გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას შევისწავლით – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას […]

წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის 2023 წლის ანგარიში – ფოტოები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი, 2023 წელს გაწეული ღონისძიებების ანგარიშს აქვეყნებს: პირველი კვარტალი: 7 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საშობაო მსვლელობა ‘’ალილო’’ გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებმა სიმღერებით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა, რომლებმაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საშობაო ნობათები შეაგროვეს . […]

პოლიციელმა ჟურნალისტი ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ სამ ჟურნალისტს | ქარტია

ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კეკელიძის ქუჩაზე, დღევანდელ გამოსახლებასთან დაკავშირებით. როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიას უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები […]

“ივანიშვილის პარტია ნომერი 2″; „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები” | დაპირისპირება ცესკო-სა და პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ცესკოს შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. “გამარჯვების პლატფორმა” ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ნეპოტიზმსა და ქართული ოცნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. მათივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარე კალანდარიშვილი არაუფლებამოსილი პირია. ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ კი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა, ვისი თქმითაც ამგვარ განცხადებებს არსებითი პრობლემებიდან ყურადღება სულ სხვა […]

1 მარტიდან დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება | ნახეთ სად რამდენი ეღირება შესვლა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2024 წლის 1 მარტიდან დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილია შესასვლელი ბილეთის ფასების ცვლილება. სააგენტოს თქმით, იმისთვის, რომ მათი საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება. სააგენტო ამბობს, რომ 2023 წელს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე მასშთაბური სამუშაოები განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 22,5 მილიონი ლარი შეადგინა. […]

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქებისას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს “მთის ამბების” რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს. ის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი და მის ინტერესებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” იცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიციის ამ განყოფილებაში კიდევ 10-მდე დაკავებულია. მთივლიშვილის დაკავების ფაქტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და დაგმო. მან სამართალდამცველებს “მთის ამბების” რედაქტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა: “ჟურნალისტი აღსრულების პოლიციის მიერ […]

NATO $1.1 მილიარდის საარტილერიო ჭურვებს ყიდულობს | ჭურვების ნაწილი უკრაინას გადაეცემა

NATO-მ 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის 1.1 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ალიანსის განცხადების თანახმად, კონტრაქტით ნაყიდი ჭურვების ნაწილი უკრაინას მიეწოდება. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართული ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის ომი საბრძოლო მასალაზე დაფუძნებულ ბრძოლად იქცა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორია, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. […]

აღსრულების ბიურო უარყოფს კეკელიძეზე გაზის გამოყენებას და ძალადობაში აქტივისტებს ადანაშაულებს

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას არ გამოუყენებიათ ცრემლსადენი გაზი. მათი თქმით, თავად ბინაში მყოფებმა გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. “ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც […]

კეკელიძეზე დაკავებულებს შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიცაა

თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიცაა. როგორც მთივლიშვილის ადვოკატმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა რა დროსაც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს. მარიამ პატარიძის თქმით, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ წარმოადგენს, ვაკის პირველ სამმართველოში მთივლიშვილთან ერთად იმყოფება აქციაზე დაკავებული სულ მცირე ათი პირი. ადვოკატები და დაკავებულები ამ დროისთვის […]

რუსეთიდან საქართველოში იმპორტი შემცირდა, ექსპორტი გაიზარდა – რას ვიყიდეთ და გავყიდეთ?

რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს მცირედით, მაგრამ შემცირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ორ ქვეყანას შორის ბრუნვამ 2,401 მლრდ დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი 2,478 მლრდ დოლარი იყო. 2023 წელს შემცირდა რუსეთიდან იმპორტი, საქართველოდან ექსპორტი (მათ შორის ადგილობრივი) კი გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ რუსეთში 1,744 მლრდ დოლარის პროდუქცია იყიდა, 2022 წელს კი 1,835 მლრდ დოლარის. […]