სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს აზერბაიჯანელი ჯარისკაცი

აზერბაიჯანელი მესაზღვრე დააკავეს 28 თებერვლის დილით მას მერე, რაც დაუდგენელია მიზეზით, მან სომხეთის საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ სომხეთის ხელისუფლება იტყობინება. ამავე ცნობით, მეორე აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა შეძლო მიმალვა. ინციდენტი მოხდა საზღვრისპირა სოფელ თეღთან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხური მხარის მიერ დაკავებული ჯარისკაცი რუსლან ფანახოვია, რომელმაც სომხეთის საზღვარი გადაკვეთა შემთხვევით, რადგან ცუდ ამინდში გზა დაებნა. შარშან აპრილში […]

თურქეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს კვლავ უმასპინძლოს

თურქეთი მზად არის კვლავ უმასპინძლოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ვიდეომიმართვაში განაცხადა. ერდოღანის თქმით, ის იმ აზრზე რჩება, რომ დიპლომატიასა და დიალოგს შანსი უნდა მიეცეს რუსეთ-უკრაინის ომის “სამართლიანად და გრძელვადიანად მოგვარებისთვის.” “ამ მიზნის მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა შესაძლო გზით უმაღლესი დონის დიპლომატიური არხების […]

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოს მოსახლეობამ და ბიზნესმა 1.3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 11.7 მილიონი კილოვატ საათით, ანუ 1%-ით ნაკლებია. სემეკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება არ უკავშირდება არც “ენერგო პროს” და არც “თელასის” მომხმარებელთა მხრიდან დენის მოხმარების შემცირებას. პირიქით, ამ სეგმენტში მოხმარება 6%-ით გაიზარდა და მან […]

მატარებლიდან მოიპარეს ლეპტოპი, სადაც პარიზის ოლიმპიადის უსაფრთხოების გეგმა იყო ჩაწერილი

პარიზის ჩრდილოეთის სადგურში მატარებლიდან მოიპარეს ჩანთა, სადაც ინახებოდა ინფორმაცია პარიზის ოლიმპიადის უსაფრთხოების გეგმების შესახებ. მოპარულ ჩანთაში განთავსებული იყო ლეპტოპი და ორი მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილია პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების გეგმა. პარიზის პოლიციის ინფორმაციით, მოპარული ჩანთა პარიზის მერიის თანამშრომელ ინჟინერს ეკუთვნის. ინჟინრის თქმით, მან მგზავრობისას თავისი ჩანთა სკამის ზემოთ არსებულ სათავსოში შეინახა. მან რეისის დაგვიანების […]

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მლნ ევროს გამოყოფს

ბელგია ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანი უკრაინისთვის 800 000 ერთეული ჭურვის შეძენაა, 200 მლნ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერმინისტრმა ალექსანდრ დე კროომ X-ზე დაწერა. მისივე თქმით, დამატებითი საბრძოლო მასალა უკრაინას უახლოეს კვირებში მიეწოდება. “ჩვენ ვერასდროს მივუახლოვდებით იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ პრეზიდენტ ზელენსკის ის, რაც მან მოითხოვა – მეტი […]

მაკრონის კომენტარს უკრაინაზე ნატოს მოკავშირეები ეხმაურებიან

საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ ნატოს მოკავშირეებში დაბნეულობა და ზოგის გაღიზიანებაც კი გამოიწვია. ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ უკრაინაში დასავლეთის შეიარაღებული ძალების გაგზავნას არ გამორიცხავს. “ამ ეტაპზე კონსენსუსი არ არის… ადგილზე ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს”, – უთხრა მაკრონმა პარიზში შეკრებილ ჟურნალისტებს. განცხადება […]

ამერიკის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გეგმებზე მუშაობს

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების გაფართოების პირობა დადო. მინისტრმა გააკრიტიკა ისრაელისკენ მიმართული საერთაშორისო წნეხი იმის თაობაზე, რომ შეწყვიტოს მშენებლობა მიწაზე, რომელსაც პალესტინელები თავისი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილად მოიაზრებენ. სამშაბათს სმოტრიჩმა გამოაცხადა ახალი დასახლების გეგმის დამტკიცების შესახებ. დასახლება გაშ ეთზიონში, იერუსალიმის სამხრეთით ებრაული დასახლებების ჯგუფს უნდა დაემატოს. მან ასევე განაცხადა, […]

ნაკიანი წელიწადი – რატომ ემატება თებერვალს ერთი დღე ყოველ მეოთხე წელს?

როგორ იღებს სათავეს ნაკიანი წლის ისტორია და რატომ ემატება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ თებერვლის თვეს 29-ე დღე? ამას რამდენიმე ახსნა აქვს. რიცხვების მიხედვით კალიფორნიის რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის ინფორმაციით, ნაკიანი წელი უმეტესწილად არსებობს იმისთვის, რომ თვეები სინქრონიზებული იყოს წლიურ მოვლენებთან. ამ მოვლენებში ძირითადად შედის ბუნიობა, რომლის დროსაც დღე და ღამე თანაბრდება და ზამთრის და ზაფხულის მზედგომებთან, […]

ალექსეი ნავალნის პარასკევს დაკრძალავენ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონია მოსკოვში პარასკევს გაიმართება. ამის შესახებ მისმა მეუღლემ იულია ნავალნაიამ განაცხადა, მაგრამ დასძინა, რომ დარწმუნებული არაა, მშვიდობიანად ჩაივლის თუ არა ცერემონია, თუ პოლიცია დამსწრეებს დააკავებს. კირა იარმიშმა, ნავალნის სპიკერმა, სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ნავალნის პანაშვიდი პარასკევს შუადღისას ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში, მოსკოვის მარინოს რაიონში ჩატარდება, იმ უბანში, სადაც ნავალნი […]

ორი წლის რეზიუმე: რა ეტაპზეა ომი უკრაინაში?

სულ მცირე ნახევარი მილიონი გარდაცვლილი ან დაჭრილი ჯარისკაცი, როგორც რუსეთის ასევე უკრაინის მხარეზე. რუსეთის ომი უკრაინაში, მესამე წელში შევიდა. ექსპერტების შეფასებით, ახლა ბრძოლა ერთმანეთის გადაღლის ფაზაშია. როგორ შეიცვალა ომის ბუნება ორი წლის განმავლობაში, ანი ჩხიკვაძე დეტალებით.