იაგო ხვიჩია „ვეტინგის“ სისტემაზე – „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთ წევრს ენა წინ გაურბის და ისეთ „გამოსავლებს“ ლაპარაკობს, რომლის არც ახსნა და არც დასაბუთება არ შეუძლია – მიზეზი არის უფანტაზიობა და უპრინციპობა

„ნაცმოძრაობის“ ზოგიერთ წევრს ენა წინ გაურბის და ზოგადად, ისეთ „გამოსავლებს“ ლაპარაკობს, რომლის არც ახსნა და არც დასაბუთება არ შეუძლია – მიზეზი არის უფანტაზიობა და უპრინციპობა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თემით, “ვეტინგის“ სისტემის შემოღება შინაარსობრივადაც სისულელეა. “მე ზოგადად, მივესალმები მიხეილ სააკაშვილის მიდგომას ამ […]
ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა „CHANGE – თვითმმართველობის აკადემია საქართველოს ლიდერებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და მერიის ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პოლონეთში, სასწავლო ვიზიტი დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კურსის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ვარშავაში, ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ასევე დლუგოსიოდლოს, ვოლომინისა და პლონსკის მუნიციპალიტეტებში ვორქშოფები და […]
დღეს პარლამენტის ბიუროს ანტიკორუფციულ ბიუროსთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტები წარედგინება

დღეს პარლამენტის ბიუროს ანტიკორუფციულ ბიუროსთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტები წარედგინება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტები გასულ კვირას დაინიცირდა, დღეს ბიუროზე გავა და შესაბამის კომიტეტებს გადაცემა, რის შემდეგაც პარლამენტი უკვე საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავს მათ. მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტებზე, თუ რა შეიძლება შეცვლილიყო ვენეციის კომისიის […]
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად განცხადების გაკეთების საშუალება მისცემოდა. აღნიშნული მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. კოლეგიის თავმჯდომარის ნინო […]
ლევან დავითაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის თავისუფალი ნაწილი, სამედიცინო მიმართულების გარდა კიდევ რომელ კომერციულ მიმართულებას დაეთმობა, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის თავისუფალი ნაწილი, სამედიცინო მიმართულების გარდა კიდევ რომელ კომერციულ მიმართულებას დაეთმობა, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე ეს თავისუფალი სივრცე სწორი დაგეგმვის პირობებში საინვესტიციოდ იქნება გამოყენებული. “პრემიერმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ დღეს რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობას […]
მოდელს, რომელიც უცხოელების ჩარევას ითვალისწინებს, მხარს არ დავუჭერთ – გახარია სასამართლო რეფორმაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე საუბრისას აცხადებს, რომ არცერთ მოდელს, რომელიც საქართველოს მმართველობაში უცხოელების ჩარევას ითვალისწინებს, მისი გუნდი მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან თეონა გეგელიასთან ინტერვიუში განაცხადა. გეგელიამ მას ჰკითხა, რა გეგმა აქვთ სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, როცა არასამთავრობოთა მიერ წარმოდგენილ პროექტში რეფორმა უცხოელების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. „არცერთ […]
ლევან დავითაშვილი – საქართველო, უკრაინა, მოლდოვასთან ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი – იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი

ქვეყნებთან (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს დიდი სამუშაო აქვს გაწეული, თუმცა საგაზაფხულო სესიაზეც იგეგმება ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო აქტების მიღებაც. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ […]
სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ. უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, […]
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ ყოფნა 30 დღის ვადით შეეძლება

გადაწყვეტილება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მალე შევა ძალაში, ახლა მიდის ტექნიკური სამუშაოები. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობას, ეს არის 30 დღე უწყვეტად ერთი შესვლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე- პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომელიც […]
ლევან დავითაშვილი – საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მზად არის, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლები მიიღოს ქვეყანაში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. „სრული მზადყოფნა არის, რომ უზრუნველვყოთ დამკვირვებლების უსაფრთხო გარემო, ასევე […]