ავტობუსში მოწყობილ სამალავში 535 000 ლარის კონტრაბანდული ოქროს ნაკეთობები იპოვეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი, რაზეც დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი […]
2024 წელს ევროპაში დაახლოებით 350 ახალი სასტუმრო გაიხსნება – Lodging Econometrics

Lodging Econometrics-ის მონაცემებით, 2024 წელს ევროპაში დაახლოებით 350 ახალი სასტუმრო გაიხსნება. დოკუმენტში განმარტებულია, რომ 2023 წლის ბოლოსთვის რეგიონში დამუშავების პროცესში მყოფი ქონების რაოდენობა 1700-ს აღემატებოდა, ყველა მათგანის განხორციელების შემთხვევაში ევროპაში ოთახების რაოდენობა კიდევ 250 ათასით გაიზრდება. ვარაუდობენ, რომ 2024 წელს ამოქმედდება კიდევ 350 სასტუმრო 48600 ნომრით, ხოლო 2025 წელს 383 საკუთრება 52 ათასი ნომრით. როგორც […]
სენატში საქართველოს მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების შესაძლო არიდებაზე ისაუბრეს

27 თებერვალს აშშ-ს სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტმა რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საკითხი განიხილა. მოკვლევა, რომელსაც კომიტეტი ატარებს, ეხება ოთხ ამერიკულ კომპანიას, რომლის დეტალებიც რუსულ საბრძოლო მასალებში შენიშნეს და ვარაუდობენ, რომ ეს ნაწილები მოსკოვს მეზობელი ქვეყნების გავლით მიეწოდება. რესპუბლიკელმა სენატორმა, რონ ჯონსონმა განცხადებაში თქვა, რომ, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, […]
„ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის…“ – მელიტა ფურცელაძე შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ლევანის მეგობრის ლუბას დაბადების დღეს ეხმაურება. მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევანს რუსეთში ცხოვრება ურთულეს პერიოდში მოუწია, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის. „მითხარი როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება“ – ეს სიტყვებია […]
ლაზარე გრიგორიადისის პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

ლაზარე გრიგორიადისის პროცესი 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისი დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. აღნიშნულ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარდგნენ. „ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის შესახებ…ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება, 22 მარტს“, – წერს თამთა კალანდაძე სოციალურ ქსელში. […]
„კრედოს“ მიერ დასაკუთრებული ქონება ერთ წელიწადში 156%-ით გაიზარდა – ბანკების რეიტინგი

2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 635 მლნ ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონებაა. გასულ წელს, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, კომერციული ბანკების რეიტინგი ასეთია: · თიბისი ბანკი – 276 557 635 ლარი (2022 წლის მეოთხე კვარტალი – 267 844 140 ლარი) · საქართველოს ბანკი – 268 963 986 ლარი (2022 წლის მეოთხე […]
ეროვნულმა ბანკმა ევროპის ცენტრალურ ბანკთან ვირტუალურ რეჟიმში შეხვედრა გამართა

საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, პირველად წარადგინა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) ფარგლებში მომზადებული ინფორმაცია. პროგრამასთან დაკავშირებით ევროპის ცენტრალური ბანკის მისიამ ვირტუალური შეხვედრა გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და სებ-ის სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელებთან. ევროპის ცენტრალური ბანკის მისიის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ზოგადი მაკროეკონომიკური გარემო, სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ისაუბრეს […]
ავტოდაზღვევის პროდუქტი დისტრიბუტორებისთვის თიბისი დაზღვევაში

თიბისი დაზღვევა ბიზნესებს ახალ პროდუქტს, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევას, სთავაზობს. პროდუქტი განკუთვნილია მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც გადაზიდავენ საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე. განსხვავებით სტანდარტული ავტოდაზღვევისგან, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევის პოლისი ანაზღაურებს როგორც მანქანისთვის, მგზავრებისა და მძღოლისთვის, ასევე მანქანაში განთავსებული საქონლისთვის მიყენებულ ზიანს. დაზღვევა დაფარავს თქვენს ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სადისტრიბუციო ავტომობილის ძარას დააზიანებს ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი ან აფეთქება, […]
რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 თებერვალს რუსთავში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით დაზარალებულს ბასრის საგნის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე […]
დიმიტრი ხუნდაძე – LGBT პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს – ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი

LGBT პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას და აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაგვიყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, – ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ავრცელებს. მისი თქმით, ეს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც ემუქრება. „LGBT პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს. ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი. დღეს ცნობილი […]