Insider: რუსეთში ძებნილი ილკინ მელიკოვი თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში დააბრუნეს

რუსეთის მოქალაქე ილკინ მელიკოვი, რომელიც საქართველოში რუსეთში პოლიციელების მიერ ცემისა და მუქარების შემდეგ ჩამოვიდა, თბილისიდან 2022 წელს გაიტაცეს და რუსეთში გაიყვანეს, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი მედია „ინსაიდერი“. მათი ცნობით, ეს ისტორია მელიკოვმა, რომელიც ახლა ეკატერინბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორშია, გამოცემა „ვოტ ტაკ“-ს მოუყვა. მელიკოვის თქმით, იგი 2022 წლის აპრილში, თბილისში გაიტაცეს – უცნობმა ადამიანებმა სამოქალაქო ტანსაცმელში, შემდეგ […]
ბორელის თქმით, სომხეთთან ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაწყებულია

“სომხეთმა ამასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა და ჩვენ მოვუწოდეთ მის ხელმძღვანელობას, გააძლიეროს ძალისხმევა შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად. ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს გაუგზავნის სომხეთის მოქალაქეებს და გახდება შემდგომი რეფორმების ბერკეტი“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. მისივე თქმით, დღეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის. “2023 წლის […]
სუპერსენსაცია – შოთას გუნდმა სტუმრად “გალათასარაის” მოუგო და თასის ნახევარფინალში გავიდა

თურქეთის თასის 1/4-ფინალში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ გასვლაზე სუპერლიგის ლიდერ „გალათასარაის“ 2:0 სძლია, რომელსაც 43 ქულით ჩამორჩება. სტუმრები დებიუტში მარკაომ დააწინაურა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შოთას გუნდი თავს ორგანიზებულად იცავდა, თამაში კი მართლაც ლამაზი საყურებელი იყო. მეორე ტაიმში „გალთასარაის“ მწვრთნელი ბურუკი ვა-ბანკზე წავიდა, მცველები შემტევებით შეცვალა და დაისაჯა კიდეც – მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების საშუალება […]
“ეთიკას მოკლებულია პატრიარქის სისუსტეზე ლაპარაკი” – ილია II-ის პრესმდივანი პრეზიდენტზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით “ბევრ კითხვას ბადებს”. “პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა. გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი “ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისევე, როგორც […]
საქართველოში ფრენების დაწყებაზე მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოში ფრენების დაწყებაზე მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, Routes Asia 2024 – საავიაციო სფეროში მასშტაბური ფორუმის ფარგლებში, რომელსაც მალაიზია მასპინძლობს, აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალური მენეჯერი აწარმოებს. საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ დღეს შეხვედრები შედგა ისეთ მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა […]
ტუსკი: არ გამოვრიცხავ, რომ რუსულ სურსათსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ემბარგო დავადოთ

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსეთიდან სურსათსა და სასოფლო-სამეურნო ნაწარმის იმპორტის აკრძალვას არ გამორიცხავს. ტუსკმა ამის შესახებ ლატვიის პრემიერთან, ევიკა სილინასთან ვიზიტის შემდეგ ისაუბრა. “ლატვიამ გადაწყვიტა, რუსეთიდან (რედ. – სასოფლო-სამეურნეო) პროდუქტების იმპორტზე ემბარგო დააწესოს. ჩვენ ლატვიის მაგალითს გავაანალიზებთ და მე არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი შესაფერის ინიციატივას მიიღებს”. – თქვა ტუსკმა. ტუსკმა განცხადება პოლონეთში ევროპის სხვა […]
FAA-მ Boing-ს ხარისხის კონტროლის პრობლემების გადასაჭრელად 90 დღე მისცა

აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) Boing-ისგან მოითხოვა 90 დღის ვადაში მოამზადოს ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა ხარისხის სისტემური კონტროლის პრობლემების გადასაჭრელად. ამის შესახებ FAA-ს პრესსამსახური იტყობინება. FAA მოელის, რომ Boeing-ის გეგმაში საწარმოო ხაზების შემოწმების შედეგები იქნება წარმოდგენილი. იანვრის დასაწყისში Alaska Airlines-ის Boeing 737-9 MAX ავარიულად დაეშვა პორტლენდის აეროპორტში მას შემდეგ, რაც ჰაერში, დაახლოებით 5 კმ სიმაღლეზე, კარი […]
თებერვალში გერმანიაში უმუშევართა რაოდენობამ 2,7 მლნ-ს გადააჭარბა

გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა თებერვალში 11 000-ით გაიზარდა და 2,713 მილიონს მიაღწია. მონაცემებს გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო აქვეყნებს. მიმდინარე თვეში ქვეყანაში უმუშევრობამ 5,9% შეადგინა. Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები საშუალოდ უმუშევართა რაოდენობის ზრდას 7 000-ით, ხოლო უმუშევრობის დონეს 5,8%-ით პროგნოზირებდნენ. იანვარში გერმანიაში უმუშევრობამ ასევე შეადგინა 5,9%, და არა 5,8%, როგორც ადრე იყო ნავარაუდევი. ეს არის ყველაზე მაღალი […]
„Covid-ის შემდეგ, ორი წელი დაგვჭირდა, გონზე მოვსულიყავით“ – „მეგასპორტის“ გეგმები

საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტი“ ბრენდების ასორტიმენტს აფართოებს. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა დავით ჩხეიძემ განაცხადა, აპრილის ბოლოსთვის თბილისში, „სითი მოლში“ იტალიური ბრენდის Napapijri-ის მაღაზია გაიხსნება. „იტალიური Napapijri ისეთივე VIP-ბრენდია, როგორც North Face-ი და Timberland-ი. აპრილის შუა რიცხვებისთვის ველოდებით ავეჯს და მაღაზია მალე გაიხსნება“, – თქვა მან. […]
დავით ზღუდაძე Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა – ქართულმა ოფისმა სომხეთის ბაზარი ჩაიბარა

დავით ზღუდაძე, რომელიც ამ დრომდე საქართველოში Mastercard-ის რეგიონული დირექტორის როლს ასრულებდა, გადახდების გლობალური გიგანტი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, Mastercard-ის ქართულმა ოფისმა კი კლასტერის ფუნქცია შეითავსა და სომხეთის ბაზრის მართვა ჩაიბარა. გადახდების ამერიკული კომპანიის ქართულ ოფისს დავით ზღუდაძე 2022 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, ქართულ საბანკო ინდუსტრიაში მუშაობდა, როგორც “ქართუ ბანკში”, ასევე თიბისიში. თავად […]