ექიმი თენგიზ წულაძე – მიხეილ სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს – მნიშვნელოვანია ფსიქიატრის ჩარევა, გამოხატულია შფოთვა და დეპრესია

სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრის, ექიმ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტაბილური არ არის, შესაბამისად, თუკი მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ, უკან მალევე დააბრუნებენ. აღნიშნულის შესახებ წულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც მან განმარტა, სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. „ზოგადად, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, წონაში მატებაა, მაგრამ ნევროლოგიური სტატუსის თვალსაზრისით მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის, წინა გამოკვლევებს ახალი შევადარეთ […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული აქცია – „თავისუფლება კაკოს და გიოს“ დასრულდა, თუმცა, თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული პროტესტს აგრძელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული აქცია – „თავისუფლება კაკოს და გიოს” დასრულდა. პროტესტს აგრძელებენ თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული. სტუდენტების განცხადებით, ისინი კანცელარიიდან იქამდე არ გამოვლენ, სანამ უნივერსიტეტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო მორატორიუმის გამოცხადება გამოსახლებაზე, ასევე კაკო ჩიქობავასა და გიორგი […]

ირაკლი ქადაგიშვილი – პროვოკაციული ხასიათის კანონპროექტები უმრავლესობის მხრიდან არ განიხილება

რა თქმა უნდა, პროვოკაციული ხასიათის კანონპროექტები უმრავლესობის მხრიდან არ განიხილება – ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მიმართულებით მოქმედი კანონი თავსებადია ევროპის საუკეთესო სტანდარტებთან, ხოლო ევროპული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საუბარია გარკვეული საკითხების დახვეწაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში განმარტა, „საქართველოს ისეთი სისტემების შექმნა არ სჭირდება, რაც განადგურებული სახელმწიფოებისთვის არის საჭირო“. […]

ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე – „ნეტარ არიან მორწმუნენი“, მე ნაკლებად მწამს, რომ ასე მოკლე ხანში ფერი ეცვალოთ – მოვუწოდებთ მათ, დასხდნენ მაგიდასთან

„ნეტარ არიან მორწმუნენი“, მე ნაკლებად მწამს იმის, რომ ასე მოკლე ხანში ფერი ეცვალოთ – ვფიქრობ, ეს იქნება პოპულიზმის მორიგი პლატფორმა მათთვის [ოპოზიციისთვის], – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ 9 დათქმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ნაკლებად სწამს იმის, რომ ოპოზიცია თავის აქტივობებს კონსტრუქციულ და კოლეგიალურ ჭრილში გადაიტანს. „მე ვფიქრობ, ეს […]

საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობის საქმე – სახელმწიფოს 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა

საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობის საქმის არაეფექტიანად გამოძიების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს. საქმე ეხება 2017 წელს ერთ-ერთ საჯარო ბაღში აღმზრდელის მიერ ბავშვზე ძალადობის ფაქტს, რაზეც ბავშვის მშობელმა მიმართა პოლიციას, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. 2018 წელს მოითხოვეს […]

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მდინარეები ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და […]

„მუდმივად ცვივა სამშენებლო ელემენტები, ფასადი დაშორებულია საყრდენ კედელს“ – შრომის ინსპექცია რესპუბლიკური კლინიკის შესახებ

იმ ფონზე, როცა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, შრომის ინსპექციის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოლო შემოწმების დეტალებს ასაჯაროებს. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მოკვლევის ოქმის თანახმად, გასული წლის 28 დეკემბერს შრომის ინსპექციის სამსახურში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კლინიკის მაღლივი სართულებიდან ფასადის ფრაგმენტების ცვენა დაიწყო. სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და თანამშრომლებს გაესაუბრნენ. […]

საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება – კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია – All Star-ი გაიმართება. All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს. ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ […]

ჰერჩინსკი: დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველოს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ EU-ს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის

ჰერჩინსკი: დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველოს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ EU-ს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია და საქართველოს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. ასე რომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს გულისთვის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის”, – ეს […]

2023 წელს, აქციებისას გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

2023 წელს, აქციებისას გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებაა საუბარი . დოკუმენტში აღწერილია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა სამართალდამცველების მხრიდან. 2023 წელს გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა – აქციებში მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით გამოიკვეთა პოლიციელთა […]