შემოსავლების სამსახური: ვიცავთ სანქციებს, აშშ-ს მივმართეთ და მოვთხოვეთ განმარტებები

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ “საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს”. ამ განცხადებით შემოსავლების სამსახური ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საქართველოს მიერ შესაძლო არიდებაზე ისაუბრეს. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ამერიკელ კოლეგებს მიმართეს და მოსთხოვეს განმარტება, “თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა […]

The Body Shop-მა 75 მაღაზიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

BBC-ის ცნობით, The Body Shop უახლოეს კვირებში დიდ ბრიტანეთში 75 მაღაზიას ხურავს, რაც 489 სამუშაო ადგილის შემცირებას გამოიწვევს. ოპერირებას კი 116 მაღაზიით გააგრძელებს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, კადრების შემცირება იგეგმება სათავო ოფისშიც. მთლიანობაში, იგეგმება 750-დან 800-მდე თანამშრომლის გათავისუფლება. „The Body Shop-ის გაერთიანებული სამეფოს მაღაზიის პორტფოლიოს სწორი ზომის სწრაფი მოქმედებით, ჩვენ დავასტაბილურეთ ბიზნესი“, – განაცხადა ტონი რაიტმა […]

შემოსავლების სამსახური: საქართველო საერთაშორისო სანქციებს სრულად იცავს

შემოსავლების სამსახური საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო არიდებასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების განცხადებას გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს სრულად იცავს. “აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა რეალურ მონაცემებს არ ასახავს. გარდა ამისა, კომიტეტზე არცერთი კონკრეტული ფაქტი არ წარუდგენიათ, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის […]

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მათ მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო – 71,53 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი 107,79 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად, 179,32 ქულით, ოქროს მედლები მოიპოვეს. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ამერიკელებმა დაისაკუთრეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა ბერულავამ […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – ზოგიერთ რაიონში და დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც, შესაძლებელია განპირობებული იყოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით. სააგენტო აღნიშნავს, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს […]

ნიკოლას ჰეილ-ვუდსი – ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა, მადლობა საქართველოს

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდა. მთის ტრასების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის დასახელდა : (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. “მე ფრირაიდის მთელ გუნდთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა. წარმოუდგენელი შოუ იყო, […]

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობას აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 78.6 მლრდ ლარს შეადგენს. „2024 წლის იანვრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2024 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი […]

სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი იკადრა – ზურაბ ქადაგიძე

როდესაც სახელმწიფო მოხელე იმ მცირე ლეგიტიმაციასაც კარგავს, რაც სიმბოლურად უმაგრებდა ზურგს, ორი არჩევანის წინაშე დგება – ან თანამდებობას ტოვებს, ან და ხდება ისეთი ნაძირალა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია!- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქსა და ეკლესიაზე გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ ქართული […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილმა ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“, მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები 9 მოქალაქის განცხადება სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გამოიცა შესაბამისი ინდივიდუალურ – ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები. ოქმი იხილეთ ბმულზე:

ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გლობალური ომის პარტიიდან დაავალეს ხშირად იმეოროს “რუსული” და უთავმოყვარეო პოლიტიკანიც ასრულებს დავალებას

ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გლობალური ომის პარტიიდან დაავალეს ხშირად იმეოროს “რუსული”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც პრეზიდენტი მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პრორუსულ ჯგუფებზე საუბრობს. კერძოდ, ზურაბიშვილმა, BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა პრორუსული ჯგუფების და ანტიდასავლური პროპაგანდის მხარდასაჭერ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ “დარწმუნებულია, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და […]