ჯეტურ საქართველო – ახალი ბრენდი ქართულ საავტომობილო ბაზარზე

ქართულ საავტომობილო ბაზარს ჯეტურ საქართველო ოფიციალურად შემოუერთდა. Jetour-ი ჩინური ავტოგიგანტის Chery-ს ქვებრენდია და 5-7 ადგილიანი SUV და ქროსოვერის ტიპის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზდება. Jetour-ის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში E-Motors Georgia წარმოადგენს. კომპანიის შოურუმი კი, ბელიაშვილის 49-ში მდებარეობს. ამ ეტაპზე მომხმარებელს Jetour X70-ს, Jetour X70 Plus-ის, Jetour X90 Plus-ისა და ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელის – Jetour Dashing-ის შეძენა […]
შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველი – საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის, ეს გასაღები თბილისშია – საბოლოო მიზნის მისაღწევად ბევრი რამ არის გასაკეთებელი

თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და არ გამოვრიცხავთ, რომ მათ იღბალი სხვაგანაც სცადონ, – ამის შესახებ შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ჰენრიკ ლანდერჰოლმმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება დიდად არაფერს ცვლის, თუმცა რუსეთი შეეცდება ნატო-ს ერთიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. „რუსეთი საკმაოდ […]
WP: დრონი, რომელმაც იორდანიაში აშშ-ს სამხედროები იმსხვერპლა, საკუთარ აპარატში აერიათ

The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 28 იანვარს იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე მიტანილი თავდასხმის დროს აშშ-ს მოწინააღმდეგის დრონი საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი ეგონა, რის გამოც ის მარტივად მიფრინდა ობიექტამდე. პენტაგონმა გამოაქვეყნა სამი სამხედროს ვინაობა: 46 წლის სერჟანტი უილიამ ჯერომი რივერსი, 23 წლის რიგითი ბრეონა ალექსონდრია მოფეტი და 24 წლის რიგითი კენედი ლედონ სენდერსი. ისინი არმიის […]
გერმანიაში, ქურდობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, საქართველოს მოქალაქესთან ერთად რუსეთის მოქალაქეც დააკავეს. დაკავებულებმა ჰამბურგში მდებარე ერთ-ერთ პარფიუმერიულ მაღაზიაში ქურდობა ჩაიდინეს. მათ სუნამოები ქურთუკების შიდა ჯიბეებში დამალეს, თუმცა მათი ეს ქმედება დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. ორივე ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საქმე ქურდობის […]
თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს გორის, ბახტრიონის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას. […]
-5 გრადუსი – გაფრთხილება ამინდის შესახებ!

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. „თბილისში 30 იანვარს, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო […]
რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც გაუქმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეიდან რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. “ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში,” – ნათქვამია განცხადებაში. სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე […]
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. გლდანის რაიონი – ზაჰესი, გრიგოლ ხანძთელის ქ. N1-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:15-დან 16:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: მანაგაძის ბიჭვინთის და ხანძთელის ქუჩებს. ნაძალადევის რაიონი – დღეს, 30/01 ჩხიკვაძის ქ. N28-თან ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეგიწყდებათ 30/01 […]
რა ეღირება დღეს ვალუტა – ნახეთ დეტალები

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 30 იანვარს – ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.6773;1 ევრო – 2.8963; 1 ფუნტი – 3.4002;1 ლირა კი 0.0882 ლარი ეღირება.
ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი დიპლომატის საპრეზიდენტო რბოლა გრძელდება

დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ პრაიმერებში დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა. თუმცა ნიკი ჰეილი – ყოფილი ელჩი გაეროში და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ახლა იმედს სწორედ თავის მშობლიურ შტატზე ამყარებს და ამბობს, რომ იოლად დანებებას არ აპირებს.