მიხეილ სარჯველაძე – ვინც ნამყოფია მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში, როგორ შეიძლება თავს უფლება მისცეს და თქვას, რომ საქართველო ჩამორჩება რომელიმეს, გაუგებარია
სამწუხაროდ, არიან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლისთვისაც საკითხი ამგვარად დგას, რომ მათთვის არ არის პრიორიტეტული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ვიდრე მათთვის სასურველი ხელისუფლება არ იქნება საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა რითაც გამოეხმაურა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს. სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიდი შრომა ჩადეს იმაში, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი […]
მედია – გვატემალაში ძლიერ მიწისძვრა მოხდა
გვატემალაში ძლიერ მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიური უბედურება 108 კილომეტრის სიღრმეზე, გვატემალას დედაქალაქიდან 100 კილომეტრის მოშორებით მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილი დააზიანა, სადაც ბიძგებმა ათობით შენობა დააზიანა. გამოცემა წერს, რომ მიწისძვრის ბიძგები გვატემალას მეზობელ ქვეყანაში, სალვადორშიც იგრძნობოდა. ამ დროისათვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
რომის ისტორიულ ცენტრში დათო მაღრაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო “ბარაქიანი მიწა მსოფლიოს მრავალ ენაზე” გაიმართება
10 თებერვალს რომის ისტორიულ ცენტრში, ბიბლიოთეკა SPAZIO SETTE- ში დათო მაღრაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო “ ბარაქიანი მიწა მსოფლიოს მრავალ ენაზე” გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, პოემიდან ფრაგმენტები ქართულ, ესპანურ, ფრანგულ, ინგლისურ, შვედურ, იტალიურ და თურქულ ენებზე გაჟღერდება.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა
“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში” სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა რექტორს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც მიზნად ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს.
სარჯველაძე ზურაბიშვილზე: თავადაც იცის, ფაშინიანთან შეხვედრასთან ის არაფერ შუაში იყო
თვითონ ზურაბიშვილმაც გადასარევად იცის, რომ ის აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო ამ შეხვედრასთან, ან ამ ვიზიტთან დაკავშირებით. იცის ასევე ისიც, რომ, რეალურად, ხელის შეშლისთვის თუ გამოიყენებდა რაიმეს, თორემ ისე გასაგებია, რომ ეს იყო წარმატებული ვიზიტი, წარმატებული თანამშრომლობის რეზულტატები, რომელიც იხილა საზოგადოებამ და არ ვიცი, მას კიდევ რით უნდა გაემდიდრებინა ყველაფერი ეს, მე მგონი, თვითონაც ამასთან დაკავშირებით […]
სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაამტკიცა
თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების შემდეგ, აშშ-ში ანკარისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდების პროცესი გააქტიურდა. 26 იანვარს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის თურქეთისთვის მიყიდვა დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესს გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია, შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტებზე ერდოღანის მიერ ხელის მოწერის შემდეგ, […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტს ხელმძღვანელობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტს ხელმძღვანელობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტს ხელმძღვანელობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუშაო ვიზიტის მიზანია ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო მართვის და საფრთხეების შემცირების საკითხებში […]
თსუ-ის სტუდენტებს მეორე დღეა უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტისას დაკავებულ ლექტორს უჭერენ მხარს, მეორე დღეა, დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ. დემონსტრანტების თქმით, რექტორი სამუშია წუხელ რამდენიმე მათგანს შეხვდა და უთხრა, რომ თსუ-ის სტუდენტებს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება სხვა აუდიტორიაში, რაც კანცელარიას ყველანი დატოვებენ და „ძალადობას შეწყვეტენ“. დემონსტრანტებმა ეს მოთხოვნა არ გაიზიარეს […]
ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი ერთი საათით გაიფიცა
ჭიათურელმა მაღაროელებმა გუშინ ღამით, ერთსაათიანი გაფიცვით სოლიდარობა გამოუცხადეს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებულ კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას. ვიდეომიმართვაში, რომელიც მოძრაობა „ხმამ“ გაავრცელა, მაღაროელების ჩიქობავასა და ხასაიასთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. „ეს პროცესი გაგრძელდება, გადაედება სხვა ვახტებსაც. აქცია მოიცავს მთელ საქართველოს და ვნახოთ, რამდენად უღირთ ამ ორი ადამიანის პატიმრობა მთელი საქართველოს გადატრიალების ფასად“, — ამბობს მაღაროელი ტარიელ […]
“ლივერპულში” კლოპის შემცვლელის კანდიდატები ცნობილია
ჟურნალისტი პოლ ჯოისი წერს, რომ “ლივერპულში” იურგენ კლოპის შეცვლის მთავარი კანდიდატი შესაძლოა “ლევერკუზენის” ამჟამინდელი დამრიგებელი ჩაბი ალონსო იყოს. The Athletic-მა კი 8 ადამიანის სია შეადგინა, ვინც შეიძლება გერმანელი “ენფილდზე” ჩაანაცვლოს. ესენი რობერტო დე ძერბი, მიჩელი, ტომას ფრანკი, სიმონე ინძაგი, უნაი ემერი, ენჯ პოსტეკოღლუ, იულიან ნაგელსმანი და სწორედ ზემოთ ნახსენები ჩაბი ალონსო არიან.