“ჩინელი ტურისტები სასურველი არიან მთელი მსოფლიოსთვის, მათ ახასიათებთ ხანგრძლივი მოგზაურობა საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ”

ჩინელი ტურისტები ძალიან სასურველი ტურისტები არიან მთელი მსოფლიოსთვის. მათ ახასიათებთ ხანგრძლივი მოგზაურობა, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა. „ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ძალიან სასურველი იქნება ჩინელი ტურისტი. 2023 წელს 50 ათასამდე ჩინელი სტუმრობდა საქართველოს. წელს გვაქვს მთელი რიგი აქტივობები დაგეგმილი. ვგეგმავთ ვიზიტს ჩინეთში და მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში, შანხაიში, […]

მაღალმთაში ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა – უახლოესი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 28-29 თებერვლის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: 28 თებერვალს: დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით +6, +11°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან […]

ტაქსის მძღოლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ტაქსის მძღოლები, რომლებიც მუშაობისთვის სხვადასხვა აპლიკაციას იყენებენ, პროფკავშირებთან ერთად აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი “ჰუალინგ პლაზასთან” იკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან რესპუბლიკის მოედნისკენ, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები თბილისის მერ, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მოთხოვნები პირადად მას გააცნონ. “დაახლოებით 2014-15 წლიდან ვარ ტაქსის მძღოლი. იქიდან მოყოლებული ბევრი რამე შეიცვალა. ნუ, რა თქმა უნდა, უარესობისკენ, კარგი მძღოლის […]

როგორ შეიძლება, ამდენ წლიანი გამოცდილების კომპანიამ მოქმედება ნებართვის გარეშე დაიწყოს? – „ორბი“

„მე ვერ ვხედავ პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროებას, იმიტომ რომ მოცემულ შემთხვევაში პროექტი გენგეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს“, – ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ბახმაროს პროექტთან მიმართებით ყველა ტიპის სანებართვო ბრძანება, დოკუმენტი და კვლევის შედეგები არსებობს. როგორც მედიასთან დღეს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, კვერღელიძემ bmg-ის კითხვების […]

რუსთაველზე, თამაზ გაიაშვილის კუთვნილ ისტორიულ შენობაში 194-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა

თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანახმად, პროექტის წინასწარი შეთანხმება უკვე მოხდა და შესაბამისი თანხმობაც გაცემულია. უძრავი ქონება 3,493 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს დაიკავებს. ქონების მესაკუთრეა შპს “მარილი 2020”, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი მესაკუთრე “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი პარტნიორი თამაზ გაიაშვილია. ამჟამად არსებულ ნაგებობაში […]

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპაკონცერტი წინანდალში

1 მაისს წინანდლის მამულის ამფითეატრში კონცერტს გამართავს ბერლინის ფილამრონიული ორკესტრი ლეგენდარული მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი 1882 წლის პირველ მაისს დაარსდა. ამ დღის აღსანიშნავად ყოველ წელს ორკესტრი ევროპის სხვადასხვა ქალაქში მართავს ევროპაკონცერტს (Europakonzert), რომელიც მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის გამორჩეულ კულტურულ მოვლენას წარმოადგენს. 2024 წლის ევროპაკონცერტი ეძღვნება ევროპაში […]

ნინო დოლიძე – ძალიან მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები კარგად ჩატარდეს, რათა შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ ევროინტეგრაციის პროცესში – არ უნდა იყოს ზეწოლა, მუქარა, ყველა ის ფაქტი, რაც გასულ არჩევნებზე გვინახავს

ძალიან მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები კარგად ჩატარდეს, რათა შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ ევროინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება, არ იყოს ზეწოლა და მუქარა, “ყველა ის ფაქტი, რაც გასულ არჩევნებზე გვინახავს”. „ძალიან მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები კარგად ჩატარდეს, რათა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯი ევროინტეგრაციის […]

ნიკა სიმონიშვილი – არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ქართული ოცნება“ არამხოლოდ არასამთავრობოებს ესხმის თავს, არამედ დონორებსაც – მათ აწუხებთ, რომ ეს სექტორი ისევ იღებს დაფინანსებას, მაგრამ დონორებს ეჭვი არ ეპარებათ ამ ორგანიზაციების ობიექტურობაში

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ქართული ოცნება“ პაპუაშვილის სახით არამხოლოდ არასამთავრობოებს ესხმის თავს, არამედ დონორებსაც. იმ დონორებს, რომლებიც ჯერ კიდევ აძლევენ დაფინანსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ თვალში ყველაზე უხერხულ ოპონენტებად არიან ქცეულები,- ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც არასამთავრობო სექტორისა და მათი დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციების მისამართით „ქართული ოცნების“ […]

სოფია ვერულაშვილი ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის მდივნად აირჩიეს

დღეს კიდევ ერთხელ უნდა გესაუბროთ სოფია ვერულაშვილზე – ფსიქოლოგი, ქოუჩი, ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი, (EAGT-ში), იგი გახლავთ, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი. სოფია ვერულაშვილი არის ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი საქართველოში, ის უძღვება ჯგუფებს ოჯახურ ფსიქოთერაპიაში წამყვან მსოფლიო სპეციალისტებთან ერთად, […]

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოების, აღრიცხვის, ექსპლუატაციის და პილოტის მოწმობის მოპოვების პირობები გამარტივდა

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგულირების კუთხით არსებული ევროპული გამოცდილების, კერძოდ, საფრანგეთის წარმატებული პრაქტიკის შესწავლის შედეგად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის”, „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის” და „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის” წესები დაამტკიცა. ნორმატიული აქტების მიღებამდე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ნაწილობრივ არაპროპორციული რეგულირების, კერძოდ კი, დიდი ზომის საჰაერო ხომალდების (Boeing, […]