Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო 1 წელში $25 მილიონით გაიზარდა

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბოლო ერთ წელში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ქონება 25 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამავე ინდექსზე დაყრდნობით, 2024 წლის 25 იანვრისთვის ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდი დოლარია. Bloomberg-ის ინდექსში რანკირებულია მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანი. ჩამონათვალში ივანიშვილი 382-ე ადგილზეა. ინდექსში ასევე ნათქვამია, რომ ქონების უდიდესი ნაწილი – $5.58 მილიარდი ივანიშვილს ფულადი სახით […]

ნიდერლანდების პროკურატურა ფეხბურთელ ქუინსი პრომსისთვის 9 წლით პატიმრობას ითხოვს

32 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს, ქუინსი პრომსს ამსტერდამის სასამართლომ შესაძლოა პატიმრობა მიუსაჯოს. პროკურატურამ სასამართლოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთის თხოვნით ცოტა ხნის წინ მიმართა. პროუმსს ბელგიის საპორტო ქალაქ ანტვერპენიდან ნიდერლანდებში 1 361 კგ კოკაინის კონტრაბანდა ედება ბრალად. პროკურატურის ინფორმაციით, პრომსთან ერთად კონტრაბანდაში კიდევ რამდენიმე პირია გარეული, მათგან ყველა დაკავებულია. პრომსი მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელია და ის რუსეთში რჩება, […]

პერმელ დეპუტატს, რომელმაც პუტინს ურჩხული უწოდა, მანდატი ჩამოართვეს და პარტიიდან გარიცხეს

ქალაქ პერმის დუმის დეპუტატს, სერგეი მედვედევს, რომელმაც პუტინს ურჩხული უწოდა, მანდატი ჩამოართვეს, მოგვიანებით კი რუსეთის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს. 31 დეკემბერს მედვედევმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ანტისამთავრობო პოსტი: “დაე ჩაძაღლდეს ის, ვინც ეს სისხლიანი სასაკლაო წამოიწყო! დაე რისხვა დაატყდეთ მათ, ვინც ასიათასობით ადამიანი გააუბედურა! საშინელი სანახავია, თუ რად იქცა რუსეთი. მოტყუებულო, საკუთარი ბოღმისგან გაგიჟებულო ხალხო, გონს მოდით! […]

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა

2024 წლის 25 იანვარს, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს ხელმძღვანელს, ასელ ჯუსუპბეკოვას შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს მრჩეველი დევიდ გარიგოს-სოლივა, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ოფიცერი რეიჩელ ობფენდა. მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ღონისძიებები. როგორც ცნობილია, წელს 2-5 მაისს, საქართველო პირველად უმასპინძლებს […]

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა, რომელიც საარჩევნოდ რჩებათ, საბოტაჟისა და პროვოკაციების მოწყობაა, ამომრჩევლის იმედი მათ არ აქვთ, რომ ხმათა სერიოზული რაოდენობა მოიპოვონ

“თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას და არათანმიმდევრულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა, რომელიც მათ რჩებათ საარჩევნოდ, არჩევნების დროსა და არჩევნების შემდეგ გახლავთ საბოტაჟისა და პროვოკაციების მოწყობა”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რადიკალურ ოპოზიციას ამომრჩევლის იმედი, რომ ხმათა სერიოზული რაოდენობა მოიპოვონ არ აქვს, შესაბამისად, რჩებათ პროვოკაციები. “თუ ოპოზიციის ხელმოცარულობას და არათანმიმდევრულობას დავაკვირდებით, ერთადერთი გზა, რომელიც მათ რჩებათ […]

სოფელ ლაშისღელეში სადრენაჟე სისტემა იწმინდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშისღელეში სადრენაჟე სისტემა იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან 1,7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს, დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების […]

ევროპაში ახალი მანქანების გაყიდვები 13,9%-ით გაიზარდა

2023 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვები ევროპაში 13,9%-ით გაიზარდა და 10,5 მლნ ერთეული შეადგინა. გაყიდული მანქანების უმეტესობა ჰიბრიდული, ელექტრო და ბენზინის მოდელებია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია (ACEA) ავრცელებს. გასულ წელს ევროკავშირის ყველა ბაზარი გაიზარდა უნგრეთის გარდა (-3,4%). კერძოდ, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის ბაზრებმა 2022 წელთან შედარებით ორნიშნა ზრდა დააფიქსირა. თუმცა, გერმანიის ავტომობილების ბაზარი […]

კომპანიამ, რომელსაც მერიამ წერეთლის რეაბილიტაციის კონტრაქტი გაუწყვიტა, კასპის გზის 15 მილიონიანი ტენდერი მოიგო

კომპანიას, რომელსაც წერეთლის გამზირზე არასათანადოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის მერიამ კონტრაქტი დროზე ადრე გაუწყვიტა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩააბარა. სწორედ შპს ერ ტე დე-მ გაიმარჯვა უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში და ამ კომპანიასთან გაფორმდა 18 იანვარს 14.9 მილიონიანი პროექტზე ხელშეკრულება. კომპანიას ახალი კონტრაქტის შესასრულებლად ვადად 456 დღე აქვს განსაზღვრული. ტენდერის […]

“კობახიძის გააქტიურების მიზანია მევახშეების, სესხების და ეკონომიკის თემების გადაფარვა” – ანა დოლიძე

კობახიძის გააქტიურების მიზანია მევახშეების, სესხების და ეკონომიკის თემების გადაფარვა. ციფრებს აბრახუნებს რომ ოპოზიცია აყვეს და ნამდვილი თემები დაავიწყდეს ხალხს. ესაა ამათი ერთი ჯგუფის ეკონომიკა და არა #ეკონომიკახალხისთვის გარეთ -3 გრადუსია. ამიტომ რიკოს სახლში ეძინა და ახლაც ცოცხალი თავით არ გადის. და ესენი ბავშვებს აგდებდნენ ქუჩაში, სანამ ერთი ამბავი არ ატყდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქართული ოცნება […]

“კეკელიძეზე ოჯახის გამომსახლებელი მევახშე გადასახადებს იხდის? თუ “ფულის კეთება” არ იბეგრება ამ ქვეყანაში?” – გვარამია

ვამტკიცებთ: მევახშეს თუ დამატებითი რეგულაციები დაუწესდა (საპროცენტო ზღვარი, აღსრულების რაციონალური წესი და ა.შ.), ფულს საერთოდ აღარ გაასესხებენ და უკიდურესი საჭიროების ხალხი დარჩება უფულოდ ვპასუხობ: და აბა რას იზამენ მევახშეები, რამე სხვა იციან, უკეთესად დააბანდებენ ფულს თუ რამე ახალს მოიფიქრებენ? არა – ნაკლები შემოსავლით გააგრძელებენ იგივე ბიზნესს. არავინ არ ითხოვს აკრძალვას, ნორმალურ პირობებში მოქცევას ვითხოვთ. ისიც […]