სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, […]
შსს – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 20 მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი „რენოს“ მარკის 20 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო. მაღალი გამავლობის ავტომობილები, ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში გადანაწილდება. საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზანი პატრულ-ინსპექტორებისთვის […]
ეროვნულმა ბანკმა ევროპის ცენტრალურ ბანკთან ვირტუალურ რეჟიმში შეხვედრა გამართა

ეროვნულმა ბანკმა ევროპის ცენტრალურ ბანკთან ვირტუალურ რეჟიმში შეხვედრა გამართა. ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, პირველად წარადგინა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) ფარგლებში მომზადებული ინფორმაცია. „პროგრამასთან დაკავშირებით ევროპის ცენტრალური ბანკის მისიამ ვირტუალური შეხვედრა გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და სებ-ის სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელებთან. ევროპის ცენტრალური ბანკის მისიის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა […]
მოქალაქეს იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში პოლიციელი ამხილეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან. “აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც […]
“იარაღის და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა” – პოლიციის დეტექტივს ბრალი წარუდგინეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს ბრალი წარუდგინეს. ის დაკავებული თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ახლობლის ყოფილ ცოლს დაემუქრა, რომ თუ შვილის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ მისცემდა, “იარაღს ან/და ნარკოტიკს ჩაუდებდა”. “დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან. დაზარალებულის […]
არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ამ მიზნის შესრულებაზე უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე ჩინეთია

„ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, დიდი ინვესტიციები ჩადოს საქართველოში, თან ამას პოლიტიკური გავლენის მცდელობები არ მოაყოლოს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარმა ისაუბრა ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების დადებით მხარეებსა და შედეგებზე. „ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ შეიძლება, მალე, პირველი ეკონომიკაც […]
ხვალ პრემიერი BAG-ის წევრებს შეხვდება

ხვალ, თბილისში საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც დაესწრება. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა. „ხვალ გვაქვს დიდი ღონისძიება, სადაც ყველა მსხვილი კომპანია იქნება წარმოდგენილი, იქნება მთავრობა, პრემიერი. იქ ბიზნესასოციაცია წარმოადგენს BAG ინდექსის ბოლო ოთხი წლის ტრენდებს, ასევე, Galt&Taggart-ი წარმოადგენს მაკროეკონომიკურ ანგარიშს“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. […]
მოთხილამურე ინფლუენსერები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან 5 მოთხილამურე ინფლუენსერს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ინფლუენსერებმა გუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელებში პოსტები, რილსები და სთორები მოამზადეს. ინფლუენსერები საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ, რომლის ჩვენებაც საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალზე „Highfive“ […]
„შუა დერეფნის ძირითად მონაწილეებში საქართველო მოწინავეა ინფრასტრუქტურული და ბიუროკრატიული კუთხით“ – რამაზ გერლიანი

„უკრაინის მოვლენების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობებში ერთიორად გაიზარდა შუა დერეფნის როლი. სამ ალტერნატივას შორის, ერთ-ერთ უალტერნატივო გზად იქცა შუა დერეფანი საქართველოს გავლით. საქართველო ექცევა ეგრეთ წოდებულ ცენტრში ამ დერეფნის, თავისი საზღვაო და სახმელეთო პოტენციალით. რასაკვირველია, არის ამ მიმართულებით გამოწვევები, მაგრამ, უახლოეს პერიოდში ტვირთბრუნვისა და შუა დერეფნის როლის ზრდა გარდაუვალია “, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა […]
„ცენტრ პოინტისგან“ გადაბარებული კრწანისის პროექტი „ვენა დეველოპმენტ ალიანსმა“ 3 წელია ვერ დაასრულა – დაზარალებულები კვლავ მოლოდინში არიან

„სხვა გამოსავალი თუ არ დარჩა, მივმართავთ სასამართლოს. თუმცა, 4 და 5 წელი თუ გაიწელა პროცესი, „დაზარალების“ საკითხს სასამართლო ვერ მოაგვარებს. გამოდის, რომ 15 წელი დავკარგე ბინის ლოდინში“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ეკოსიტი კრწანისის“ პროექტის ბინის მესაკუთრე სერგი გიგანი აცხადებს. ის გვიყვება, რომ 2017 წელს კომპანიას სააქციო შემოთავაზება ჰქონდა, რეკლამით მოიხიბლნენ და „ეკოსითი კრწანისში“ ბინა […]