მესტიაში, ქუჩაში ერთი გავლაც კმარა იმის გასაგებად, რომ ტურისტების აქტივობა დაბალია – სასტუმრო „ბუდე“

როგორ მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონი სვანეთში? – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ „ბუდე მესტიას“ დამფუძნებელმა, თათია თეთრაშვილმა ისაუბრა. „წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონი მესტიაში არ გამოირჩევა განსაკუთრებული დატვირთვით, რაც ალბათ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებით არის განპირობებული. ახლა მესტიაში უფრო არაბული და აზიური ქვეყნებიდან აქტიურობენ ტურისტები, თუმცა მათი ვიზიტები ხანმოკლეა, რადგან სათხილამურო სპორტით არ არიან დაკავებული“, – […]

კასპის საკრებულოში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და სხვა ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე საჩივარი ევროსასამართლოში გაიგზავნა

“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე და სხვა ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. საუბარია 2022 წლის თებერვალში, კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც გიორგი ახალკაცი და მისი ოპერატორი პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს საჯარო სხდომიდან იძულების წესით სამართალდამცველებმა და საკრებულოს წევრებმა გააძევეს. ინციდენტის დროს, დაშავდა ჩვენი კორესპონდენტი და ასევე დაზიანდა “მთავარი არხის” აპარატურა. […]

უკრაინული მხარე – რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 24 იანვარს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ჯერ არ ხდება – ინფორმაცია, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში შესაძლოა უკრაინელი ტყვეები ყოფილიყვნენ, გადამოწმების პროცესშია

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 24 იანვარს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჯერ ეს არ ხდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა. „მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ ხდება“, – განაცხადა ანდრეი იუსოვმა. სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, რუსული მხარის მიერ გავრცელებული […]

ბექა ბასილაია – 7 ნოემბრის საქმეში არანაირად არ დგინდება, რომ მძიმე დაზიანებები, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ ბრძანებებს უკავშირდებოდა

7 ნოემბრის საქმეში არანაირად არ დგინდება, რომ მძიმე დაზიანებები, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ ბრძანებებს უკავშირდებოდა, – ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ეს ფაქტი გამოძიების პრობლემაა და პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს. „ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ მოწმეების დაზიანებებს, რომელთა ჩვენებებიც დღეს მოვისმინეთ, არაფერი ამართლებს. ადამიანურად […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს 06:00-დან 06:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის და თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, ნაფეტვრები, თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსანი, ძველი ქანდა, ციხისძირი, არაშენდა, გალავანი, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს სოფელ […]

“სანამ ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი, ბანკებისთვის მევახშეს არ ვაძახებინებდი” – გოცირიძე

სანამ ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი, ბანკებისთვის მევახშეს არ ვაძახებინებდი და არც სიტყვა “მევახშის” გამოყენება ხდებოდა იშვიათი შემთხვევების გარდა. როდესაც საპენსიო პროგრამა მოვამზადეთ და განვაცხადეთ, რომ 2024 წლისათვის პენსია იქნებოდა 400 ლარი, იყო სურვილი გვეთქვა 500( პარტიის ნომერს ჰგავს) ან ათასი და ა. შ. არ დავუშვი ეს. რეალისტური რიცხვი დავწერეთ. ამაზეც მოგვდგა ხელისუფლება და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, […]

დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ფეიკებისთვის“ ქონების კონფისკაციის შესახებ

შესწორებას მხარი დაუჭირა 395-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო. სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ არსებული ზომები არ არის საკმარისი „არამზადების წინააღმდეგ საბრძოლველად“. მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ. „ნებისმიერი, ვინც შეეცდება, ზარალი მიაყენოს სამშობლოს, ყველაფერს დაკარგავს და ძაღლივით მოკვდება იქ, ჩვენი ქვეყნის გარეთ“, – ახსნა მან კანონპროექტის აზრი. დოკუმენტი სახელმწიფო დუმაში […]

საქართველოს ჩინეთში ახალი ელჩი ჰყავს – პაატა კალანდაძე

საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ელჩი ჰყავს – პაატა კალანდაძე. ელჩმა კალანდაძემ ამ პოზიციაზე ჩაანაცვლა ელჩი არჩილ კალანდია, რომელიც პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. 2023 წლის ივლისში, როდესაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას, საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, საქართველოს ელჩი სწორედ არჩილ კალანდია იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ელჩის შეცვლა როტაციის […]

2023 წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობამ 4,3 მლნ-ს გადააჭარბა – აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის მზარდი სტატისტიკისა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების შესახებ იმსჯელეს. აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონისთვის ტურისტული თვალსაზრისით 2023 წელი იყო გამორჩეული. აჭარამ შეძლო სრულად აღედგინა როგორც ვიზიტორთა ნაკადები, ასევე, გაეზარდა შემოსავლები ტურიზმიდან. სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი […]

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ […]