ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტა ამ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იყო

პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტა ამ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იყო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გუშინწინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ. საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ერთის მხრივ მოგვცემს საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის სრულად განახლების შესაძლებლობას და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს […]

პრემიერი – ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს ომი იყო რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის

ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს ომი იყო რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. „გავიხსენეთ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული იუნკრები, ახალგაზრდა ბიჭები […]

ირაკლი კობახიძე – 25 თებერვალს აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის დღე – ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი

25 თებერვალს აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის დღე. ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. „25 თებერვალს აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის დღე. ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი […]

კობახიძე: რუსეთ-უკრაინის ომი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი

24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა – ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის ასობით ბავშვი. ასევე, 10 მილიონზე მეტი უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად იქცა, რომელთა უდიდესი უმრავლესობაც ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა […]

ამერიკელმა სამხედრომ ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავი დაიწვა

ადგილობრივი პოლიციის განყოფილების თქმით, კვირას შუადღით ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ ამერიკის საჰაერო ძალების სამხედრომ თავი დაიწვა. აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერმა იმავე დღეს დაადასტურა, რომ ეს პირი აქტიური სამხედრო მოსამსახურე იყო. თავის დაწვის აქტი კაცმა პირდაპირ ეთერში პლატფორმა Twitch-ზე გადაიღო, რითაც მან ღაზაში ისრაელის მიმდინარე ომთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა. “მე გენოციდის თანამონაწილე აღარ ვიქნები”. – ამბობს […]

მაიდანი 3 – ბუდანოვის ცნობით რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში გადატრიალებას გეგმავენ

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის თქმით, რუსულ სპეცსამსახურებს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა აქვთ. ოპერაციის კოდური სახელია მაიდანი – 3. ბუდანოვის განმარტებით ეს არის “მაქსიმალურად ძვირი” სპეცოპერაცია, რომელიც უკვე ჩავარდნის პირას არის, ვინაიდან უკრაინული მხარისთვის მათი გეგმა ცნობილია. უკრაინული დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში რუსები ცდილობენ შექმნან სიტუაცია, რომელიც ეჭვის ქვეშ […]

კობახიძე: წელსვე უნდა უზრუნველვყოთ 2-3 ათასი კურსდამთავრებულისთვის 4 თვიანი სტაჟირების გავლა

პარლამენტმა შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება წელსვე. წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტის სულ მცირე 2 000 – 3 000 კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე 4 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება მუნიციპალური დაკერძო სექტორშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.

კობახიძე: ჩინეთმა უვიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. მისი თქმით, ისინი ჩინეთში 30 დღის განმავლობაში შეძლებენ უვიზოდ ყოფნას. კობახიძემ ახალ გადაწყვეტილებას უწოდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელოვანი, პრაქტიკული სიახლე. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება იყო საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა

მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, გუშინწინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ. საავადმყოფოს რეორგანიზციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ, ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ერთი მხრივ, მოგვცემს […]

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.