„ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში მისი გაცვლისთვის ხელი შეეშალათ“ – საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი

საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელის, მარია პევჩიხის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა ხელი შეეშალათ მისი გაცვლისთვის რუს დაზვერვის ოფიცერ ვადიმ კრასიკოვში, რომელიც ბერლინში სასჯელს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდის. „15 თებერვალს მივიღე დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობდა და ფინალურ ეტაპზეა იყო. 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, – აღნიშნა ნავალნის თანაგუნდელმა. მისი თქმით, […]

იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა

იაპონიის იმპერატორის 64 წლის იუბილესადმიმიძღვნილი მიღება 22 თებერვალს, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა. იაპონური გამორჩეული საავტომობილო ბრენდი „მაზდა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან შემოვიდა, რომლის ოფიციალური და ერთადერთი წარმომადგენელიც საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. იმპერატორის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოსა და იაპონიის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებს სიტყვით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მიმართა. მიღებას ესწრებოდნენ მთავრობის, […]

ერდოღანი: თურქეთი დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა გახდეს გლობალური ძალა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა გახდეს არა მხოლოდ რეგიონული ძალა, არამედ გლობალური. ამის შესახებ ერდოღანმა ქალაქ ადანაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ერდოღანის მტკიცებით, სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება თურქეთის მთავარი როლი კრიზისების მოგვარებაში. “ჩვენ ვართ ლიბიაში, ვართ ყარაბაღში. ყველა ამ ადგილას თურქეთი თავის ძმებთან მხარდამხარ დგას და ამ […]

ფსოუზე აფხაზი აქტივისტების დაკითხვასთან დაკავშირებით, სოხუმი მოსკოვს მიმართავს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ “რესპუბლიკის ზოგ მოქალაქეს აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას ინციდენტები ექმნება”. ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ხაზს უსვამს “ინციდენტის ნეგატიური ინტერპრეტაციის მცდელობებს, რასთან დაკავშირებითაც საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტს არ აქვს კავშირი”. აფხაზ აქტივისტებს, ოპოზიცინერებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს უშიშროების ფედერალური […]

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავი დაიწვა, გარდაიცვალა

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავი დაიწვა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის საჰაერო ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად, გუშინ ღამით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამერიკელმა სამხედრომ ღაზაში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავი გუშინ დაიწვა.

საია-ს თავმჯდომარე – პრეზიდენტს სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ შევხვდით და გავუზიარეთ ჩვენი ხედვა – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, 9 დათქმა შესრულდეს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემები იყო. როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრეზიდენტს გაუზიარეს საკუთარი ხედვა, როგორ ხედავენ პრობლემის შესრულებას. „დღეს ჩვენ პრეზიდენტს შევხვდით სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ და გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ წარმოგვიდგენია რეკომენდაციების შესრულება. როგორც იცით, 9 დათქმიდან ერთ-ერი […]

სუს-მა წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავა

სუს-მა წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ […]

20 000 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მერიის 2 თანამშრომელი დავაკავეთ – სუსი

სუსი განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და […]

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, […]

ქართული პასპორტის მქონე პირს, ვიზის გარეშე მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლია

ქართული პასპორტის მქონე პირს, ვიზის გარეშე მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს. „უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას, ასევე შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ესენია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, […]