მაკა ბოჭორიშვილი – საერთაშორისო აღიარება საჭიროა ქვეყნის და ქვეყანას აქვს აღიარება, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს, ლეგიტიმურია – არანაირი კითხვები არ არსებობს

ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი – არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით. „ყაველაშვილს მილოცვები მიღებული აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პარლამენტს აძლევს ქართველი ხალხი და ეს ლეგიტიმაცია საქართველოს პარლამენტს აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს […]
სამხრეთ კორეაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 167-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 167 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი […]
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქეთევან კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებზე განლაგებულმა პოლიციამ ტერიტორია დატოვა

9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც საპოლიციო კორდონი იყო მოწყობილი, პოლიციამ ტერიტორია დატოვა. აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩიდან პარლამენტს წრეს არტყამდნენ, რა დროსაც მათ გდდ-ს ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) შენიშნეს. ისინი ხარაზიშვილის და პოლიციის მისამართით სკანდირებდნენ: „მონებო!“ „რუსებო!“ ამ დროისთვის, პოლიციის წარმომადგენლები პარლამენტის უკანა შესასვლელსაც ტოვებენ. აქციის მონაწილეები საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის […]
მაკა ბოჭორიშვილი – თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ – საქართველოს ინტერესი ვერასდროს იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში

თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, საქართველოს უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ-საქართველოს ინტერესი ვერასდროს ვერ იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელმძღვანელობს ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით. „ამ ინტერესების დაცვა არის ჩვენი პირველი […]
ნიკა მელია – ვის, რაში სჭირდება სასახლე? ხვალ შევა ის „ფუტბალისტი“ – ყაველაშვილს დროებით მოუწევს ყოფნა, ქვეყანაში ძალიან მალე ჩატარდება არჩევნები

არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი სასახლეს არ დატოვებდა. ვის, რაში სჭირდება სასახლე. ხვალ შევა ის „ფუტბალისტი“ და არა ფეხბურთელი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოსი ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება. „ყაველაშვილს დროებით მოუწევს ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან მალე ჩატარდება არჩევნები. არჩევნების შედეგად […]
პუტინმა დაამტკიცა ექსტრემიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია, რომელიც “რუსოფობიის” ცნებასაც განსაზღვრავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ახალ სტრატეგიაზე “რუსეთის ფედერაციაში ექსტრემიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის” შესახებ. განახლებულ სტრატეგიაში პირველად შემოდის “რუსოფობიის” ცნება. ის განსაზღვრულია როგორც “არამეგობრული, წინასწარ განსაზღვრული, მტრული დამოკიდებულება რუსეთის მოქალაქეებთან, რუსულ ენასთან და კულტურასთან”. ასევე რუსოფობიად ითვლება დისკრიმინაციული ნაბიჯები რუსეთის მიმართ არამეგობრულ სახელმწიფოებად მიჩნეული ქვეყნების მეთაურების მხრიდან. სტრატეგია ამტკიცებს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ექსტრემიზმს იყენებს […]
ბაიდენი ნანობს, რომ არჩევნებს გამოეთიშა; მისი თქმით, ტრამპს დაამარცხებდა – The Guardian

The Guardian-ის ინფორმაციით, რომელიც თეთრი სახლის წყაროებს ეყრდნობა, ჯო ბაიდენი ნანობს, რომ წელს საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა არ მიიღო და მიაჩნია, რომ გასული თვის არჩევნებში დონალდ ტრამპს დაამარცხებდა. მიმდინარე წლის ივლისში ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და დემოკრატიული პარტიის ახალ კანდიდატად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი. ჰარისის კანდიდატურის დაწინაურებამ წინასაარჩევნო გამოკითხვებში პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია, […]
უკრაინაში სამშვიდობო ძალები რუსეთთან კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს – გერმანიის CDU-ს ლიდერი

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი და კანცლერობის კანდიდატი, ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას მხოლოდ შესაბამისი მანდატის არსებობის შემთხვევაში განიხილავს და ისურვებდა, რომ ეს მანდატი რუსეთთან იყოს შეთანხმებული. ამის შესახებ მერცმა, გამოცემა Die Zeit-ის თანახმად, გერმანულ მედია DPA-სთან ისაუბრა. “თუ მშვიდობის შეთანხმება შედგა და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, ამის განხილვა მხოლოდ იმ […]
ირაკლი კობახიძე: ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება კონკრეტული გზამკვლევით, ევროკავშირთან მიმართებითაც მზად ვართ, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის

ირაკლი კობახიძე: ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება კონკრეტული გზამკვლევით, ევროკავშირთან მიმართებითაც მზად ვართ, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა […]