მილერი: ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას”- ასე პასუხობს რადიო თავისუფლების შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ. გამოცემის ცნობით, მეთიუ მილერი ასევე ეხმაურება მიმდინარე დემონსტრაციებს, რაც 32-ე დღეა გრძელდება, და აცხადებს: “გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის”.

“მე წელს-გაზაფხულის მეგობრები დამეფანტნენ ფოთლებივით”- რას ამბობს ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ წელს პოლიტიკური შეხედულობის გამო გაზაფხულის მეგობრები ფოთლებივით დაეფანტნენ. “მე წელს- ,, გაზაფხულის მეგობრები დამეფანტნენ ფოთლებივით,დამეფანტნენ ფოთლებიიიივიიიიით ( რა თქმა უნდა, ჩემი პოლიტიკური განწყობების გამო) ასევე,მე წელს- იმდენი ადამიანი გამაცნო და შემაყვარა 2024-მა(რა თქმა უნდა,საპროტესტო მოძრაობიდან), თვლას რომ ვერ ავუდივარ , უმაგრესი და სასწაული ხალხი. […]

მნიშვნელოვანია, ბიზნესი არ ჩაერიოს ისეთ პოლიტიკურ საკითხებში, რომელიც პოლიტიკოსების გადასაწყვეტია – კობახიძე

როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე ანალოგიურად არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას ბიზნესი პოლიტიკაში, ეს არის ზოგადი პრინციპი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ყველა თემაზე შედგა საუბარი. „ჩვენ ყველაფერზე გვქონდა საუბარი ამ ადამიანებთან, ჩვენი პრინციპები კიდევ ერთხელ გავუზიარეთ მათ. […]

„ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას“, – მეთიუ მილერი ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ

მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა რადიო თავისუფლების დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა: „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას“. მეთიუ მილერი ასევე ეხმაურება მიმდინარე დემონსტრაციებს, რაც 32-ე დღეა გრძელდება, და აცხადებს: „გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის“. სხვა დამატებითი კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება. […]

რუსთაველზე მიმდინარე აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით პარლამენტთან აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და ტრანსპარანტები წარწერებით: “ხელოვნება იწყება თავისუფლებით”, “შეიძლება გაგვაჩუმოთ, მაგრამ ვერ გაგვაჩერებთ”. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”. მანამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე […]

საქართველოში შესაძლოა, მზესუმზირის ზეთი გაძვირდეს

საქართველოში მზესუმზირის ზეთი შესაძლოა, გაძვირდეს. ამის მიზეზი კი პროდუქტის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში – რუსეთში საექსპორტო გადასახადის ზრდა გახდეს. როგორც ცნობილია, რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 2025 წლის იანვრიდან ტონაზე 16,067 რუბლი (161 დოლარი) გახდება, რაც დეკემბრის 9,195.8 რუბლის (92 დოლარის) მაჩვენებელზე 1,7-ჯერ მეტია. ეს მაშინ, როცა დეკემბერში რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ისედაც 3-ჯერ იყო გაზრდილი, […]

ინაუგურაციის შემდეგ ყაველაშვილი და კობახიძე საქართველოს ელჩების კონფერენციას დაესწრნენ

ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ოცნების წევრები, დე ფაქტო პრემიერმინისტრი კობახიძე, ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი სიღნაღში, სასტუმრო ბოდბეში საქართველოს ელჩების კონფერენციას დაესწრნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ელჩების კონფერენცია 2024-ის მთავარი თემა იყო – “საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში”. სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობდნენ მიხეილ ყაველაშვილი, შალვა […]

დახურვა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და 4-ჯერ შემცირებულ გაყიდვებს უკავშირდება – “31 დეკემბრიდან “ბუშმალა” გემშვიდობებათ”

„მეგობრებო, 31 დეკემბრიდან “ბუშმალა” გემშვიდობებათ. მადლობა, რომ იყავით ამ თავგადასავლის ნაწილი. 30 დეკემბრის ჩათვლით ძველებურად გიმასპინძლებთ“, – საოჯახო ბიზნესი „ბუშმალა“ რომელიც სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარეობს, 31 დეკემბრიდან ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ ბიზნესმა სოციალურ ქსელში დაწერა. BM.GE კომპანიის თანადამფუძნებელს, ნოდარ ტურაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბიზნესის დახურვა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და 4-ჯერ […]

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე. „გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება. ერთი და იგივე რესურსი […]

ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებს ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩები პროტესტის ნიშნად გადაკეტილი აქვთ. ისმის შეძახილები „არა, რუს ყაველაშვილს”. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა, გამსახურდიას ქუჩა გადაკეტეს. მათი თქმით 32-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნა. “პარლამენტი არალეგიტიმურია და მათი არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია. ეს მთავრობა ხალხის უმრავლესობას არ უნდა, ქვეყანა ფულზე არ იყიდება”, […]