მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და, გარკვეულ ეტაპზე, მოვიწვიოთ ალიანსის სრულუფლებიან წევრად – სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ და, გარკვეულ ეტაპზე, უკრაინა ალიანსის სრულუფლებიან წევრად უნდა მიიწვიონ. სტოლტენბერგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში პუტინმა არ მიაღწიოს იმას, რაც სურს. “მე ნორვეგიიდან ვარ. ჩვენ საზღვარი გვაქვს რუსეთთან. როდესაც ნორვეგია ნატო-ს წევრი გახდა, საბჭოთა კავშირმა ამას პროვოკაცია უწოდა. ეს […]

ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლების კონკურსში საქართველოს ბანკის რჩეული გამოვლინდა

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ინიციატივას ახორციელებს და უჭერს მხარს. მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ფინანსური განათლების დონის ამაღლების და ამ მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის “ფინანსური განათლება სკოლაში” მხარდამჭერია. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 65-მა კონკურსანტმა მიიღო, მათგან კი ფინალურ ტურში 20 მასწავლებელი გადავიდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს […]

ნაცვლიშვილი: ლელო ხვალ წარადგენს გეგმას, როგორ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას 1 წელში

ლელოს მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში. ამას გავასაჯაროებთ და წარმოგიდგენთ პარლამენტში […] ქართულმა ოცნებამ 18 თვე დახარჯა არა ევროპული რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიაში… ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესებისა და კომისიების და და იმის კომისიების დრო. ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო, რომ საქართველო […]

ფოთის მერია – პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა

ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი. „პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქალაქ ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა . ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 2024 წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა – ირაკლი კობახიძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის არაერთი საზომი არსებობს, მაგრამ უმთავრესი საზომი მაინც მისი ეკონომიკაა, საკმარისია დახედოთ ქვეყნების სიას ერთ სულ მოსახლეზე ე.წ. PPP მთლიანი […]

საქართველო ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაზე – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენის საუკეთესო ახალ მონაწილედ დასახელდა

პირველად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. New York Travel and Adventure Show-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენის საუკეთესო ახალ მონაწილედ დასახელდა. 2-დღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდნენ. გამოფენის ფარგლებში, საქმიანი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან და მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. […]

ფოთს ორი ახალი ავტობუსი ჰყავს, მძღოლებს კი ხელფასი 30%-ით ეზრდებათ – ფოთის მერია

ქალაქ ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა, – ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ფოთთან ერთად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი ავტობუსები 38 მუნიციპალიტეტს გადაეცა. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ 2024 წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების შრომითი ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ […]

“თუ ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე დასრულდება” – შირერმა რაშფორდზე ისაუბრა

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ალან შირერმა “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, მარკუშ რაშფორდის შესახებ ისაუბრა. ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, “მანკუნიანელთა” გარემარბი უდიდეს ტალანტს ფლანგავს და თუ ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე დასრულდება. “რაშფორდს უდიდესი ნიჭი აქვს, თუმცა რაღაცას არასწორად აკეთებს. საკუთარ თავზე კონტროლი უნდა დაიბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კარიერა მალე დასრულდება და ამას აუცილებლად ინანებს. […]

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: ინდოელები რუსები არიან, ისინი იქ რუსეთიდან მოხვდნენ

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბორის ნადეჟდინმა ფედერალურ არხზე ინდოელებს რუსები უწოდა. “საუკუნეების განმავლობაში ანგლოსაქსები ავიწროებდნენ ინდოელებს. და ინდოელები ჩვენი რუსები არიან, ისინი იქ(ინდოეთის ტერიტორიაზე) რუსეთიდან. კითხეთ დიდებულ რუს ანთროპოლოგ დრობიშევსკის. ინდოელები არიან რუსები, ისინი რუსეთში ცხოვრობდნენ”. – ამბობს ნადეჟდინი. პარტია სამოქალაქო ინიციატივისა და რუსეთის დუმის წევრი ნადეჟდინი პოზიციონირებს, როგორც “დამოუკიდებელი” კანდიდატი და ხშირად აკრიტიკებს რუსეთის მიერ […]