ექსკლუზივი: თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდა

ნახეთ ექსკლუზიური ინტერვიუ შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველ, ჰენრიკ ლანდერჰოლმთან შვედეთის ნატოში გაწევრიანების თემაზე; ასევე გაგაცნობთ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენის მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას; ევროპელი პარლამენტარები საქართველოს ევროკავშრთან დაახლოებაზე საუბრობენ.

გვარამია: განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან – მელიასთანაც, ჯაფარიძესთან და ხოშტარიასთანაც

მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, ის განიხილავს თანამშრომლობას ყველასთან. კერძოდ, გვარამიამ აღნიშნა, რომ განიხილავს თანამშრომლობას როგორც გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერ ზურა ჯაფარიძესთან, ასევე დროას ლიდერ ელენე ხოშტარიასთანაც და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან. განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, […]

მამუკა ხაზარაძე – ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს

ბიძინამ [ივანიშვილმა] ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს, – ამის შესახებ “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმურება მმართველ გუნდში მიმდინარე ცვლილებებს. ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „მისი დღეები დათვლილია“. „ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავმჯდომარის. ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, […]

რიში სუნაკი – ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს – მტკიცედ ვდგავართ, რათა რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას მივაღწიოთ

ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს“, – განაცხადა რიში სუნაკმა. რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციულებულ თავდასხმას გმობს. „ჩვენი მოკავშირეების გვერდით მტკიცედ ვდგავართ, რათა რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას მივაღწიოთ […]

ირაკლი ეძგვერაძე – ოლიგარქის „კარის თამაშებით“ მხოლოდ „ოცნების“ შიდა კონფიგურაცია იცვლება

ოლიგარქის „კარის თამაშებით“ მხოლოდ „ოცნების“ შიდა კონფიგურაცია იცვლება, ხალხისთვის – არაფერი,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, „ღარიბაშვილ-კობახიძის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“. „ამ გადანაცვლებით რა იცვლება რიგითი მოქალაქისთვის? ხელფასი ემატება კობახიძის გარდა ვინმეს? სამუშაო ადგილები ჩნდება? ემიგრაცია ბრუნდება? პენსია იზრდება? დანგრეული სკოლები რემონტდება? კორუფცია […]

ჯონ კირბი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კონსტრუქციულია

მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კონსტრუქციულია, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ვფიქრობ, სამართლიანია მათი როგორც კონსტრუქციულის დახასიათება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებისთვის კიდევ ერთი საფუძველი არსებობს, რომელსაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლების, მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანისა და ძალადობის დონის შემცირების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. […]

დავით ბერძენიშვილი – „ქართული ოცნების“ წარმატება გადის ოპოზიციის შესაძლო უვარგისობაზე, იმედი მაქვს, ოპოზიცია უკვე საკმარისად მოჭკვიანებულია

სიმბოლურია ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა. პრაქტიკულად ის გაუშვეს პოლიტიკურ პენსიაზე , – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ბერძენიშვილმა ისაუბრა მმართველ გუნდში ცვლილებებზე და განაცხადა, რომ ამით თბილისის მერი კახა კალაძე, „ნამდვილად არ იქნება ბედნიერი“. „ნუ დაგვავიწყდება, რომ არჩევნებზე ირაკლი ღარიბაშვილით არცერთხელ არ გასულა ბიძინა ივანიშვილი. პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი […]

თავდასხმა სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაზე – წმინდა მარიამის ტაძარში წირვის დროს 2 ნიღბიანი მამაკაცი შევიდა, მათ მიერ გახსნილ ცეცხლს მსხვერპლი მოყვა

შეიარაღებული თავდასხმა სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაზე, ადგილობრივი დროით 11:40 საათზე მოხდა. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ შევიდა წმინდა მარიამის ტაძარში წირვის დროს 2 ნიღბიანი მამაკაცი და ცეცხლი გახსნა. მესას 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. სამიზნე მხოლოდ ერთი ადამიანი იყო. 52 წლის, ეროვნებით თურქი მამაკაცი, რომელიც ნათესავების ინფორმაციით, ქრისტიანობის მიღებას აპირებდა და პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა. […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფმა კლინიკაში ხელმოწერების შეგროვება და სარჩელის მომზადება დაიწყო – მედიკოსები რეორგანიზაციის პროცესს აპროტესტებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფმა კლინიკაში ხელმოწერების შეგროვება და სარჩელის მომზადება დაიწყო. მედიკოსები სამედიცინო დაწესებულებაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესს აპროტესტებენ. აცხადებენ, რომ სტრუქტურული ცვლილებების ფონზე სამინისტროსთან მოლაპარაკებები ვერ შედგება და სამართლებრივ დავას აპირებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა იმ კლინიკების ჩამონათვალი, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს მუშაობის გაგრძელება შეუძლია. თუმცა, ამ ეტაპზე ექიმების ნაწილი სხვა კლინიკაში დასაქმებაზე უარს ამბობს. […]

იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – როგორი იქნება შტატების პასუხი

3 დაღუპული და 34 დაჭრილი სამხედრო – ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ობიექტს დრონებით გვიან ღამით შეუტიეს. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობა. ბაზაზე თავდამსხმელებმა მალევე მუქარა აშშ-ის პრეზიდენტისგან მიიღეს. ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა პასუხისმგებლობა ირანის მიერ […]