საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის (ბაქო) საპატიო დოქტორის წოდება ორ უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობისთვის მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუ-ის რექტორს საპატიო ჯილდო აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის რექტორმა, […]

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. „ჩვენ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა ყველა მიმართულებით. შეიძლება ითქვას, დე ფაქტო, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და […]

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციისთვის მერიამ 13-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

თბილისის განვითარების ფონდმა ნარიყალას ციხის რეაბილიტაციისთვის 13 162 286-ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 11-დან 16 თებერვლამდეა შესაძლებელი. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწად-ნახევარში უნდა დასრულდეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისისთვის ნარიყალა უკვე რეაბილიტირებული უნდა იყოს. პროექტის მიხედვით უნდა გაკეთდეს: · სამხრეთის და აღმოსავლეთის კლდოვანი ქარაფის, ქვაცვენის შეჩერების პრევენციული ღონისძიებების სათანადო უჟანგავი ბადის […]

ღარიბაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად საქართველო მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმედის თვალით უყურებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას. “ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია შევიტანოთ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებს და ხალხებს მოუტანს სარგებელს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით და […]

ოთარ შამუგიამ და სანდრა გალინამ იმ პროგრესზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია

ოთარ შამუგიამ და სანდრა გალინამ ის პროგრესზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის; ევროკომისიის 2023 წლის 11 ნოემბრის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის დოკუმენტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი ყველა იმ ღონისძიებისა და საჭიროების იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც […]

სახელმწიფომ 2015 წელს პრივატიზებული სანატორიუმი “მეშახტე” უკან დაიბრუნა

2015 წელს პრივატიზებული წყალტუბოს სანატორიუმი “მეშახტე” სახელმწიფომ შარშან უკან დაიბრუნა. აღნიშნული bm.ge-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომაც დაუდასტურა. წერილობით გამოგზავნილ პასუხში ქონების სააგენტოს მიზეზები არ განუმარტავს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა. სანატორიუმი “მეშახტე” სახელმწიფომ 2015 წელს კომპანია “ქეი ბი ფი თბილისს” მიჰყიდა 2.5 მილიონ ლარად, იმ პირობით, რომ […]

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ მან საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ასევე, გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, […]

„სხვადასხვა ჯგუფები უკავშირდებიან მგზავრებს და დაგვიანებულ რეისთან დაკავშირებით ავიაკომპანიასთან შუამავლობას და კომპენსაციის აღებას სთავაზობენ” – განცხადება

„სხვადასხვა ჯგუფები უკავშირდებიან მგზავრებს და დაგვიანებულ რეისთან დაკავშირებით ავიაკომპანიასთან შუამავლობას და კომპენსაციის აღებას სთავაზობენ” – განცხადება „სხვადასხვა ჯგუფები უკავშირდებიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს და დაგვიანებულ რეისთან დაკავშირებით ავიაკომპანიასთან შუამავლობას და კომპენსაციის აღებას სთავაზობენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, აღნიშნულ ჯგუფებთან აეროპორტს არანაირი თანამშრომლობა არ აკავშირებს და მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. „მგზავრთა […]

საქართველომ და სომხეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

საქართველომ და სომხეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ განაცხადა 26 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თბილისში მიღებისას. „ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, არა მხოლოდ მეზობლები, არამედ მეგობრები, გვაქვს კარგი პარტნიორობა ყველა მიმართულებით. დე ფაქტო ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები. დღეს კი ეს მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული […]

გაეროს უმაღლესი სასამართლო ავალებს ისრაელს, მიიღოს ზომები გენოციდის აღსაკვეთად

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) გადაწყვიტა, რომ ისრაელმა უნდა „მიიღოს ყველა ზომა, რაც შეუძლია“, რათა თავიდან აიცილოს ყველა ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში. ასევე, მიიღოს სასწრაფო ზომები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 26 იანვარს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებმა არ დაავალეს ისრაელს ღაზას სექტორში სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვიტა, როგორც ამას სამხრეთ აფრიკა ითხოვდა. თუმცა სასამართლომ მხარი დაუჭირა […]