ოლაფ შოლცი – ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის

ევროპელებმა მნიშვნელოვნად უნდა გააფართოონ უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა. “ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად… სახსრები, რომლებიც ევროპულმა ქვეყნებმა 2024 წლისთვის გამოყვეს, ჯერჯერობით არასაკმარისად დიდია”, – განაცხადა შოლცმა. გერმანიის კანცლერი იმის განხილვის მოწოდებით გამოვიდა თუ როგორ შეუძლია ყოველ ქვეყანას კიევის “დახმარების მნიშვნელოვნად გაფართოება.” მან ასევე აღნიშნა, […]
უკრაინის გენშტაბი: გავაგრძელებთ ზომების მიღებას რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, მათ შორის ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების განადგურებას, რომლებიც რაკეტებს აწვდიან ბელგოროდის აეროდრომზე ხარკოვისა და ხარკოვის რეგიონის დაბომბვის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გენშტაბის განცხადებით, მხოლოდ გასულ კვირაში მტერმა ხარკოვის ოლქზე 19 სარაკეტო შეტევა განახორციელა და რუსებმა გამოიყენეს 26 S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 3 BR […]
“17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩემზე ფიზიკურად იძალადა ცოტნე გამსახურდიამ” – სოფია ჩიკვილაძე

მოდელი, ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფია ჩიკვილაძე, სოციალურ ქსელში, წერს: “17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩემზე ფიზიკურად იძალადა ცოტნე გამსახურდიამ. 36 წლის ვარ და დღემდე ნათლად მახსოვს… სარკეს ვერ ვიტან, იმიტომ რომ პირველი რაც მახსენდება იმ დღიდან… დამწვარი, კოლხური კოშკის აბაზანაში საკუთარი თავის ჩაკეტვა და სარკეში ჩემი დასახიჩრებული, დასისხლიანებული სახის დანახვაა …. შემდეგ მახსოვს კარის […]
Vivobarefoot-მა ბიო-დეგრადირებადი ფეხსაცმელი შექმნა – The Guardian

ფეხსაცმელი ძირითადად შედგება სინთეზური ქსოვილისგან, რეზინისგან, პლასტმასისა და ლითონისგან და ძალიან რთულია გადასამუშავებლად. გამოყენების შემდეგ, ფეხსაცმლის უმეტესობა ნაგავსაყრელზე ხვდება და შეიძლება ასობით წელი დასჭირდეს მის დეგრადირებას.ამ პრობლემის გადაჭრაზე მსოფლიოში უკვე მუშაობენ. ლონდონში დაფუძნებული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Vivobarefoot-ი Balena-სთან გაერთიანდა და ფეხსაცმლის ახალ, კომპოსტირებად მოდელზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მათ ერთად შეიმუშავეს ფეხსაცმლის […]
თბილისის მერია – ნალექის გამო თბილისის რამდენიმე რაიონში გზები გაიწმინდა

დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში გზები თოვლისგან გაიწმინდა. თბილისისი მერიის ცნობით, შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით ტექნიკური მარილი დაიყარა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, სოფელ დიდგორში და სოფელ თელოვანში. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, დედაქალაქის სხვა რაიონებშიც უზრუნველყოფს. გზების გაწმენდის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი […]
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პოლონეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი კონსულტაციები მარტში გაიმართება

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პირველი პოლონეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი კონსულტაციები მარტში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტუსკის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ევრო-2012-მდე უკვე იმართებოდა. განახლებულ კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად, სოფლის მეურნეობის თემასაც განიხილავენ. “ჩვენ ვუბრუნდებით ამ პრაქტიკას. შემდეგი მსგავსი შეხვედრები ვარშავაში მარტის მეორე ნახევარში გაიმართება. ეს არის ის, რაზეც ადრე […]
შეთანხმება საუდის არაბეთის საფეოსთან – საკოორდინაციო საბჭო საქართველოსა და არაბეთის სამეფოს შორის

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქმნება. შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ, 24 იანვარს გაიმართა. საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა. მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და მეგობრობას გაუსვეს ხაზი. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების გაღრმავების […]
ჩაიში მარილის დამატების ამერიკელი პროფესორის რჩევა გაუგონარია – აშშ-ს საელჩო ლონდონში

ლონდონში აშშ-ს საელჩომ განცხადება X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) მას შემდეგ გაავრცელა, რაც ამერიკელმა მეცნიერმა ხალხს ჩაიში მწიკვი მარილის ჩაყრა ურჩია. ამერიკელმა ქიმიის პროფესორმა მიშელ ფრანკლმა ჩაის მოყვარულები ასევე დაარიგა, რომ ჩაის პაკეტები ჭიქაში სწრაფად ჩაძირონ და შემდეგ გამოწურონ. “ჩაი მეგობრობის ელექსირი და წმინდა კავშირია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს აერთიანებს”. – წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში: “ჩვენ არ შეგვიძლია […]
ბოინგის თვითმფრინავს აფრენამდე ცხვირის ბორბალი მოძვრა

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, Boeing 757 სამგზავრო თვითმფრინავს ცხვირის ბორბალი, აფრენისთვის მზადებისას მოძვრა. ეს „დელტას“ ავიახაზების დაგეგმილი ფრენის წინ, ატლანტის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ამას წინ ფედერალური მარეგულირებლების მიერ “ბოინგის” თვითმფრინავების გაძლიერებული შემოწმების პროცესს უძღოდა წინ, რომელიც თავის მხრივ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ალასკის ავიახაზების Boeing 737 MAX 9 თვითმფრინავს ფრენისას კარის პანელი მოძვრა. ინციდენტის […]
დენის შმიჰალის თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებებს მიაღწია “ახალი პრაგმატიზმის” პოლიტიკის ფარგლებში

უკრაინას გადაწყვეტილი აქვს, ორივე მხარისთვის მომგებიანი ურთიერთობები ააწყოს სლოვაკეთის მთავრობასთან, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 24 იანვარს. ასეთი კომენტარი გააკეთა მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ. „მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გადაწყვეტილი გვაქვს, სლოვაკეთის მთავრობასთან ჩამოვაყალიბოთ ‘ახალი პრაგმატიზმის’ პოლიტიკა, რაც ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს“, – განაცხადა მან. მან იმედი გამოთქვა, რომ ფიცოსთან შეხვედრა „ახალ გვერდს დაიწყებს“ […]