვალა, “მშვიდად, სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში” – ვკითხულობთ მსახიობის ინსტაგრამის გვერდზე. ჰასი 15 წლის იყო როცა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ის შექსპირის ტრაგედიის ეკრანიზაციაში გადაიღო. ძეფირელის “რომეო და […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათი ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, ხოლო […]

მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. მათივე ცნობით, დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. „პატარების საახალწლო განწყობაზე ქართველმა მომღერლებმა, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელიც მოეწყო, […]

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ოლივია ჰასი, 1968 წლის ფილმ “რომეო და ჯულიეტას” ვარსკვლავი

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი, ოლივია ჰასი, რომელმაც ჯულიეტას როლი შეასრულა 1968 წელს გამოსულ ფილმში “რომეო და ჯულიეტა”. მსახიობის სიკვდილის ცნობას მისი ოჯახი ავრცელებს, ოლივია ჰასი პარასკევს გარდაიცვალა, “მშვიდად, სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში”, – ვკითხულობთ მსახიობის ინსტაგრამის გვერდზე. ჰასი 15 წლის იყო, როცა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ის შექსპირის ტრაგედიის ეკრანიზაციაში გადაიღო. ძეფირელის “რომეო და […]

რონალდომ ახსნა, რატომ სჯობია საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ს

“ალ ნასრის” პორტუგალიელ შემტევ კრიშტიანო რონალდოს ჰკითხეს, რომელი სჯობს, საუდის არაბეთის ჩემპიონატი თუ საფრანგეთის ლიგა 1. ვეტერანმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია და წინ უფრო საუდის არაბეთის ჩემპიონატს აყენებს. “რა თქმა უნდა, საუდის არაბეთის ლიგა სჯობს ლიგა 1-ს. ეს მარტივი კითხვაა. საფრანგეთში მხოლოდ პსჟ-ია, დანარჩენი არაფერია”, – აქვეყნებს რონალდოს სიტყვებს Sport.es.