„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვედა სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვედა სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მიმართულების მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი მზარდია. „ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მზარდია საზოგადოების ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოება ითხოვს მიხეილ სააკაშვილის […]

1-ელი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს აფრთხილებს, რომ 1-ელი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია და მოუწოდებს მათ, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს გააგრძელებენ. „აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის […]

თინა ბოკუჩავა – კანონპროექტი, რომელიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაცვას გულისხმობს“, ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ახალი ინიციატივა, რომელიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაცვას გულისხმობს“, ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. როგორც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას. „საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას აღელვებს გაზრდილი […]

გოგიტა თოდრაძე გაერო-ს სტატისტიკის კომისიის სხდომაში მონაწილეობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 55-ე სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე ცნობით, გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) შეხვედრა ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება, რომელშიც გაერო-ს წევრი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღნიშნული კომისია წარმოადგენს უმაღლესი დონის სამთავრობათაშორისო ფორმატს და სტატისტიკური საქმიანობების შესახებ საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს […]

რუსთავის მერი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონსა და რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ქალაქის მერმა სტუმრებს მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი დაათვალიერებინა. ნინო ლაცაბიძემ ელჩებს რუსთავის განვითარების გეგმა გააცნო და მუნიციპალური […]

NAEC-ის ხელმძღვანელის თქმით, 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ მაგისტრანტობის კანდიდატს სახელმწიფო გრანტის მოპოვების სურვილი ექნება, გამოცდები უნდა ჩააბაროს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბაროს. როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ რიგ მიმართულებზე ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1 წლიანი პროგრამები ძალაში 2025 წლიდან შევა. „გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა. […]

პრემიერი – „ნაცმოძრაობა“ 20%-ს ძალიან დიდი ხანია ჩამოცილებულია, ვერც ერთი სხვა პარტია 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს – ასეთ პირობებში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება

„ნაცმოძრაობის“ ბოლო რეიტინგი 18% იყო, 20%-ს ძალიან დიდი ხანია უკვე ჩამოცილებულია. ვერც ერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. ასეთ პირობებში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, „ქართული ოცნების“ რეიტინგის ფონზე კოალიციური მთავრობა პრაქტიკულად გამორიცხულია. „პოლონური მოდელი რაც არის, არ […]

ირაკლი კობახიძე ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე – კანონპროექტი უნდა მომზადდეს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად – თუ მთავრობის ჩართულობა იქნება საჭირო, შეიძლება ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა

კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის (ადამიანის ძირითადი უფლებების თავი) პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი ძალის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, საზოგადოება „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. კობახიძის თქმით, თუ მთავრობის ჩართულობა იქნება აღნიშნულ პროცესში საჭირო, მან შეიძლება ამ მიმართულებით მონაწილეობა მიიღოს. […]

პრემიერ-მინისტრი – ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს უსამართლო გადაწყვეტილებებში – შევატრიალებ მოწოდებას – დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ

ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში – შევატრიალებ მოწოდებას – დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტში „ვიღაცები ცდილობენ“, რომ ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი საზოგადოების 85%-იანი მხარდაჭერის მაჩვენებელი ხელოვნურად დაწიონ. როგორც კობახიძე აღნიშნავს, თუ აღმასრულებელი სტრუქტურები ევროპარლამენტის უსამართლო განცხადებებს გაემიჯნებიან, ეს […]

ლევან დავითაშვილი სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მონაწილეობდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა. უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილი […]