ქაშვეთთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, ზოგი დაშავდა

რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, ზოგმა კი დაზიანება მიიღო. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაემორჩილნენ პოლიციას და გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა დაკავებები დაიწყეს ქაშვეთის მიმდებარედ. ამასთან, თვითმხილველების თქმით, პოლიციელები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აქციის მონაწილე ქალებს მიმართავდნენ, სახლში წასულიყვნენ და საჭმელი მოემზადებინათ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის არეში დაზიანება მიიღო. უცნობია, […]
ვიდეო: “ეს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისაა“ – რას ამბობს MMA-ს მებრძოლი ლიანა ჯოჯუა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, MMA-ს მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა, იმყოფება და მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ეს ქვეყანა არა ერთი ადამიანის, არამედ მოქალაქეებისაა. “აქ ვდგავარ, რადგან ჩემი ქვეყანა ასეთ დღეშია. ვერ ვხდებოდი, სანამ ჩემს ოჯახს არ შეეხო. ახლა ნათლად დავინახე ყველაფერი. ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მოქალაქეების. გული მტკივა, როდესაც ასეთი უსამართლობა ხდება“, – […]
ეგეოსის ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო

ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, მუგლას პრეფექტურის, დატჩას რაიონიდან 172,77 კილომეტრში დაფიქსირდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა თურქეთს დროით 11:02 საათზე მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 6,75 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. წყარო: რუსთავი 2
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, დააკავეს რამდენიმე პირი

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს. მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ. მოქალაქეები სამართალდამცავებს დაემორჩილნენ, თუმცა მოულოდნელად რამდენიმე პირი დააკავეს. მოქალაქეები ამ წუთებში არ ატარებენ იმ მანქანებს, რომელშიც დაკავებულები იმყოფებიან. შეხლა-შემოხლისას ერთ-ერთი პირი დაშავდა. ამ დროისთვის მას პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება. […]
კარლ ბილდტი – საქართველოში რეჟიმმა მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა

საქართველოში რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღო, – ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „გადამწყვეტი ორთაბრძოლა საქართველოში. რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტული პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური […]
რუსთაველზე ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებს

რუსთაველის გამზირზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს. ამ დროისთვის დაკავებულია, სავარაუდოდ, 5 ადამიანი. უცნობია, რა მიზეზით დააკავეს მოქალაქეები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
“ოთახად გადაკეთებულ ავტოფარეხში დედასთან ერთად ცხოვრობდა” – რა ისტორიას იხსენებს ქართველი გულშემატკივარი გოგა ბითაძის შესახებ? [PHOTO]

“ორლანდო მეჯიქის” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წარმატებულ სეზონს ატარებს. გოგამ “მეჯიქის” ძირითად ხუთეულში თავი დაიმკვიდრა და გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშეც გახდა. “იუთუბზე” მის შესახებ ქართველმა გულშემატკივარმა საინტერესო ისტორია გაიხსენა. “ის ჩემი მეზობელი იყო საქართველოში. ოთახად გადაკეთებულ ავტოფარეხში ცხოვრობდა დედასთან ერთად, ქუჩის სტადიონის გვერდით, რომელსაც ბავშვები ყოველთვის ფეხბურთის სათამაშოდ იყენებდნენ. ყოველთვის, როცა სტადიონზე […]
გია ვოლსკი – მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა“ – უამრავ სასიკეთო საქმეს, მეცენატობას ჩაუდგება სათავეში

მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ყაველაშვილს არ აქვს ამბიცია, რომ ხალხზე უფრო მაღლა იდგეს. „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით […]
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქეთევან კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
მშენებლობაში მცირე მეწარმეებისთვის გადასახადი ოცმაგდება – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა (mb.ge)

მშენებლობაში მცირე მეწარმეებისთვის გადასახადი ოცმაგდება – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა (mb.ge) 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან სამშენებლო მომსახურებაზე აღარ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი – მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები სამშენებლო მომსახურებისას ვეღარ ისარგებლებენ 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთით. სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე მცირე ბიზნესის სტატუსი აღარ გავრცელდება და მეწარმე 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება. ეს ცვლილება („სპეციალური დაბეგვრის […]