ფეხბურთელი, რომელსაც ნიდერლანდების სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დუბაიში დააკავეს

ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ქუინსი ფრომსი, რომელსაც ნიდერლანდების სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დუბაიში დააკავეს. ფრომსი მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელია და ის კლუბთან ერთად დუბაიში იმყოფებოდა. ის რუსეთში გაფრენამდე აეროპორტში დააკავეს. 29 თებერვალს ფრომსი თვითმფრინავში ასვლამდე დააკავეს და დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ორი კვირის წინ, ნიდერლანდების სასამართლომ 1 350 კილოგრამი კოკაინის ტრეფიკინგის გამო 6 წლით […]

სარჯველაძე კანონპროექტზე: მნიშვნელოვანია მისი მოქმედება არასრულწლოვნებთან მიმართებით

საკითხი, რომელზედაც ვსაუბრობთ [“ფსევდოლიბერალობის პროპაგანდისგან” დაცვის კანონპროექტი] არის მნიშვნელოვანი. საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს არა მხოლოდ ინტერესი, არამედ კონკრეტული შეხედულებები ამ საკითხების ირგვლივ, ეს აწუხებს საზოგადოებას და ბუნებრივია, რომ ამ თემებზე საუბრის გახსნა, დისკუსიის გახსნა და ამ საკითხის რეგულირება არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის. შესაბამისად, იქ არის საკითხები, რომლებიც პირადად ჩემთვის, მაგალითად, უკავშირდება იგივე არასრულწლოვნებთან მიმართებაში […]

რუსეთი: მზად ვართ ИЛ-76-ის ჩამოვარდნისას დაღუპული უკრაინელი ტყვეების ცხედრების გადასაცემად

რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისრის, ტატიანა მოსკალკოვას თქმით, რუსული მხარე მზად არის უკრაინას გადასცეს Ил-76-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ტყვეების ცხედრები. მოსკალკოვა ამბობს, რომ “ცხედრების გადაცემისთვის ყველა საჭირო პროცედურა შემუშავებულია” და კონტაქტი აქვს უკრაინულ მხარესთან, რომელიც “სხეულების გადაცემით არის დაინტერესებული”. “აქამდეც მითქვამს, რომ გვაქვს ყველა მტკიცებულება და დნმ, რომელიც დაღუპულთა იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა”. – ამბობს მოსკალკოვა. […]

2023 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების ნახევარი რუსული იყო

2023 წელს საქართველოს რკინიგზის მეშვეობით გადატანილი სატრანზიტო ტვირთების 47% რუსული იყო – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.6 მილიონი ტონა იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 8.2%-ით ნაკლები იყო. გადაზიდვების კლება აისახა საქართველოს რკინიგზის შემოსავალზეც, რაც გასულ წელს შემცირდა. 2023 წლის 9 თვეში რკინიგზამ 481 […]

“აეროპორტიდან ტირილით დარეკა” – The Athetic-ის სენსაციური ინფორმაცია მუდრიკზე

გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “შახტარმა” მიხაილო მუდრიკი “ჩელსის” 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. იქამდე წამყვანი ბრიტანული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ მუდრიკს გადასვლა “არსენალში” სურდა და მიკელ არტეტასთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა. შემდეგ მოლაპარაკებებში “ჩელსი” გამოჩნდა, მუდრიკს “არისტოკრატების” რიგებში გადასვლა არ სურდა და “მეთოფეების” სპორტულ დირექტორ ედუს სთხოვდა, რომ “არსენალს” უკრაინული კლუბისთვის “ლურჯებზე” სარფიანი შეთავაზება გაეკეთებინა. […]

„შეიძლება ყველაფერი გააკეთოს“ – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილი შესაძლო შეიწყალებაზე

ელის თუ არა “ქართული ოცნება” ზურაბიშვილისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას – როგორც პრემიერი ამბობს, პრეზიდენტისგან არაფერია გამორიცხული. კობახიძეს ისევ მიაქვს იერიში პრეზიდენტზე და მას სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებს. სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გქონდეს იმდენი უხეში ქმედება განახორციელა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შეიძლება ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ მარჩიელობაში ვერ შევალ,“ – ამბობს კობახიძე.

ნავალნის დღეს დაკრძალავენ

ალექსეი ნავალნის დღეს დაკრძალავენ. პუტინის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს, მარიინოს რაიონში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიდან გაასვენებენ. მოსკოვში სამოქალაქო პანაშვიდი ადგილობრივი დროით ორ საათზე დაიწყება, დაკრძალვის ცერემონია კი ოთხ საათზე გაიმართება. ნავალნის ბორისოვოს სასაფლაოზე დაკრძალავენ, სადაც დილიდან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე პუტინის პოლიიციაა მობილიზებული.

“ჩინეთთან უვიზო რეჟიმი ყველა სფეროში აჩენს ზრდის პოტენციალს” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ ირაკლი კობახიძის განმარტებით, ჩინეთთან ამოქმედებული უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველოს ყველა სექტორში ზრდის პოტენციალს აჩენს და ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. “შარშან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, თანდათან ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულ შედეგებში აისახოს. მორიგი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, სწორედ უვიზო რეჟიმი იყო – ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღო, ამას წინ უსწრებდა ჩვენი ანალოგიური […]

კორუფციამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ბიზნესს – ირაკლი კობახიძე

რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევებიც და ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდება ბიზნესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჭიროა საჯარო სერვისების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. „ყველაფერი უნდა […]

პრემიერი ასახელებს მიზეზს, რის გამოც ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემებია. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირაკლი კობახიძემ ამის საილუსტრაციოდ დაასახელა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” მაგალითი. “ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში… არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ დავინახე ხარვეზები… ეს, პრაქტიკულად, დღეს გადაწყვეტილი საკითხია”, – უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ აზარაშვილის […]