2023 წელს საქართველოსთან საზღვრის 700 დამრღვევი დავაკავეთ – აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2023 წელს დეპარტამენტისა და რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა აფხაზეთ-საქართველოს დე ფაქტო საზღვარზე “სასაზღვრო კანონმდებლობის 700-ზე მეტი დამრღვევი” დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, დაკავებულებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის “სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე 15 სისხლის […]

“ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე” | IDF-ის ცნობით, ღაზაში ერთ დღეში 24 ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ “ჰამასთან” ომის დაწყების შემდეგ გუშინდელი დღე იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული, ქვეყანამ 24 ჯარისკაცი დაკარგა. ეს არის ყველაზე დიდი მსხვერპლი ერთ დღეში ისრაელის სამხედრო ძალებისთვის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ. მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი არ მიაღწევს “ტოტალურ გამარჯვებას”. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს. “ჩვენ უნდა ვისწავლოთ საჭირო […]

კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულია 20 პირი, დაწყებულია გამოძიება | შსს-ს განცხადება

კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების დროს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 18, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით, 2 პირი დააკავა. უწყყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მოქალაქეებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით და ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთები. გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების […]

რუსეთის თავდასხმა კიევზე, ხარკოვსა და პავლოგრადზე | მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა იზრდება

რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ, კიევზე, ხარკოვსა და პავლოგრადზე, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დედაქალაქში დაშავებულია 22 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ხარკოვში დაღუპულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულთა რიცხვი კი 50-ს აჭარბებს და მათ შორის არიან ბავშვებიც. კიდევ ერთი დაღუპულია პავლოგრადში. ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევის დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, ხარკოვში ტერაქტის […]

13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო. კომენტარზე უარი თქვა ბრალდებულის ადვოკატმა გია ფარადაშვილმა. თავად ბრალდებული ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონში, ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე, მამიდის ქმარმა 13 […]

უახლოეს მომავალში დაიწყება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი – ჯანდაცვის სამინისტრო

ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზეა მიღებული. “პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარებულმა კვლევებმა, კლინიკაში არსებული რთული ვითარება […]

13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც 13 წლის არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაშია ბრალდებული. კაცი ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში კომატოზური მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო. კომენტარზე უარი თქვა ბრალდებულის ადვოკატმა გია ფარადაშვილმა. გამოძიება კაცს გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება. შინაგან საქმეთა […]

ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში არ გააუმჯობესებს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნება, სავარაუდოდ, ვერ მოახდენს გავლენას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე. ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ “უგულებელყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრავალი კეთილი ნების ჟესტი”. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ჰქონდა მხედველობაში. რუსი მინისტრი ირწმუნება, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დიდი […]

“ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან” – ხაბეიშვილი გამოსახლებაზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის ძალით გამოსახლებას ეხმაურება. მისი თქმით, გამოსახლების პროცესში მონაწილე ყველა პირმა, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და ადამიანის უფლებები შელახა. “პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა მევახშე ბანკირმა, როგორ გამოიყვანა ძალით, როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვაში. ამიტომ, არჩევანი არის უმარტივესი – აქეთ, ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე, იქით ევროპული ცივილიზაცია, […]

აღსრულების ბიურო უარყოფს კეკელიძის ქუჩაზე ბინიდან გამოსახლებისას გაზის გამოყენებას

აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღსრულების პოლიციამ ბინის მეპატრონისა და მისი მხარდამჭერების შენობიდან გამოყვანისას მათ წინააღმდეგ გაზი გამოიყენა. განცხადების მიხედვით, „ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და […]