რუსეთმა მწერალ ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ბორის აკუნინზე (გრიგორი ჩხარტიშვილი) ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Mediazona ავრცელებს. გასული წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა აკუნინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე “ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების” გამო აღძრა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აკუნინი ე.წ. უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა, საფინანსო სადამკვირვებლო ორგანომ კი – ტერორისტებისა […]
CIA-ის ხელმძღვანელი პარიზში შეხვედრებს გამართავს ღაზის გარშემო მოსალაპარაკებლად
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი „ახლო მომავალში“ პარიზში გამართავს ისრაელის, კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რათა მიღწეულ იქნეს შეთანხმება აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასთან ღაზის სექტორში ომის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო AFP-ს უშიშროების სფეროში წყარომ აცნობა. წყარომ იმ ქვეყნიდან, რომელიც ჩართულია მოლაპარაკებაში, დაადასტურა The Washington Post-ის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი, […]
სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელზე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
აღიარებს რა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადამწყვეტ როლს, კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაში, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გაეროს უმაღლესი სასამართლოს მიერ ისრაელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ამერიკის შეხედულებებთან თანხვედრაშია და მათი “თანმიმდევრულია”, – განცხადება 26 იანვარს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესოფისმა გაავრცელა. “ჩვენ მუდმივად გარკვევით ვაცხადებდით, რომ ისრაელმა უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა მინიმუმზე დაიყვანოს სამოქალაქო ზიანი, გაზარდოს […]
ევროკავშირი ემზადება უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანსპორტირების შეწყვეტისთვის
ევროკავშირი ემზადება იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება არ გაგრძელდეს. კონტრაქტს ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება ამ თემის განხილვაში მონაწილე წყაროებზე დაყრდნობით, წერს „ევროპული პრავდა.“ ცნობით, ევროკომისიის თანახმად, ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული რუსულ აირზე, როგორიცაა ავსტრია და სლოვაკეთი, შეძლებენ ალტერნატიული წყაროების მოპოვებას მიწოდების […]
სენაკში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სენაკში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული 28 წლის პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდება, რასაც მას ედავებიან, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული პარასკევს, 26 იანვარს სენაკში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, „ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“. პოლიციის თანახმად, ის ყაჩაღობიდან რამდენიმე […]
პრეზიდენტის თქმით, მას ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობამ მას არ მისცა შესაძლებლობა, შეხვედროდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მისთვის ემასპინძლა. „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე. „ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების […]
გიორგი გრიგოლია – მიხეილ სააკაშვილი იგივე სტრესში იმყოფება, იგივე ბადრაგები ჰყავს, იგივე ოთახშია, გარეთ არ გადის – ისევ არის მივარდნილი, წონასწორობას ადვილად კარგავს, მეხსიერება კვლავ არის დაქვეითებული
მიხეილ სააკაშვილი იგივე სტრესში იმყოფება, იგივე ბადრაგები ჰყავს, იგივე ოთახში ზის, გარეთ არ გადის, წელიწად-ნახევარია სუფთა ჰაერზე არ ყოფილა – იმ გარემოში, სადაც იმყოფება, ამ პირობებში ბოლომდე გამოჯანმრთელება შეუძლებელია,- ამის შესახებ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, წონაში […]
აზერბაიჯანში სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავების საწარმოს შექმნა იგეგმება
Global Force Technology-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ შეიმუშავა პროექტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე თვითმფრინავების ძრავების და მცირე სამოქალაქო თვითმფრინავების წარმოების შესაქმნელად. პროექტის მიზანია წარმოების დამკვიდრება ინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოს საუკეთესო მწარმოებლებთან თანამშრომლობით.კომპანია Global Force Technology ამ პროექტს ორი წელია ავითარებს, რა დროსაც საერთაშორისო პარტნიორებთან არაერთი კონტრაქტი დაიდო. ბაზრის კვლევის საფუძველზე, წარმოება პირველი იქნება რეგიონში და მისი […]
გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, 3 800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა – „თბილისი ენერჯი“
მესამე პირის დაუდევრობის გამო, გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად 3 800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გაზმომარაგება სრულად 27 იანვრის 10:00 სთ-დან აღდგება. „გაცნობებთ, რომ მესამე პირმა დაუდევრობით გაზგამანაწილებელი ქსელი დააზიანა, რის გამოც გაზის ქსელში წყალი მოხვდა. შედეგად, დღეს, 26 იანვრის 18:00 სთ-დან გაზის მიწოდება […]
ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის, ქვანახშირის და ნავთობპროდუქტების წარმოება შემცირდა
ელექტროენერგიის მთლიანმა წარმოებამ 2023 წლის ნოემბერში 1003.4 გვტ.სთ შეადგინა (ოქტომბერში 1043.4 გვტ.სთ იყო), საიდანაც თბოელექტროსადგურებზე 363.6 გვტ.სთ, ჰიდროელექტროსადგურებზე 633.4 გვტ.სთ, ხოლო ქარის ელექტროსადგურზე 6.4 გვტ.სთ მოდიოდა. ელექტროენერგიის შიდა მიწოდებამ 1 032.2 გვტ.სთ შეადგინა, ხოლო იმპორტმა 466.7 გვტ.სთ, რაც შეეხება ექსპორტს ეს მაჩვენებელი 386,3 გვტ.სთ იყო. გასული წლის ნოემბერში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1.3 მლნ.მ3 შეადგინა (ოქტომბერში […]